საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისეთი პირი უჩანს, თბილისი და რუსთავი შესაძლოა, ერთ ქალაქად იქცეს" - სჭირდება თუ არა პატარა ქვეყანას მილიონიანი ქალაქი: ინჟინერი მრავალბინიანი სახლების მშენებლობასა და შეცდომებზე
"ისეთი პირი უჩანს, თბილისი და რუსთავი შესაძლოა, ერთ ქალაქად იქცეს" - სჭირდება თუ არა პატარა ქვეყანას მილიონიანი ქალაქი: ინჟინერი მრავალბინიანი სახლების მშენებლობასა და შეცდომებზე

ინ­ჟი­ნერ-მშე­ნე­ბე­ლი, დაპ­რო­ექ­ტე­ბი­სა და მშე­ნებ­ლო­ბის ექ­სპერ­ტი, პრო­ფე­სო­რი რე­ვაზ მახ­ვი­ლა­ძე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ გაჟ­ღე­რე­ბულ კონ­ცეფ­ცი­ებს ქვეყ­ნის სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, აგ­რეთ­ვე თბი­ლი­სის მე­რის - კახა კა­ლა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვებს თბი­ლი­სის კე­თილ­მო­წყო­ბის, ავა­რი­უ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩა­ნაც­ლე­ბი­სა და ძვე­ლი თბი­ლი­სის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი შე­ნო­ბე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია-გა­მაგ­რე­ბის თა­ო­ბა­ზე.

სა­წარ­მო­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და ნგრე­ვა...

- ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ხელს უწყობს კერ­ძო ინი­ცი­ა­ტი­ვებს და თა­ვის მხრივ ცდი­ლობს ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვას სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის პრო­ექ­ტე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. ცხა­დია, ინ­ვეს­ტო­რე­ბი და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი არი­ან მო­გე­ბით, და­ნა­ხარ­ჯე­ბის ამო­ღე­ბაც ეჩ­ქა­რე­ბათ. ჩვენ­თან ყვე­ლა­ზე სარ­ფი­ან საქ­მედ მშე­ნებ­ლო­ბა იქცა, მაგ­რამ ად­გილ­საც გა­აჩ­ნია - თბი­ლის­სა და ბა­თუმ­შია ბუმი. ამ ქა­ლა­ქებ­ში მზარ­დი მო­თხოვ­ნი­ლე­ბაა, ბი­ნე­ბიც და სას­ტუმ­რო­თა ცალ­კე­უ­ლი ნომ­რე­ბიც მშე­ნებ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში­ვე იყი­დე­ბა და ცხა­დია, მათ­ში ჩა­დე­ბუ­ლი კა­პი­ტა­ლი დიდი მო­გე­ბით მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში­ვე უბ­რუნ­დე­ბათ ინ­ვეს­ტო­რებს.

ამ­ჟა­მად თბი­ლის­ში ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის მე­სა­მე­დი ცხოვ­რობს. თბი­ლი­სი ის­ტო­რი­უ­ლად ამი­ერ­კავ­კა­სი­ის პო­ლი­ტი­კურ და კულ­ტუ­რულ ცენ­ტრად ით­ვლე­ბო­და და მისი მო­სახ­ლე­ო­ბაც სხვა ქა­ლა­ქებ­თან შე­და­რე­ბით სწრა­ფად იზ­რდე­ბო­და. სამ­რეწ­ვე­ლო დარ­გე­ბის გან­ვი­თა­რე­ბამ სა­ჭი­რო გა­ხა­და ფაბ­რი­კა-ქარ­ხნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა. პირ­ვე­ლი დიდი ობი­ექ­ტი გახ­ლდათ ვა­გონ­შემ­კე­თე­ბე­ლი ქარ­ხა­ნა. აშენ­და მე-19 სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში. მას­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ინ­ჟი­ნერ-ტექ­ნი­კუ­რი და მუშა პერ­სო­ნა­ლის შე­მოყ­ვა­ნით ქა­ლაქს ათა­სო­ბით მცხოვ­რე­ბე­ლი შე­მო­ე­მა­ტა და მიმ­დე­ბა­რედ გაჩ­ნდა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და­სახ­ლე­ბაც - ნა­ძა­ლა­დე­ვი.

