სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შავ ზღვაში გაუჩინარებული გემის იდუმალებით მოცული ამბავი - 90- იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე შავ-ბნელი ისტორია: სად გაქრა "სპარტაკი"?
შავ ზღვაში გაუჩინარებული გემის იდუმალებით მოცული ამბავი - 90- იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე შავ-ბნელი ისტორია: სად გაქრა "სპარტაკი"?

1994 წლის 2 დე­კემ­ბერს, შტორ­მი­ან ამინ­დში, ბა­თუ­მის პორ­ტი­დან იალ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით სატ­ვირ­თო გემი "სპარ­ტა­კი“ გა­ვი­და. გემ­ზე 10 მგზავ­რი და ეკი­პა­ჟის 9 წევ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და.

თბო­მა­ვა­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლას 36 სა­ათ­ში უნდა მი­სუ­ლი­ყო, თუმ­ცა "სპარ­ტა­კი“ იალ­ტის პორ­ტში არ შე­სუ­ლა - მისი კვა­ლი გზა­ში გა­უ­ჩი­ნარ­და. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­კარ­გუ­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ყვე­ლა მე­თო­დით ცდი­ლობ­დნენ გა­ერ­კვი­ათ, სად გაქ­რა გემი და რა ბედი ეწია მას­ზე მყოფ 19 ადა­მი­ანს.

"სპარ­ტა­კი“ სა­ო­კე­ა­ნო გემი იყო, რო­მელ­საც თავ­და­პირ­ვე­ლად სა­მეც­ნი­ე­რო მიზ­ნე­ბის­თვის ოკე­ა­ნო­ლო­გე­ბი იყე­ნებ­დნენ. აღ­ჭურ­ვი­ლი იყო მძლავ­რი სა­ნა­ვი­გა­ციო სის­ტე­მით, 20 ადა­მი­ან­ზე გათ­ვლი­ლი 8 სა­მაშ­ვე­ლო ტივ­ტი­ვით, რამ­დე­ნი­მე რა­დი­ო­სად­გუ­რით და დამ­ხმა­რე აკუ­მუ­ლა­ტო­რით. სა­ბო­ლო­ოდ, იგი კა­პი­ტან­მა რო­მან ჯიბ­ლა­ძემ შე­ი­ძი­ნა, რის შემ­დე­გაც სატ­ვირ­თო გემი გახ­და. გა­ნახ­ლე­ბულ­მა ხო­მალდმა ბოლო რე­ი­სი 1994 წლის დე­კემ­ბერ­ში შე­ას­რუ­ლა. ამის შემ­დეგ, მისი კვა­ლი სა­მუ­და­მოდ იკარ­გე­ბა.

123 ტონა ტვირთგამ­ძლე­ო­ბის გე­მით 5 ტონა ჩაი, 10 ტონა ნავ­თო­ბი, 3 "ჟი­გუ­ლი", ერთი "ვოლ­გა' და 75 ტონა მან­და­რი­ნი გა­დაჰ­ქონ­დათ. 2 დე­კემ­ბერს გე­მის კა­პი­ტა­ნი რო­მან ჯიბ­ლა­ძის შვი­ლი, სპარ­ტაკ ჯიბ­ლა­ძე უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ ეს უკა­ნას­კნე­ლი შე­უძ­ლოდ გახ­და და მისი ჩა­ნაც­ვლე­ბა ვი­ტა­ლი უნ­გი­ა­ძემ გა­და­წყვი­ტა. გემ­მა ბა­თუ­მის პორ­ტი ღა­მის პირ­ველ სა­ათ­ზე და­ტო­ვა.

და­კარ­გუ­ლი გე­მის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 1995 წლის თე­ბერ­ვალ­ში, ბა­თუ­მის სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ცი­ა­ში და­ი­წყო. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში საქ­მე არა­ერთ სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბას გა­და­ე­ცა, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, ისევ ბა­თუმ­ში დაბ­რუნ­და. ას­ლან აბა­ში­ძის პე­რი­ო­დის გა­მო­ძი­ე­ბა გე­მის ჩა­ძირ­ვის არა­ერთ ვერ­სი­ას ასა­ხე­ლებ­და, თუმ­ცა ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის ხელ­ჩა­სა­ჭი­დი არ­ცერ­თი ყო­ფი­ლა.

