მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არასრულწლოვან შვილთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ხოლო ფაქტის გახმაურების შემთხვევაში, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა" - შსს
"არასრულწლოვან შვილთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ხოლო ფაქტის გახმაურების შემთხვევაში, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა" - შსს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, 47 წლის მა­მა­კაცს ბრა­ლი წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით ოჯა­ხის არას­რულ­წლო­ვა­ნი წევ­რის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში ედე­ბა, ხოლო 28 წლის მე­ზო­ბე­ლი არას­რულ­წლოვ­ნის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ბრალ­დე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი.

რო­გორც უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მა­მა­კა­ცი შვილს ფაქ­ტის გახ­მა­უ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით ემუქ­რე­ბო­და, რა­საც არას­რულ­წლო­ვა­ნი რე­ა­ლუ­რად აღიქ­ვამ­და და ის მომ­ხდარს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ლავ­და.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­მეგ­რე­ლო ზემო-სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის წა­ლენ­ჯი­ხის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი სქე­სობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით ორი პირი და­ა­კა­ვეს.

1976 წელს და­ბა­დე­ბულ პ.კ.-ს ბრა­ლი წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით ოჯა­ხის არას­რულ­წლო­ვა­ნი წევ­რის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში ედე­ბა, ხოლო 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ტ.თ. არას­რულ­წლოვ­ნის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ბრალ­დე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. და­ნა­შა­უ­ლე­ბი 15-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ პ.კ. არას­რულ­წლო­ვან შვილ­თან, მისი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ამ­ყა­რებ­და სქე­სობ­რივ კავ­შირს. ხოლო ფაქ­ტის გახ­მა­უ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით ემუქ­რე­ბო­და. მა­მის მუ­ქა­რას არას­რულ­წლო­ვა­ნი რე­ა­ლუ­რად აღიქ­ვამ­და, რის გა­მოც ის მომ­ხდარს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ლავ­და.

გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ არას­რულ­წლო­ვან გო­გო­ნას­თან, სქე­სობ­რივ კავ­შირს სის­ტე­მა­ტი­უ­რად ამ­ყა­რებ­და მე­ზო­ბე­ლი, ტ.თ.

გა­მო­ძი­ე­ბა წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის და წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით ოჯა­ხის არას­რულ­წლო­ვა­ნი წევ­რის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 137-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლის "გ“ ქვე­პუნ­ქტით და 11 პრი­მა 137-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლის "გ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.
1

ა, მამიკოც ამას ჰქვია. ალბათ იფიქრა, რაღა სხვამო. გაუგონარი შემთხვევა. რა დონემდე დავედით ქართველები? ეს გაუკუღმართებული ცხოვრების სტილის ბრალია, თავისუფლებას და გარყვნილებას, რომ ერთმანეთში ვერ ვარჩევთ.

lali
0

რატომ უნდა ინახოს სახელმწიფომ ესეთი ნაძირლები 20 წელი თან ხალიხის გადასახადეებიდან?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"არასრულწლოვან შვილთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ხოლო ფაქტის გახმაურების შემთხვევაში, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა" - შსს

"არასრულწლოვან შვილთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ხოლო ფაქტის გახმაურების შემთხვევაში, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა" - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 47 წლის მამაკაცს ბრალი წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურებაში ედება, ხოლო 28 წლის მეზობელი არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებითაა დაკავებული.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მამაკაცი შვილს ფაქტის გახმაურების შემთხვევაში, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, რასაც არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა და ის მომხდარს წლების განმავლობაში მალავდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

1976 წელს დაბადებულ პ.კ.-ს ბრალი წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურებაში ედება, ხოლო 1995 წელს დაბადებული ტ.თ. არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებითაა დაკავებული. დანაშაულები 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ პ.კ. არასრულწლოვან შვილთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ხოლო ფაქტის გახმაურების შემთხვევაში, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მამის მუქარას არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა, რის გამოც ის მომხდარს წლების განმავლობაში მალავდა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ არასრულწლოვან გოგონასთან, სქესობრივ კავშირს სისტემატიურად ამყარებდა მეზობელი, ტ.თ.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების და წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.