მას შემ­დეგ, გან­სა­კუთ­რე­ბით მე-19 სა­უ­კუ­ნის პე­რი­ოდ­ში სა­წარ­მო­თა უმე­ტე­სო­ბა თბი­ლის­ში აშენ­და. დე­და­ქა­ლა­ქის გან­ტვირ­თვის მიზ­ნით, 1945-48 წლებ­ში მის­გან 30 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით, მე­ტა­ლურ­გი­ულ კომ­ბი­ნატ­თან ერ­თად აშენ­და ქა­ლა­ქი რუს­თა­ვიც. როცა რუს­თა­ვის მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი ქარ­ხნის მშე­ნებ­ლო­ბა დას­რულ­და, მშე­ნებ­ლო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბით ადრე აგე­ბუ­ლი პა­ტარ-პა­ტა­რა სა­წარ­მო­ე­ბი დაშ­ლის ნაც­ვლად, და­მო­უ­კი­დე­ბელ ქარ­ხნე­ბად გა­ნა­ვი­თა­რეს.

  • მა­შინ ამ­ბობ­დნენ, 20 წე­ლი­წად­ში თბი­ლი­სი და რუს­თა­ვი ერთ ქა­ლა­ქად იქ­ცე­ვაო. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ასე არ მოხ­და. თუმ­ცა, ახლა თბი­ლი­სურ აღმშე­ნებ­ლო­ბას ისე­თი პირი უჩანს, შე­იძ­ლე­ბა ასეც მოხ­დეს.

სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მით თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი სრულ­დე­ბო­და თბი­ლი­სის გან­ტვირ­თვის მიზ­ნით, უფ­რო­სო­ბა ყო­ველ დი­ლას პერ­სო­ნა­ლუ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლით მი­ემ­გზავ­რე­ბო­და რუს­თავ­ში და სა­ღა­მოს ბრუნ­დე­ბო­და, ხოლო ქარ­ხნებ­ში მუშა-მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი, ასე­ვე სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი დი­ლით ავ­ტო­ბუ­სე­ბით მიჰ­ყავ­დათ სამ­სა­ხუ­რებ­ში და სა­ღა­მოს აბ­რუ­ნებ­დნენ. ამი­ტომ თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბის­გან გან­ტვირ­თვა არ მოხ­და, რუს­თა­ვის მო­სახ­ლე­ო­ბა შე­ივ­სო სხვა­დას­ხვა რა­ი­ო­ნი­დან შე­მოყ­ვა­ნი­ლი მუშა კონ­ტინ­გენ­ტით...

მო­ვიყ­ვან კი­დევ ერთ მა­გა­ლითს: მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბი­დან მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში, 1941 წელს უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ ტა­ნან­როგ­ში მო­ახ­დი­ნეს სა­ა­ვი­ა­ციო ქარ­ხნის დე­მონ­ტა­ჟი, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი თბი­ლის­ში ჩა­მო­ი­ტა­ნეს, ნავ­თლუღ­ში, მინ­დორ­ში გა­ნა­ლა­გეს და მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში მათ გარ­შე­მო სა­ამ­ქრო­ე­ბი აა­შე­ნეს. ასე აშენ­და 31-ე სა­ა­ვი­ა­ციო ქარ­ხა­ნა. მას ჩა­მოჰ­ყვა ქარ­ხნის პერ­სო­ნა­ლიც სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით, რომ­ლე­ბიც ჯერ ბა­რა­კებ­ში და­ა­ბი­ნა­ვეს და შემ­დეგ თბი­ლის­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბიც აუ­შე­ნეს.