გე­მის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე ვერ­სია წარ­მო­იშ­ვა:

პირ­ვე­ლი ვერ­სი­ის თა­ნახ­მად, "სპარ­ტა­კი“ სო­ჭის სა­ნა­პი­როს­თან ჩა­ი­ძი­რა. ეს ვა­რა­უ­დი მა­ლე­ვე გა­მო­ი­რი­ცხა, იმ ფაქ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ "სპარ­ტა­კი“ სა­ო­კე­ა­ნო გემი იყო და ად­ვი­ლად შე­ეძ­ლო შტორ­მი­ან ამინ­დში კურ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. კა­ტას­ტრო­ფის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ირ­თვე­ბო­და სა­სიგ­ნა­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, თუმ­ცა არც პორ­ტს და არც "სპარ­ტაკ­თან“ ახ­ლოს მცუ­რავ გე­მებს მსგავ­სი შე­ტყო­ბი­ნე­ბა არ მი­უ­ღი­ათ. გარ­და ამი­სა, ჩა­ძირ­ვის შემ­თხვე­ვა­ში ზღვა­ში აუ­ცი­ლებ­ლად დარ­ჩე­ბო­და ნავ­თო­ბის, ჩაის ან ციტ­რუ­სის კვა­ლი - სპარ­ტაკ ჯიბ­ლა­ძე გე­მის ნარ­ჩე­ნე­ბის ძებ­ნას ვერ­ტმფრე­ნით ცდი­ლობ­და, თუმ­ცა უშე­დე­გოდ.

მე­ო­რე ვერ­სი­ის თა­ნახ­მად, გემი აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­ვდა. ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ 1994 წლის 3 დე­კემ­ბერს "სპარ­ტა­კი“ შავ ზღვა­ში მო­ცუ­რა­ვე რუ­სულ გემს გა­და­ე­ყა­რა, რომ­ლი­და­ნაც მის ბორტზე უც­ნო­ბი პი­რე­ბი გა­და­ვიდ­ნენ და კა­პი­ტანს კურ­სის შეც­ვლა აი­ძუ­ლეს. ამ ვერ­სი­ას კი­დევ უფრო და­მა­ჯე­რე­ბელს ხდის უკა­ნას­კნე­ლი რა­დი­ო­კავ­ში­რი­სას ვი­ტა­ლი უნ­გი­ა­ძის ნათ­ქვა­მი ფრა­ზა: "მა­ცა­დეთ, გემ­ზე სტუმ­რე­ბი მყავს.“

ბოლო ვერ­სია გემ­ზე ია­რა­ღის არ­სე­ბო­ბას უკავ­შირ­დე­ბა, რაც გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის საქ­მე­ში აჭა­რის მა­შინ­დე­ლი მთავ­რო­ბის სა­ვა­რა­უ­დო როლ­ზე მი­უ­თი­თებს.

ინ­ტერ­პო­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გემი 3 დე­კემ­ბერს, ღა­მის ათ სა­ათ­ზე ფო­თის პორ­ტში შე­ვი­და და მგზავ­რე­ბი­სა და ეკი­პა­ჟის წევ­რე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის გა­რე­შე, ია­რა­ღით და­იტ­ვირ­თა. ამ ვერ­სი­ას იმ­ჟა­მინ­დე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სის­ტე­მა არ იზი­ა­რებ­და.

გე­მის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან მა­ლე­ვე, "სპარ­ტა­კის“ მე­პატ­რო­ნე­ებ­მა აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გა­მარ­თვა მო­ა­ხერ­ხეს. ისი­ნი გა­ლის გამ­გე­ბელს, პო­ლი­ცი­ის უფ­როსს და უშიშ­რო­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს შეხ­ვდნენ. თით­ქოს გა­და­წყდა, რომ გე­მის ეკი­პა­ჟის ერთ წევ­რს 5000 დო­ლა­რის სა­ნაც­ვლოდ გა­მო­უშ­ვებ­დნენ. თუმ­ცა მო­ლა­პა­რა­კე­ბი­დან მა­ლე­ვე, "პირ­ვე­ლი არ­ხის" ეთერ­ში გა­მო­ა­ცხა­დეს, რომ სა­მი­ვე პი­როვ­ნე­ბა გა­ლის უშიშ­რო­ე­ბის შე­ნო­ბა­ში მოკ­ლეს. ამ­ბობ­დნენ იმა­საც, რომ უკვე სა­ხელ­შეც­ვლი­ლი "სპარ­ტა­კი“ სო­ხუ­მის პორ­ტში ნა­ხეს.

ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­კარ­გუ­ლე­ბის ად­გილ­სამ­ყოფ­ლის გა­გე­ბას უშე­დე­გოდ ცდი­ლობ­დნენ, აწყობ­დნენ აქ­ცი­ებს და დახ­მა­რე­ბის­თვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღალ ეშე­ლო­ნებ­საც მი­მარ­თავ­დნენ, მათ და­სახ­მა­რებ­ლად გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თო წი­თე­ლი ჯვა­რი, გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ გემ­ზე სტა­ტია არა­ერთ გა­ზეთ­ში და­ი­ბეჭ­და - თუმ­ცა მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით აჭა­რის მთავ­რო­ბა არა­ფერს ამ­ბობ­და, დუმ­და გა­მო­ძი­ე­ბაც...

