ავტორი:

ვარშავაში რუსეთის ელჩს წითელი არმიის ჯარისკაცების ძეგლის გვირგვინით შემკობის საშუალება არ მისცეს - ისმოდა შეძახილები: "რაშისტი"

ვარშავაში რუსეთის ელჩს წითელი არმიის ჯარისკაცების ძეგლის გვირგვინით შემკობის საშუალება არ მისცეს - ისმოდა შეძახილები: "რაშისტი"

უკრაინელმა და პრო-უკრაინელმა აქტივისტებმა რუსეთის ელჩს ვარშავაში, სერგეი ანდრეევს 9 მაისს პოლონეთის დედაქალაქში წითელი არმიის ჯარისკაცების ძეგლის გვირგვინით შემკობის საშუალება არ მისცეს.

მცირე სასაფლაოზე, სადაც მემორიალია განთავსებული, ელჩს რამდენიმე ასეული ადამიანი ელოდა. ასევე იყო ინსტალაცია, რომელიც გმობდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში და ახსენებდა ამ ქვეყანაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებს.

ელჩს და მის თანმხლებ პირებს „რაშისტი“ შეძახილებით შემოეხვივნენ და მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს. იყო შეტაკებები. თავად ანდრეევმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ ის არ დაშავებულა. ბოლოს იძულებული გახდა წასულიყო, მაგრამ აღნიშნა, რომ შეძლებდა მოგვიანებით დაბრუნებას და მაინც გვირგვინით შეამკობდა ძეგლს.

9 მაისს, დილით, ვარშავაში რუსეთის საელჩოსთან აქტივისტების ჯგუფმა საპროტესტო აქცია გამართა.