ნავ­თლუ­ღი

სამ­რეწ­ვე­ლო დარ­გე­ბი­სა და მუშა-მო­სამ­სა­ხუ­რე­თა ასეთ­მა კონ­ცენ­ტრა­ცი­ამ თბი­ლის­სა და ქვე­მო ქარ­თლში ყო­ფი­ლი რეს­პუბ­ლი­კის სა­წარ­მოო სიმ­ძლავ­რე­ე­ბის 32%-ს მო­უ­ყა­რა თავი, ხოლო ფაბ­რი­კა-ქარ­ხნებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს მთლი­ა­ნი სა­წარ­მოო კონ­ტინ­გენ­ტის 35%. ასე­ვე დიდი სიმ­ძლავ­რი­სა და შე­მო­სავ­ლის მქო­ნე ქარ­ხნე­ბი თა­ვი­ან­თი მუშა-მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის­თვის თბი­ლის­შიც აშე­ნებ­დნენ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებს, ასე­ვე ენ­გურ­ჰე­სის მშე­ნე­ბელ­თათ­ვის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი აშენ­და ვა­კე­ში. ასე­თი მა­გა­ლი­თე­ბი საკ­მა­ოდ ბევ­რია.

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­ე­ცა­და დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მოს­წო­რე­ბას, ფაბ­რი­კა-ქარ­ხნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა უპი­რა­ტე­სად გაგ­რძელ­და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ 15-20 წე­ლი­წად­ში და­სა­ხუ­ლი პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბა ვე­ღარ მო­ეს­წრო. შემ­დეგ სა­წარ­მოო ობი­ექ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბამ, გარ­და კვე­ბის მრეწ­ვე­ლო­ბი­სა, ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა შე­წყვი­ტა.

მო­სახ­ლე­ო­ბა... და გა­დავ­სე­ბუ­ლი ქა­ლა­ქი

- 2022 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრის სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ­და 3 მი­ლი­ონ 685 ათა­სი ადა­მი­ა­ნი, თბი­ლის­ში 1 მი­ლი­ონ 223 ათა­სი ანუ მთლი­ა­ნი რა­ო­დე­ნო­ბის 33,2%. ამ­ჟა­მინ­დელ სა­ზღვრებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ფარ­თო­ბი 69 700 კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რია, ხოლო თბი­ლი­სი­სა - 720 კვ.კმ. თბი­ლი­სის მე­რი­ის სა­იტ­ზე თბი­ლისს უკა­ვია 502 კვ.კმ. ფარ­თო­ბი.

თბი­ლი­სი მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბით კვლავ დო­მი­ნი­რებს, ქუ­თა­ის­ში კი 147 635 ადა­მი­ა­ნია, ბა­თუმ­ში - 152 839, რუს­თავ­ში - 126 200, სხვა ქა­ლა­ქებ­ში ბევ­რად ნაკ­ლე­ბი. ქვეყ­ნის ყვე­ლა ქა­ლა­ქებ­ში ჯა­მუ­რად მო­სახ­ლე­ო­ბის 65% ცხოვ­რობს, რაც დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით სა­სურ­ვე­ლი არ არის.

ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რი­ამ და საკ­რე­ბუ­ლომ 8 წლის წინ და­ი­წყეს და სამი წლის პე­რი­ოდ­ში მრა­ვალ­ჯე­რა­დი გან­ხილ­ვის შე­დე­გად თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მა და­ამ­ტკი­ცეს. მის შედ­გე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ქა­ლაქ­გეგ­მა­რე­ბის სა­კი­თხებ­ში უაღ­რე­სად გა­მოც­დი­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი, მშე­ნებ­ლე­ბი, ინ­ჟი­ნერ-გე­ო­ლო­გე­ბი, სამ­შე­ნებ­ლო დარ­გის მე­ნე­ჯე­რე­ბი და სხვე­ბი. გან­ხილ­ვე­ბი სა­ჯა­რო იყო. მათ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მაც და რო­გორც ხდე­ბა, თა­ვი­ან­თი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის კო­რექ­ტი­რე­ბა­ში.

ცნო­ბი­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ფაბ­რი­კა-ქარ­ხნე­ბის მუ­შა­ო­ბა შე­ჩერ­და. მძი­მე პე­რი­ო­დი 8-10 წელი გაგ­რძელ­და. კონ­ტრაქ­ტო­რებ­თან და მომ­ხმა­რებ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბიც შე­წყდა. ინ­ვეს­ტო­რებ­მა სა­ბი­ნაო მშე­ნებ­ლო­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მო­ი­ჩი­ნეს ინ­ტე­რე­სი. თბი­ლის­ში მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში მოხ­და და­წყე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბა, ასე­ვე ადრე გა­მო­ყო­ფი­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ათ­ვი­სე­ბაც, შემ­დეგ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბით არ­სე­ბუ­ლი სახ­ლე­ბის დე­მონ­ტაჟ-ჩა­ნაც­ვლე­ბი­თაც შენ­დე­ბო­და ქა­ლა­ქი და იზ­რდე­ბო­და მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ი­წყო ქა­ლა­ქის ჯერ ცენ­ტრა­ლურ, შემ­დეგ გა­რე­უბ­ნებ­შიც ფაბ­რი­კა-ქარ­ხნე­ბის შე­მო­ღო­ბილ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე სა­წარ­მოო შე­ნო­ბე­ბის და სა­ამ­ქრო­ე­ბის დე­მონ­ტა­ჟი და მათ ად­გი­ლას გაჩ­ნდა მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი.

უმე­ტეს ქარ­ხნებ­ში ავ­ჭა­ლის, დი­დუ­ბის, თბი­ლი­სის, ნავ­თლუ­ღის რკი­ნიგ­ზე­ბის სად­გუ­რე­ბი­დან ფაბ­რი­კა-ქარ­ხნებ­ში, სატ­ვირ­თო მა­ტა­რებ­ლე­ბის გა­სა­ტა­რე­ბე­ლი რკი­ნიგ­ზის ჩი­ხე­ბი შე­დი­ო­და. მათი სა­შუ­ა­ლე­ბით, სატ­ვირ­თო ვა­გო­ნე­ბით ქარ­ხნებ­ში ნედ­ლე­უ­ლი შეჰ­ქონ­დათ და ასე­ვე ვა­გო­ნე­ბით მზა პრო­დუქ­ცია გა­მოჰ­ქონ­დათ, რო­მე­ლიც იგ­ზავ­ნე­ბო­და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში. ამ­ჟა­მად ქარ­ხნე­ბის აშე­ნე­ბა თბი­ლის­ში ვე­ღარც მო­ხერ­ხდე­ბა.

დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მი­თაც მხო­ლოდ ქა­ლა­ქის ორ ად­გი­ლა­საა მო­ნიშ­ნუ­ლი სამ­რეწ­ვე­ლო ზო­ნე­ბი ინ­დექ­სე­ბით სზ-1 და სზ-2. თქვენ თვი­თონ გან­სა­ჯეთ, კარ­გია თუ ცუდი? ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი უმუ­შე­ვა­რი დარ­ჩა, უმე­ტე­სო­ბამ პრო­ფე­სია შე­იც­ვა­ლა, ნა­წი­ლი უცხო­ეთ­ში აგ­რძე­ლებს საქ­მი­ა­ნო­ბას, ზოგი სოფ­ლებს და­უბ­რუნ­და. სა­მა­გი­ე­როდ, თბი­ლის­ში მრავ­ლად ჩა­მო­სუ­ლი ჯა­ნი­ა­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე საქ­მი­ა­ნო­ბით არ­ჩე­ნენ ოჯა­ხებს. ცხა­დია, მო­სახ­ლე­თა სტა­ტის­ტი­კა­ში ისი­ნი დე­და­ქა­ლაქ­ში მცხოვ­რებ­ლე­ბად არ ით­ვლე­ბი­ან, ბაზ­რო­ბა­ზე და­საქ­მე­ბუ­ლებ­თან ერ­თად ყო­ველ­დღი­უ­რად თბი­ლი­სურ "სუფ­თა ჰა­ერ­ზე" მწა­რე ფიქ­რე­ბით, ოჯა­ხე­ბის ნატ­ვრით და მო­მავ­ლის იმე­დით 2 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი იძი­ნებს. ძა­ლი­ან ბევ­რნი ვართ თბი­ლის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა კუ­თხე­ე­ბი კი და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლია. ნუ მო­ვა­ნატ­რებთ თავს ჩვენს კუ­თხეს, მან­დაც ბევ­რი საქ­მეა გა­სა­კე­თე­ბე­ლი...

