Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სილქნეტი აგრძელებს დაჭრილ მებრძოლთა გარშემო საზოგადოების გაერთიანებას
სილქნეტი აგრძელებს დაჭრილ მებრძოლთა გარშემო საზოგადოების გაერთიანებას

ხში­რად შე­იძ­ლე­ბა არც კი ვიც­ნობთ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე, ჩვე­ნი ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბას გმი­რუ­ლად იცა­ვენ და სხვა­დას­ხვა მი­სი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

ამ ადა­მი­ა­ნებ­მა ქვეყ­ნის უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის ბრძო­ლას ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი - თა­ვი­ან­თი ჯან­მრთე­ლო­ბა შეს­წი­რეს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ასეთ ფა­სე­ულ წევ­რებ­ზე ზრუნ­ვა და მათი ღირ­სე­უ­ლი ყო­ფის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის ვა­ლია. 2018 წელს, როცა კომ­პა­ნია სილ­ქნე­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით, დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა თა­ნად­გო­მის ფონ­დი შე­იქ­მნა, ბევ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია და ცალ­კე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბით შე­უ­ერ­თდნენ ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბას. თა­ვად სილ­ქნე­ტი ფონ­დის მთა­ვა­რი დო­ნო­რია და ყო­ველ­წლი­უ­რად 300 00 ლარს რი­ცხავს ფონდში. სა­ერ­თო ძა­ლის­ხმე­ვით, დღე­ი­სათ­ვის 2 500 000 ლა­რამ­დე თან­ხა მოხ­მარ­და დაჭ­რი­ლი ვე­ტე­რა­ნე­ბი­სა და სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს.

ყო­ველ­წლი­უ­რად ეს კონ­ტრი­ბუ­ცია იზ­რდე­ბა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ფონდს, აფხა­ზე­თი­სა და სა­მა­ჩაბ­ლოს ომებ­ში მებ­რძოლ, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებ­სა და ვე­ტე­რა­ნებს, ვინც მძი­მე ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო, აღ­მო­უ­ჩი­ნოს მხარ­და­ჭე­რა და და­ა­ფი­ნან­სოს მათ­თვის სა­ჭი­რო სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურ­სე­ბი, ოპე­რა­ცი­ე­ბი, უზ­რუნ­ველ­ჰყოს მე­დი­კა­მენ­ტე­ბით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის ადაპ­ტი­რე­ბით, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბის სას­წავ­ლო კურ­სე­ბით და სხვა.

ფონ­დი დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის ახალ პროგ­რა­მებს აა­მოქ­მე­დებს

სილ­ქნე­ტის მიერ და­არ­სე­ბუ­ლი ფონ­დის მი­ზა­ნია, და­ეხ­მა­როს სხვა­დას­ხვა საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში და­შა­ვე­ბულ მებ­რძო­ლებს, ვე­ტე­რა­ნი იქ­ნე­ბა ეს თუ მოქ­მე­დი სამ­ხედ­რო. ამ მხარ­და­ჭე­რით ხდე­ბა ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და სრულ­ფა­სო­ვა­ნი ინ­ტეგ­რა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

თუკი აქამ­დე ფონ­დის მხარ­და­ჭე­რა ვრცელ­დე­ბო­და დაჭ­რილ მებ­რძო­ლებ­სა და მათ არას­რულ­წლო­ვან შვი­ლებ­ზე, 2023 წლი­დან დახ­მა­რე­ბას დაჭ­რილ­თა მე­უღ­ლე­ე­ბიც იღე­ბენ. მათ­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა. ამ მიზ­ნით, ფონ­დი იწყებს აქ­ტი­ურ შეხ­ვედ­რებს, რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო, ასე­ვე ად­გი­ლობ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან და სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან. ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნა და­ეხ­მა­რე­ბა ფონ­დის ქალ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს შე­ი­ძი­ნონ ახა­ლი პრო­ფე­სია, ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა, გახ­დნენ მე­წარ­მე­ე­ბი და თა­ვად შეძ­ლონ ოჯა­ხე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა.

დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­ელ­ჩოს ინი­ცი­ა­ტი­ვით, დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა თა­ნად­გო­მის ფონ­დის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს და­უ­ფი­ნანსდათ British Corner-ის ინ­გლი­სუ­რი ენის შემ­სწავ­ლე­ლი კურ­სე­ბი, რო­მელ­საც ამ­ჟა­მად სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი გა­დი­ან.

„დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა თა­ნად­გო­მის ფონდს“ სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცია და სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დე­ბი უჭე­რენ მხარს. ფონდთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ სა­ელ­ჩო­ე­ბი­სა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. და­სა­ფა­სე­ბე­ლია თი­თო­ე­უ­ლი კომ­პა­ნი­ის და ცალ­კე­უ­ლი პი­რე­ბის შე­მო­წი­რუ­ლო­ბა. დო­ნა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნეს ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი, ასე­ვე უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი, ცალ­კე­უ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უერ­თდე­ბი­ან პი­რა­დი შე­მო­წი­რუ­ლო­ბით.

მიმ­დი­ნა­რე წელს, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, სილ­ქნეტ­თან ერ­თად 544 000 ლა­რამ­დე თან­ხა შე­მოს­წი­რა ფონდს სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ამ და კერ­ძო პირ­მა:

სილ­ქნე­ტი - 300 000 ლარი; სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნეს ასო­ცი­ა­ცია – 50 000 ლარი; სა­ქარ­თვე­ლოს ინ­დუსტრი­უ­ლი ჯგუ­ფი – 50 000 ლარი; ჭი­ო­რე­ლი-კა­ჭა­რა­ვას შე­მო­წი­რუ­ლო­ბა - 50 000 ლარი; არქი ჯგუ­ფი – 10 000 ლარი; სილქ ჰოს­ფი­თა­ლი­თი – 5 000 ლარი; დი­მიტ­რი აბ­დუ­შე­ლიშ­ვი­ლი - 26 667 ლარი; ბაჩო ჩინ­ჩა­ლა­ძე - 10 000 ლარი; სილქ როუდ ვა­ინს - 24 258.60 ლარი; თე­ო­დო­რე ჩარლზ ჯო­ნა­სი - 1 500 ლარი; ტა­რი­ელ მჭედ­ლი­ძე - 2 600 ლარი; თა­მარ გაგ­ნიდ­ზე - 5 000 ლარი; ბრედ­ლი ვუდ­ვარ­დი - 1300 ლარი; ნინო ზამ­ბა­ხი­ძე - 1 000 ლარი; გი­ორ­გი მი­ქე­ლა­ძე - 4 000 ლარი; შოთა ღვი­ნი­ა­ნი­ძე – 1 000 ლარი; სხვა კერ­ძო პი­რე­ბი - 1 150 ლარი

წლე­ულს 19 ბე­ნე­ფი­ცი­არს გა­ე­წია დახ­მა­რე­ბა. ჩა­ტარ­და სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი, და­ფი­ნანსდა ქვე­და კი­დუ­რე­ბის პრო­ტე­ზი­რე­ბა, შე­ძე­ნილ იქნა მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა ოჯა­ხის წევ­რებს გა­ე­წი­ათ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა და სხვა.

დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა თა­ნად­გო­მის ფონდმა, ბრი­ტა­ნულ საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ Invictus Games Foundation-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, მჯდო­მა­რე კა­ლათ­ბურ­თის ეტ­ლე­ბი შე­ი­ძი­ნა. გუნ­დი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­შია და 2014 წლი­დან მო­ნა­წი­ლე­ობს „ინ­ვიქ­ტუ­სის მებ­რძოლ­თა თა­მა­შებ­ში“. წელს „ძლი­ერ­თა თა­მა­შე­ბი“ იმარ­თე­ბა სექ­ტემ­ბერ­ში, დუ­სელ­დორფში. ჩვე­ნი მებ­რძო­ლე­ბის გუნ­დი აქ­ტი­უ­რად ემ­ზა­დე­ბა ამ ას­პა­რე­ზო­ბის­თვის.

2023 წელი აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო ფონდმა. დღე­ი­სათ­ვის არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს შემ­დგო­მი და­ფი­ნან­სე­ბე­ბის და­გეგ­მვა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ფონ­დი გა­ნაგ­რძობს ყო­ველ­თვი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გა­ზი­ა­რე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და ყვე­ლას მო­უ­წო­დებს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი, თუნ­დაც სულ მცი­რე­დი თან­ხით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს დაჭ­რი­ლი მებ­რძო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის საქ­მე­ში.