ლა­პა­რა­კობ­დნენ იმა­ზეც, რომ გემ­ზე მყო­ფი 19 ადა­მი­ა­ნი დრან­დის ცი­ხე­ში ჰყავ­დათ და­კა­ვე­ბუ­ლი. მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ისი­ნი, რო­გორც არა­სა­სურ­ვე­ლი მოწ­მე­ე­ბი, გა­ა­ნად­გუ­რეს. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ამ­ბის ყველ­ზე და­უ­ჯე­რე­ბე­ლი და სა­ზა­რე­ლი ვერ­სი­ის თა­ნახ­მად, "სპარ­ტა­კის“ ბორტზე მყო­ფი ყვე­ლა წევ­რი დახ­ვრი­ტეს.

რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში? რა ბედი ეწია გე­მის ეკი­პაჟს? რა­ტომ დუმ­და აჭა­რის მთავ­რო­ბა მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით? - ეს კი­თხვე­ბი ისევ პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი რჩე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლია და­ად­გი­ნო სი­მარ­თლე, რომ­ლის გარ­კვე­ვა­ზეც გა­მო­ძი­ე­ბას 30 წლის წინ უნდა ეზ­რუ­ნა.

  • ავ­ტო­რი: ანი შა­ვიშ­ვი­ლი

ქართველი
0

იმდენი. ცოდვა ტრიალებდა მაგ წლებში აფხაზების ოსების რუსების და ქართველების მიერ რომ .....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

შავ ზღვაში გაუჩინარებული გემის იდუმალებით მოცული ამბავი - 90- იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე შავ-ბნელი ისტორია: სად გაქრა "სპარტაკი"?

შავ ზღვაში გაუჩინარებული გემის იდუმალებით მოცული ამბავი - 90- იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე შავ-ბნელი ისტორია: სად გაქრა "სპარტაკი"?

1994 წლის 2 დეკემბერს, შტორმიან ამინდში, ბათუმის პორტიდან იალტის მიმართულებით სატვირთო გემი "სპარტაკი“ გავიდა. გემზე 10 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა.

თბომავალი დანიშნულების ადგილას 36 საათში უნდა მისულიყო, თუმცა "სპარტაკი“ იალტის პორტში არ შესულა - მისი კვალი გზაში გაუჩინარდა. წლების განმავლობაში დაკარგულების ოჯახის წევრები ყველა მეთოდით ცდილობდნენ გაერკვიათ, სად გაქრა გემი და რა ბედი ეწია მასზე მყოფ 19 ადამიანს.

"სპარტაკი“ საოკეანო გემი იყო, რომელსაც თავდაპირველად სამეცნიერო მიზნებისთვის ოკეანოლოგები იყენებდნენ. აღჭურვილი იყო მძლავრი სანავიგაციო სისტემით, 20 ადამიანზე გათვლილი 8 სამაშველო ტივტივით, რამდენიმე რადიოსადგურით და დამხმარე აკუმულატორით. საბოლოოდ, იგი კაპიტანმა რომან ჯიბლაძემ შეიძინა, რის შემდეგაც სატვირთო გემი გახდა. განახლებულმა ხომალდმა ბოლო რეისი 1994 წლის დეკემბერში შეასრულა. ამის შემდეგ, მისი კვალი სამუდამოდ იკარგება.

123 ტონა ტვირთგამძლეობის გემით 5 ტონა ჩაი, 10 ტონა ნავთობი, 3 "ჟიგული", ერთი "ვოლგა' და 75 ტონა მანდარინი გადაჰქონდათ. 2 დეკემბერს გემის კაპიტანი რომან ჯიბლაძის შვილი, სპარტაკ ჯიბლაძე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს უკანასკნელი შეუძლოდ გახდა და მისი ჩანაცვლება ვიტალი უნგიაძემ გადაწყვიტა. გემმა ბათუმის პორტი ღამის პირველ საათზე დატოვა.

დაკარგული გემის საქმეზე გამოძიება 1995 წლის თებერვალში, ბათუმის სატრანსპორტო პოლიციაში დაიწყო. წლების განმავლობაში საქმე არაერთ საგამოძიებო უწყებას გადაეცა, მაგრამ საბოლოოდ, ისევ ბათუმში დაბრუნდა. ასლან აბაშიძის პერიოდის გამოძიება გემის ჩაძირვის არაერთ ვერსიას ასახელებდა, თუმცა ოჯახის წევრებისთვის ხელჩასაჭიდი არცერთი ყოფილა.