იმ­დე­ნად დი­დია სა­ბი­ნაო მშე­ნებ­ლო­ბი­სათ­ვის მი­წებ­ზე მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, რომ თბი­ლი­სის სი­ახ­ლო­ვეს სა­კუ­რორ­ტო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სოფ­ლე­ბიც ქა­ლაქს მი­უ­ერ­თეს, მათ­ზე მი­კუთ­ვნე­ბუ­ლი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სტა­ტუ­სიც მო­უხ­სნეს და ყველ­გან მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბე­ბია გა­ჩა­ღე­ბუ­ლი.

ცხა­დია, მშე­ნებ­ლო­ბე­ბი ბი­უ­ჯეტ­ში შე­მო­სავ­ლის წყა­რო­ცაა, მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი­სათ­ვის შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც. ამი­ტომ სა­სურ­ვე­ლია ვა­შე­ნოთ, მაგ­რამ არა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წე­ბის ხარ­ჯზე. ქვე­ყა­ნა­ში მდგო­მა­რე­ო­ბის დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი და­რე­გუ­ლი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც სა­სურ­ვე­ლია ქვეყ­ნის ყვე­ლა კუ­თხეს თა­ნა­ბარ გან­ვი­თა­რე­ბას შე­ვუ­წყოთ ხელი, რაც მთავ­რო­ბის პროგ­რა­მებ­შიც უნდა აი­სა­ხოს...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ცეზარი
0

თბილისის მოსახლეობა და რუსთავისაც მითუმეტეს რომ დაუსაქმებელია ეს ხომ ცხადია სწორედ ამიტომ მშენებლობები უნდა იყოს მიმართული ქარხანა ფაბრიკებზე რომ ხალხი დასაქმდეს ხანგრძლივად და არა დროებით შენობის აშენების დასრულებამდე -თანაც დასაქმებულია ძირითადად ჩამოსული ხალხი - ქალაქის მოსახლეობა დარჩა დაუსაქმებელი სხედან სახლში და ასე თუ ისე ირჩენენ თავს სწორედ ამათთვის უნდა აშენდეს ქარხანა აბრიკები როგორც ძელად იყო რომ თავი ირჩინონ თორემ დაიცალა ქვეყანა და ეგ არის --ბინათმშენებლობის სტრატეგია არის ხანმოკლე სტრატეგია ფაბრიკები კი ხანგრძილივი და სტაბილური ამიტომ უნდა იყოს გათვლა ხანგრძლივ დასაქმებაზე

 

***
0

ქალაქი ტაგანროგი უკრაინაში არ არის, როსტოვის ოლქშია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ისეთი პირი უჩანს, თბილისი და რუსთავი შესაძლოა, ერთ ქალაქად იქცეს" - სჭირდება თუ არა პატარა ქვეყანას მილიონიანი ქალაქი: ინჟინერი მრავალბინიანი სახლების მშენებლობასა და შეცდომებზე

"ისეთი პირი უჩანს, თბილისი და რუსთავი შესაძლოა, ერთ ქალაქად იქცეს" - სჭირდება თუ არა პატარა ქვეყანას მილიონიანი ქალაქი: ინჟინერი მრავალბინიანი სახლების მშენებლობასა და შეცდომებზე

ინჟინერ-მშენებელი, დაპროექტებისა და მშენებლობის ექსპერტი, პროფესორი რევაზ მახვილაძე ეხმაურება საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერებულ კონცეფციებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, აგრეთვე თბილისის მერის - კახა კალაძის ინიციატივებს თბილისის კეთილმოწყობის, ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცლებისა და ძველი თბილისის საცხოვრებელი შენობების რეაბილიტაცია-გამაგრების თაობაზე.

