ავტორი:

რას გეგმავს საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღეს?

რას გეგმავს საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღეს?

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს ქაშვეთის ტაძარში პარაკლისი აღევლინება, რის შემდეგაც საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადობასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

როგორც საპატრიარქო აღნიშნავს, მსვლელობა ქაშვეთიდან სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე იგეგმება.

„ჩვენი ეკლესიის ძვირფას შვილებს, ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა იყოს თქვენთანა!

2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.

ამ დღესთან დაკავშირებით ოთხშაბათს, 17 მაისს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) პარაკლისს აღასრულებს ქაშვეთის ტაძარში 12:00 საათზე.

პარაკლისის შემდეგაც შედგება საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე, სადაც ასევე შესრულდება სამადლობელი პარაკლისი.

მშვენიერ ტრადიციად ქცეული ჩვეულებრივობით ვიკრიბებით ყველა, სამღვდელოება და მრევლი, ოჯახებთან ერთად!

უფალმა დაგლოცოთ!“, - წერია განცხადებაში.