გემის გაუჩინარებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია წარმოიშვა:

პირველი ვერსიის თანახმად, "სპარტაკი“ სოჭის სანაპიროსთან ჩაიძირა. ეს ვარაუდი მალევე გამოირიცხა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ "სპარტაკი“ საოკეანო გემი იყო და ადვილად შეეძლო შტორმიან ამინდში კურსის შენარჩუნება. კატასტროფის შემთხვევაში აუცილებლად ჩაირთვებოდა სასიგნალო მოწყობილობები, თუმცა არც პორტს და არც "სპარტაკთან“ ახლოს მცურავ გემებს მსგავსი შეტყობინება არ მიუღიათ. გარდა ამისა, ჩაძირვის შემთხვევაში ზღვაში აუცილებლად დარჩებოდა ნავთობის, ჩაის ან ციტრუსის კვალი - სპარტაკ ჯიბლაძე გემის ნარჩენების ძებნას ვერტმფრენით ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.

მეორე ვერსიის თანახმად, გემი აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხვდა. ვარაუდობდნენ, რომ 1994 წლის 3 დეკემბერს "სპარტაკი“ შავ ზღვაში მოცურავე რუსულ გემს გადაეყარა, რომლიდანაც მის ბორტზე უცნობი პირები გადავიდნენ და კაპიტანს კურსის შეცვლა აიძულეს. ამ ვერსიას კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდის უკანასკნელი რადიოკავშირისას ვიტალი უნგიაძის ნათქვამი ფრაზა: "მაცადეთ, გემზე სტუმრები მყავს.“

ბოლო ვერსია გემზე იარაღის არსებობას უკავშირდება, რაც გაუჩინარების საქმეში აჭარის მაშინდელი მთავრობის სავარაუდო როლზე მიუთითებს.

ინტერპოლის ინფორმაციით, გემი 3 დეკემბერს, ღამის ათ საათზე ფოთის პორტში შევიდა და მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების ინფორმირების გარეშე, იარაღით დაიტვირთა. ამ ვერსიას იმჟამინდელი საგამოძიებო სისტემა არ იზიარებდა.

გემის გაუჩინარებიდან მალევე, "სპარტაკის“ მეპატრონეებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე მოლაპარაკებების გამართვა მოახერხეს. ისინი გალის გამგებელს, პოლიციის უფროსს და უშიშროების წარმომადგენელს შეხვდნენ. თითქოს გადაწყდა, რომ გემის ეკიპაჟის ერთ წევრს 5000 დოლარის სანაცვლოდ გამოუშვებდნენ. თუმცა მოლაპარაკებიდან მალევე, "პირველი არხის" ეთერში გამოაცხადეს, რომ სამივე პიროვნება გალის უშიშროების შენობაში მოკლეს. ამბობდნენ იმასაც, რომ უკვე სახელშეცვლილი "სპარტაკი“ სოხუმის პორტში ნახეს.

ოჯახის წევრები დაკარგულების ადგილსამყოფლის გაგებას უშედეგოდ ცდილობდნენ, აწყობდნენ აქციებს და დახმარებისთვის ხელისუფლების ყველაზე მაღალ ეშელონებსაც მიმართავდნენ, მათ დასახმარებლად გამოძიების პროცესში ჩაერთო წითელი ჯვარი, გაუჩინარებულ გემზე სტატია არაერთ გაზეთში დაიბეჭდა - თუმცა მომხდართან დაკავშირებით აჭარის მთავრობა არაფერს ამბობდა, დუმდა გამოძიებაც...

ლაპარაკობდნენ იმაზეც, რომ გემზე მყოფი 19 ადამიანი დრანდის ციხეში ჰყავდათ დაკავებული. მაგრამ საბოლოო ჯამში, ისინი, როგორც არასასურველი მოწმეები, გაანადგურეს. შესაბამისად, ამ ამბის ყველზე დაუჯერებელი და საზარელი ვერსიის თანახმად, "სპარტაკის“ ბორტზე მყოფი ყველა წევრი დახვრიტეს.

რა მოხდა სინამდვილეში? რა ბედი ეწია გემის ეკიპაჟს? რატომ დუმდა აჭარის მთავრობა მომხდართან დაკავშირებით? - ეს კითხვები ისევ პასუხგაუცემელი რჩება. სამწუხაროდ, დღეს უკვე შეუძლებელია დაადგინო სიმართლე, რომლის გარკვევაზეც გამოძიებას 30 წლის წინ უნდა ეზრუნა.

  • ავტორი: ანი შავიშვილი