საწარმოების მშენებლობა და ნგრევა...

- ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს კერძო ინიციატივებს და თავის მხრივ ცდილობს ინვესტიციების მოზიდვას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტების განსახორციელებლად. ცხადია, ინვესტორები დაინტერესებულნი არიან მოგებით, დანახარჯების ამოღებაც ეჩქარებათ. ჩვენთან ყველაზე სარფიან საქმედ მშენებლობა იქცა, მაგრამ ადგილსაც გააჩნია - თბილისსა და ბათუმშია ბუმი. ამ ქალაქებში მზარდი მოთხოვნილებაა, ბინებიც და სასტუმროთა ცალკეული ნომრებიც მშენებლობის პერიოდშივე იყიდება და ცხადია, მათში ჩადებული კაპიტალი დიდი მოგებით მოკლე პერიოდშივე უბრუნდებათ ინვესტორებს.

ამჟამად თბილისში ქვეყნის მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს. თბილისი ისტორიულად ამიერკავკასიის პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრად ითვლებოდა და მისი მოსახლეობაც სხვა ქალაქებთან შედარებით სწრაფად იზრდებოდა. სამრეწველო დარგების განვითარებამ საჭირო გახადა ფაბრიკა-ქარხნების მშენებლობა. პირველი დიდი ობიექტი გახლდათ ვაგონშემკეთებელი ქარხანა. აშენდა მე-19 საუკუნის 70-იან წლებში. მასში დასაქმებული ინჟინერ-ტექნიკური და მუშა პერსონალის შემოყვანით ქალაქს ათასობით მცხოვრებელი შემოემატა და მიმდებარედ გაჩნდა საცხოვრებელი დასახლებაც - ნაძალადევი.

მას შემდეგ, განსაკუთრებით მე-19 საუკუნის პერიოდში საწარმოთა უმეტესობა თბილისში აშენდა. დედაქალაქის განტვირთვის მიზნით, 1945-48 წლებში მისგან 30 კილომეტრის მოშორებით, მეტალურგიულ კომბინატთან ერთად აშენდა ქალაქი რუსთავიც. როცა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მშენებლობა დასრულდა, მშენებლობის საჭიროებით ადრე აგებული პატარ-პატარა საწარმოები დაშლის ნაცვლად, დამოუკიდებელ ქარხნებად განავითარეს.

  • მაშინ ამბობდნენ, 20 წელიწადში თბილისი და რუსთავი ერთ ქალაქად იქცევაო. მადლობა ღმერთს, ასე არ მოხდა. თუმცა, ახლა თბილისურ აღმშენებლობას ისეთი პირი უჩანს, შეიძლება ასეც მოხდეს.

სამთავრობო პროგრამით თითქოს ყველაფერი სრულდებოდა თბილისის განტვირთვის მიზნით, უფროსობა ყოველ დილას პერსონალური ავტომობილით მიემგზავრებოდა რუსთავში და საღამოს ბრუნდებოდა, ხოლო ქარხნებში მუშა-მოსამსახურეები, ასევე სხვა ორგანიზაციის თანამშრომლები დილით ავტობუსებით მიჰყავდათ სამსახურებში და საღამოს აბრუნებდნენ. ამიტომ თბილისის მოსახლეობისგან განტვირთვა არ მოხდა, რუსთავის მოსახლეობა შეივსო სხვადასხვა რაიონიდან შემოყვანილი მუშა კონტინგენტით...

