ავტორი:

"ეს პოლიტიკა რეაგირების გარეშე არ დარჩება" - რუსეთის საგარეო უწყება ვარშავაში მომხდარი ინციდენტის გამო პოლონეთს ემუქრება

"ეს პოლიტიკა რეაგირების გარეშე არ დარჩება" - რუსეთის საგარეო უწყება ვარშავაში მომხდარი ინციდენტის გამო პოლონეთს ემუქრება

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ვარშავაში რუსეთის ელჩთან დაკავშირებული ინციდენტი, რომლის დროსაც რუსეთის ელჩს წითელი არმიის ჯარისკაცების ძეგლის გვირგვინით შემკობის საშუალება არ მისცეს, მოსკოვის მხრიდან რეაგირების გარეშე არ დარჩება.

"პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინასწარ ეცნობა საელჩოს მიერ დაგეგმილი ცერემონიის შესახებ. თუმცა პოლონეთის ხელისუფლებამ ხელი არ შეუშალა "დემონსტრანტების" პროვოკაციულ ქმედებებს. პოლონურ მხარეს მკაცრი პროტესტი გადაეცემა. მიგვაჩნია, რომ ეს არის პოლონეთის მხრიდან არამეგობრული დამოკიდებულების კიდევ ერთი გამოვლინება და, უპირველეს ყოვლისა, 600 000-ზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცის ხსოვნის შეურაცხყოფა, რომლებიც გერმანიის ოკუპაციისგან პოლონეთის გათავისუფლებისას დაეცნენ“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყების მტკიცებით, პოლონეთის ხელისუფლების ეს პოლიტიკა „რუსეთის მხრიდან სათანადო რეაგირების გარეშე არ დარჩება“.

შეგახსენებთ, უკრაინელმა და პრო-უკრაინელმა აქტივისტებმა რუსეთის ელჩს ვარშავაში, სერგეი ანდრეევს 9 მაისს, პოლონეთის დედაქალაქში წითელი არმიის ჯარისკაცების ძეგლის გვირგვინით შემკობის საშუალება არ მისცეს. ასევე მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო ინსტალაცია, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას და რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებს გმობდა.

წაიკითხეთ ასევე: