ავტორი:

"ქოლ-ცენტრების“ საქმიანობაში პირადად უჩა მამაცაშვილი და ბიძინა ივანიშვილი არიან ჩართული" - ანა წითლიძე

"ქოლ-ცენტრების“ საქმიანობაში პირადად უჩა მამაცაშვილი და ბიძინა ივანიშვილი არიან ჩართული" - ანა წითლიძე

"ქოლ-ცენტრების“ საქმიანობაში პირადად უჩა მამაცაშვილი და ბიძინა ივანიშვილი არიან ჩართული, - ამის შესახებ პარლამენტში, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა.

წითლიძის თქმით, ხელისუფლება თავის დაზღვევას ისრების გადატანის გზით ცდილობს.

"ქოლ-ცენტრების“ საქმეზე დროებით საგამოძიებო კომისიას ექნება შესაძლებლობა იმისა, რომ ყველა კითხვას პასუხი გასცეს. "ქართული ოცნების“ ინტერესებში საგამოძიებო კომისიის შექმნა ნამდვილად არ შედის, რაც ამყარებს ეჭვს, რომ ამ ქვეყანაში "ქოლ-ცენტრების“ ბიზნესს თავიდან ბოლომდე უჩა მამაცაშვილი მფარველობს და მასში "ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები არიან ჩართული", - განაცხადა ანა წითლიძემ.