მოვიყვან კიდევ ერთ მაგალითს: მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან მოკლე პერიოდში, 1941 წელს უკრაინის ქალაქ ტანანროგში მოახდინეს საავიაციო ქარხნის დემონტაჟი, ტექნოლოგიური მოწყობილობები თბილისში ჩამოიტანეს, ნავთლუღში, მინდორში განალაგეს და მოკლე პერიოდში მათ გარშემო საამქროები ააშენეს. ასე აშენდა 31-ე საავიაციო ქარხანა. მას ჩამოჰყვა ქარხნის პერსონალიც სრული შემადგენლობით, რომლებიც ჯერ ბარაკებში დააბინავეს და შემდეგ თბილისში საცხოვრებელი სახლებიც აუშენეს.

ნავთლუღი

სამრეწველო დარგებისა და მუშა-მოსამსახურეთა ასეთმა კონცენტრაციამ თბილისსა და ქვემო ქართლში ყოფილი რესპუბლიკის საწარმოო სიმძლავრეების 32%-ს მოუყარა თავი, ხოლო ფაბრიკა-ქარხნებში დასაქმებული იყო საქართველოს მთლიანი საწარმოო კონტინგენტის 35%. ასევე დიდი სიმძლავრისა და შემოსავლის მქონე ქარხნები თავიანთი მუშა-მოსამსახურეებისთვის თბილისშიც აშენებდნენ საცხოვრებელ სახლებს, ასევე ენგურჰესის მშენებელთათვის საცხოვრებელი სახლი აშენდა ვაკეში. ასეთი მაგალითები საკმაოდ ბევრია.

გასული საუკუნის 70-იან წლებში ხელისუფლება შეეცადა დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებას, ფაბრიკა-ქარხნების მშენებლობა უპირატესად გაგრძელდა დასავლეთ საქართველოში, მაგრამ 15-20 წელიწადში დასახული პროგრამის დასრულება ვეღარ მოესწრო. შემდეგ საწარმოო ობიექტების უმეტესობამ, გარდა კვების მრეწველობისა, ფუნქციონირება შეწყვიტა.

მოსახლეობა... და გადავსებული ქალაქი

- 2022 წლის პირველი იანვრის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში ცხოვრობდა 3 მილიონ 685 ათასი ადამიანი, თბილისში 1 მილიონ 223 ათასი ანუ მთლიანი რაოდენობის 33,2%. ამჟამინდელ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიის ფართობი 69 700 კვადრატული კილომეტრია, ხოლო თბილისისა - 720 კვ.კმ. თბილისის მერიის საიტზე თბილისს უკავია 502 კვ.კმ. ფართობი.

თბილისი მოსახლეობის რაოდენობით კვლავ დომინირებს, ქუთაისში კი 147 635 ადამიანია, ბათუმში - 152 839, რუსთავში - 126 200, სხვა ქალაქებში ბევრად ნაკლები. ქვეყნის ყველა ქალაქებში ჯამურად მოსახლეობის 65% ცხოვრობს, რაც დემოგრაფიული თვალსაზრისით სასურველი არ არის.

ქალაქ თბილისის მერიამ და საკრებულომ 8 წლის წინ დაიწყეს და სამი წლის პერიოდში მრავალჯერადი განხილვის შედეგად თბილისის განვითარების გენერალური გეგმა დაამტკიცეს. მის შედგენაში მონაწილეობდნენ ქალაქგეგმარების საკითხებში უაღრესად გამოცდილი არქიტექტორები, მშენებლები, ინჟინერ-გეოლოგები, სამშენებლო დარგის მენეჯერები და სხვები. განხილვები საჯარო იყო. მათში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმაც და როგორც ხდება, თავიანთი წვლილი შეიტანეს გენერალური გეგმის კორექტირებაში.