სილ­ქნეტს ფონ­დის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი აქვს საქ­ველ­მოქ­მე­დო ნო­მე­რი - 0 901 777 771. ამ ნო­მერ­ზე სილ­ქნე­ტის მო­ბი­ლუ­რი და ფიქ­სი­რე­ბუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ქსე­ლის აბო­ნენ­ტე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თითო ზა­რი­დან შე­მო­სუ­ლი ერთი ლარი, სრუ­ლად ირი­ცხე­ბა ფონ­დის ან­გა­რიშ­ზე. ნო­მე­რი აქ­ტი­უ­რია სხვა ქსე­ლე­ბის აბო­ნენ­ტე­ბის­თვი­საც. დო­ნა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზეც.

R

ჟამთააღმწერი
0

ეს ის სილქნეტია არა, 2012 წელს მეცოცხეებთან ერთად ტვ-ების სიხშირეების გამავრცელებელ მოწყობილობებს რომ დასდევდა?

ავტორი:

სილქნეტი აგრძელებს დაჭრილ მებრძოლთა გარშემო საზოგადოების გაერთიანებას

სილქნეტი აგრძელებს დაჭრილ მებრძოლთა გარშემო საზოგადოების გაერთიანებას

ხშირად შეიძლება არც კი ვიცნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მანძილზე, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას გმირულად იცავენ და სხვადასხვა მისიებში მონაწილეობენ.

ამ ადამიანებმა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას ყველაზე ძვირფასი - თავიანთი ჯანმრთელობა შესწირეს. საზოგადოების ასეთ ფასეულ წევრებზე ზრუნვა და მათი ღირსეული ყოფის უზრუნველყოფა ყველა ჩვენგანის ვალია. 2018 წელს, როცა კომპანია სილქნეტის ინიციატივით, დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი შეიქმნა, ბევრი ორგანიზაცია და ცალკეული მოქალაქე მნიშვნელოვანი შემოწირულობებით შეუერთდნენ ფონდის საქმიანობას. თავად სილქნეტი ფონდის მთავარი დონორია და ყოველწლიურად 300 00 ლარს რიცხავს ფონდში. საერთო ძალისხმევით, დღეისათვის 2 500 000 ლარამდე თანხა მოხმარდა დაჭრილი ვეტერანებისა და სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებებს.

ყოველწლიურად ეს კონტრიბუცია იზრდება, რაც საშუალებას აძლევს ფონდს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში მებრძოლ, ასევე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს, ვინც მძიმე ფიზიკური დაზიანება მიიღო, აღმოუჩინოს მხარდაჭერა და დააფინანსოს მათთვის საჭირო სარეაბილიტაციო კურსები, ოპერაციები, უზრუნველჰყოს მედიკამენტებით, საცხოვრებელი ფართის ადაპტირებით, პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსებით და სხვა.

ფონდი დაჭრილ მებრძოლთა ოჯახის წევრებისთვის ახალ პროგრამებს აამოქმედებს

სილქნეტის მიერ დაარსებული ფონდის მიზანია, დაეხმაროს სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებებში დაშავებულ მებრძოლებს, ვეტერანი იქნება ეს თუ მოქმედი სამხედრო. ამ მხარდაჭერით ხდება ბენეფიციარების რეაბილიტაცია და სრულფასოვანი ინტეგრაცია საზოგადოებაში.

თუკი აქამდე ფონდის მხარდაჭერა ვრცელდებოდა დაჭრილ მებრძოლებსა და მათ არასრულწლოვან შვილებზე, 2023 წლიდან დახმარებას დაჭრილთა მეუღლეებიც იღებენ. მათთვის ხელმისაწვდომი გახდება სხვადასხვა პროფესიული გადამზადების პროგრამა. ამ მიზნით, ფონდი იწყებს აქტიურ შეხვედრებს, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ორგანიზაციებთან და სასწავლო დაწესებულებებთან. ამ ინიციატივის სისრულეში მოყვანა დაეხმარება ფონდის ქალ ბენეფიციარებს შეიძინონ ახალი პროფესია, ცოდნა და გამოცდილება, გახდნენ მეწარმეები და თავად შეძლონ ოჯახების ეკონომიკური მხარდაჭერა.