ცნობილი მოვლენების გამო, გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში ფაბრიკა-ქარხნების მუშაობა შეჩერდა. მძიმე პერიოდი 8-10 წელი გაგრძელდა. კონტრაქტორებთან და მომხმარებლებთან ურთიერთობებიც შეწყდა. ინვესტორებმა საბინაო მშენებლობების მიმართულებით გამოიჩინეს ინტერესი. თბილისში მოკლე პერიოდში მოხდა დაწყებული მშენებლობების დასრულება, ასევე ადრე გამოყოფილი ტერიტორიების ათვისებაც, შემდეგ მოსახლეობასთან მოლაპარაკებებით არსებული სახლების დემონტაჟ-ჩანაცვლებითაც შენდებოდა ქალაქი და იზრდებოდა მოსახლეობის რაოდენობაც.

მოგვიანებით დაიწყო ქალაქის ჯერ ცენტრალურ, შემდეგ გარეუბნებშიც ფაბრიკა-ქარხნების შემოღობილ ტერიტორიებზე საწარმოო შენობების და საამქროების დემონტაჟი და მათ ადგილას გაჩნდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები.

უმეტეს ქარხნებში ავჭალის, დიდუბის, თბილისის, ნავთლუღის რკინიგზების სადგურებიდან ფაბრიკა-ქარხნებში, სატვირთო მატარებლების გასატარებელი რკინიგზის ჩიხები შედიოდა. მათი საშუალებით, სატვირთო ვაგონებით ქარხნებში ნედლეული შეჰქონდათ და ასევე ვაგონებით მზა პროდუქცია გამოჰქონდათ, რომელიც იგზავნებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამჟამად ქარხნების აშენება თბილისში ვეღარც მოხერხდება.

დამტკიცებული გენერალური გეგმითაც მხოლოდ ქალაქის ორ ადგილასაა მონიშნული სამრეწველო ზონები ინდექსებით სზ-1 და სზ-2. თქვენ თვითონ განსაჯეთ, კარგია თუ ცუდი? ათიათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა, უმეტესობამ პროფესია შეიცვალა, ნაწილი უცხოეთში აგრძელებს საქმიანობას, ზოგი სოფლებს დაუბრუნდა. სამაგიეროდ, თბილისში მრავლად ჩამოსული ჯანიანი ახალგაზრდები მშენებლობებზე საქმიანობით არჩენენ ოჯახებს. ცხადია, მოსახლეთა სტატისტიკაში ისინი დედაქალაქში მცხოვრებლებად არ ითვლებიან, ბაზრობაზე დასაქმებულებთან ერთად ყოველდღიურად თბილისურ "სუფთა ჰაერზე" მწარე ფიქრებით, ოჯახების ნატვრით და მომავლის იმედით 2 მილიონზე მეტი ადამიანი იძინებს. ძალიან ბევრნი ვართ თბილისში, საქართველოს სხვა კუთხეები კი დაცარიელებულია. ნუ მოვანატრებთ თავს ჩვენს კუთხეს, მანდაც ბევრი საქმეა გასაკეთებელი...

იმდენად დიდია საბინაო მშენებლობისათვის მიწებზე მოთხოვნილება, რომ თბილისის სიახლოვეს საკურორტო დანიშნულების სოფლებიც ქალაქს მიუერთეს, მათზე მიკუთვნებული სასოფლო-სამეურნეო სტატუსიც მოუხსნეს და ყველგან მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობებია გაჩაღებული.

ცხადია, მშენებლობები ბიუჯეტში შემოსავლის წყაროცაა, მოსახლეობის ნაწილისათვის შრომითი ანაზღაურების საშუალებაც. ამიტომ სასურველია ვაშენოთ, მაგრამ არა სასოფლო-სამეურნეო მიწების ხარჯზე. ქვეყანაში მდგომარეობის დემოგრაფიული დარეგულირების თვალსაზრისითაც სასურველია ქვეყნის ყველა კუთხეს თანაბარ განვითარებას შევუწყოთ ხელი, რაც მთავრობის პროგრამებშიც უნდა აისახოს...წაიკითხეთ სრულად