დიდი ბრიტანეთის საელჩოს ინიციატივით, დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის ბენეფიციარებს დაუფინანსდათ British Corner-ის ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები, რომელსაც ამჟამად სამხედრო მოსამსახურეების არასრულწლოვანი შვილები გადიან.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს“ სხვადასხვა ორგანიზაცია და საერთაშორისო ფონდები უჭერენ მხარს. ფონდთან თანამშრომლობენ საელჩოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. დასაფასებელია თითოეული კომპანიის და ცალკეული პირების შემოწირულობა. დონაციაში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი, ასევე უცხოური კომპანიები, ცალკეული ბიზნესმენები და მოქალაქეები უერთდებიან პირადი შემოწირულობით.

მიმდინარე წელს, დღეის მდგომარეობით, სილქნეტთან ერთად 544 000 ლარამდე თანხა შემოსწირა ფონდს სხვადასხვა კომპანიამ და კერძო პირმა:

სილქნეტი - 300 000 ლარი; საქართველოს ბიზნეს ასოციაცია – 50 000 ლარი; საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი – 50 000 ლარი; ჭიორელი-კაჭარავას შემოწირულობა - 50 000 ლარი; არქი ჯგუფი – 10 000 ლარი; სილქ ჰოსფითალითი – 5 000 ლარი; დიმიტრი აბდუშელიშვილი - 26 667 ლარი; ბაჩო ჩინჩალაძე - 10 000 ლარი; სილქ როუდ ვაინს - 24 258.60 ლარი; თეოდორე ჩარლზ ჯონასი - 1 500 ლარი; ტარიელ მჭედლიძე - 2 600 ლარი; თამარ გაგნიდზე - 5 000 ლარი; ბრედლი ვუდვარდი - 1300 ლარი; ნინო ზამბახიძე - 1 000 ლარი; გიორგი მიქელაძე - 4 000 ლარი; შოთა ღვინიანიძე – 1 000 ლარი; სხვა კერძო პირები - 1 150 ლარი

წლეულს 19 ბენეფიციარს გაეწია დახმარება. ჩატარდა სასიცოცხლოდ აუცილებელი ოპერაციები, დაფინანსდა ქვედა კიდურების პროტეზირება, შეძენილ იქნა მედიკამენტები, ბენეფიციართა ოჯახის წევრებს გაეწიათ სამედიცინო დახმარება და სხვა.

დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა, ბრიტანულ საქველმოქმედო ფონდ Invictus Games Foundation-თან თანამშრომლობით, მჯდომარე კალათბურთის ეტლები შეიძინა. გუნდი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და 2014 წლიდან მონაწილეობს „ინვიქტუსის მებრძოლთა თამაშებში“. წელს „ძლიერთა თამაშები“ იმართება სექტემბერში, დუსელდორფში. ჩვენი მებრძოლების გუნდი აქტიურად ემზადება ამ ასპარეზობისთვის.

2023 წელი აქტიურად დაიწყო ფონდმა. დღეისათვის არსებული რესურსებით მიმდინარეობს შემდგომი დაფინანსებების დაგეგმვა და განხორციელება. ფონდი განაგრძობს ყოველთვიური საქმიანობის გაზიარებას საზოგადოებისთვის და ყველას მოუწოდებს, რომ ნებისმიერი, თუნდაც სულ მცირედი თანხით მონაწილეობა მიიღოს დაჭრილი მებრძოლების მხარდაჭერის საქმეში.

სილქნეტს ფონდისთვის გამოყოფილი აქვს საქველმოქმედო ნომერი - 0 901 777 771. ამ ნომერზე სილქნეტის მობილური და ფიქსირებული სატელეფონო ქსელის აბონენტების მიერ განხორციელებული თითო ზარიდან შემოსული ერთი ლარი, სრულად ირიცხება ფონდის ანგარიშზე. ნომერი აქტიურია სხვა ქსელების აბონენტებისთვისაც. დონაციის განხორციელება შესაძლებელია საბანკო ანგარიშებზეც.

R