მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა უფროსი ქალი ხელაპყრობილი წყევლიდა ზორბერგ ნაცვალაძის ავტობუსში პარადის მომგონს..." - ზურა შევარდნაძის საცხრამაისო მოგონება
"ყველა უფროსი ქალი ხელაპყრობილი წყევლიდა ზორბერგ ნაცვალაძის ავტობუსში პარადის მომგონს..." - ზურა შევარდნაძის საცხრამაისო მოგონება

"გარ­დე­ნია შე­ვარ­დნა­ძის“ მფლო­ბე­ლი, ცნო­ბი­ლი მე­ბა­ღე ზურა შე­ვარ­დნა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იხ­სე­ნებს, თუ რო­გორ ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ მის ბავ­შვო­ბა­ში 9 მა­ი­სის ასაღ­ნიშ­ნა­ვად

ზურა შე­ვარ­დნა­ძე:

"კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ სოფ­ლის სა­ერ­თო კრე­ბა­ზე გა­ან­დო ეჭვი დაღ­ლილ კოლ­მე­ურ­ნე­ებს, რომ წინ ბედ­ნი­ე­რე­ბა გვე­ლო­და, გარ­და­მა­ვა­ლი დრო­შა მი­ვი­ღეთ. ამი­ტომ სა­ცხრა­მა­ი­სოდ სამ­ზა­დი­სი ორი კვი­რით ადრე და­ი­წყეს, სოფ­ლის ცენ­ტრში სოკ­რატ შე­ვარ­დნა­ძის ლურ­ჯი ტრაქ­ტო­რის გემ "ავ­რო­რად" გა­და­კე­თე­ბას შე­უდ­გა კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის მხატ­ვა­რი თე­მურ ნი­ნი­ძე ასის­ტენ­ტებ­თან ერ­თად. შე­ღე­ბი­ლი ფა­ნე­რე­ბით, დრო­შე­ბით, ალ­მე­ბით მორ­თუ­ლი ტრაქ­ტო­რი, მარ­ტო ბორ­ბლე­ბის ნა­წი­ლი რომ უჩან­და დღე­საც ზღა­პა­რი­ვით მახ­სოვს.

წინა დღეს ბრი­გა­დირ­მა გრი­შა სი­ხა­რუ­ლი­ძემ ჩა­მო­უ­ა­რა ჩვენს ბრი­გა­დას, კი­დევ ერთხელ, სა­ბო­ო­ლო­ოდ და მკაც­რად გაგ­ვაფრ­თხი­ლა, რომ ია­ლონ­ში სოფ­ლის თემ­ში ვიკ­რი­ბე­ბით.

ბე­ბია, ბულ­ბუ­ლო, დუ­და­ნა, ეთე­რი, ნა­ზიე ინწკირ­ვე­ლი, ლი­ლიე ჭე­იშ­ვი­ლი და ყვე­ლა უფ­რო­სი ქალი ხე­ლა­პყრო­ბი­ლი წყევ­ლი­და ზორ­ბერგ ნაც­ვა­ლა­ძის ავ­ტო­ბუს­ში პა­რა­დის მომ­გონს, უფრო მო­რი­დე­ბუ­ლად და და­ბალ ხმა­ზე კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რეს, პარ­ტი­ის მდი­ვანს და ყვე­ლას ვი­საც ხელი ერია მათ მოც­დე­ნა­სა და წა­მე­ბა­ში.

მა­ხა­რა­ძის ქუ­ჩე­ბი ბევ­რი წი­თე­ლი დრო­შით მორ­თუ­ლი გვხვდე­ბო­და, გად­მო­ე­ფი­ნათ აივ­ნებ­ზე, ბო­ძებ­ზე, ხი­დებ­ზე..

რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რი­დან და­ვიძ­რე­ბო­დით, "ავ­რო­რას" გემ­ბან­ზე ჩაის პლან­ტა­ცია იყო გა­შე­ნე­ბუ­ლი და მო­წი­ნა­ვე მკრე­ფა­ვე­ბი, აგ­რო­ნო­მე­ბი, მე­აბ­რე­შუ­მე­ე­ბი იდ­გნენ ზოგი იჯდა. თე­ატ­რის დიდი ბო­ძე­ბის წინ უშ­ვე­ლე­ბე­ლი ტრი­ბუ­ნე­ბი იყო კი­დევ უფრო უშ­ვე­ლე­ბე­ლი ბე­ლა­დე­ბის სუ­რა­თე­ბით მორ­თუ­ლი, პრე­ზი­დი­უმ­ში უცხო კა­ცე­ბი და ერთი ორი ქალი იდგა, ხელს გვიქ­ნევ­დენ და ძა­ლით იცი­ნოდ­ნენ. პი­ო­ნერ­ხელ­მძღვა­ნე­ლი ჩვენც გვა­ძა­ლებ­და გაგ­ვე­ცი­ნა. თე­ატ­რის კი­ბე­ებ­ზე უკ­რავ­და ოზურ­გე­თის სა­სუ­ლე ორ­კესტრი. ტრი­ბუ­ნას რომ მი­ვუ­ახ­ლოვ­დე­ბო­დით ვყვი­რო­დით ვა­შა­ა­ა­აა, ვა­შა­ა­ა­აა, ვა­შა­ა­ა­აა, ვი­ჭა­ჭე­ბო­დით.. თუ გა­და­ვა­ჭარ­ბებ­დით შემ­ჩნე­ვას მი­ვი­ღებ­დით, რომ ეს მე­ტის­მე­ტია და არ შეშ­ვე­ნის პი­ო­ნერს ასე მოქ­ცე­ვა.

ჩვენს ავ­რო­რას უკან მოყ­ვე­ბო­და მა­ხა­რა­ძის ყვე­ლა მო­წი­ნა­ვე და ნაკ­ლე­ბად­გა­მო­ჩე­ნი­ლი კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის მორ­თუ­ლი ტრაქ­ტო­რე­ბი და მან­ქა­ნე­ბი. იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ღი­ზღი­ზი და რუზ­რუ­ზი. ნა­ტა­ნე­ბის, ნა­რუ­ჯის, ბა­ი­ლე­თის, შრო­მის და მე­ციტ­რუ­სე­ო­ბით მდი­და­რი მე­ურ­ნე­ო­ბე­ბი და კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ინ­დო­მებ­დენ.

ამ დღეს მა­ხა­რა­ძის ქუ­ჩებ­ში გა­მო­იშ­ლე­ბო­და პა­ლა­ჩი ჩა­ჩა­ნის დიდი ფე­რა­დი ოჯა­ხი და მთე­ლი მა­ხა­რა­ძის ციგ­ნო­ბა. დას­დევ­დნენ მი­ლი­ცი­ე­ლე­ბი მარა ქო­ბუ­ლე­თე­ლი ნა­თე­სა­ვე­ბიც ეშ­ვე­ლე­ბო­დენ და ისე მრავ­ლდე­ბო­დენ უცებ და სხარ­ტობ­დენ ვე­რა­ვინ ერე­ო­და. ყი­დიდ­ნენ ფე­რად გა­საშ­ლელ ქა­ღალ­დის ყვა­ვი­ლებს, ფე­რად ვერ­ცხლის ქა­ღალ­დში გა­მოხ­ვე­ულ რე­ზი­ნი­ან ბურ­თებს, საფშვი­ტი­ნო ჩი­ტებს, კვას­კვა­სა მა­მა­ლო­ებს ფე­რა­დად შე­ღე­ბილ ფარსმან­დუ­კის თა­ი­გუ­ლებს. გა­პუ­ტუ­ლი მწვა­ნე თუ­თი­ყუ­ში მონ­დო­მე­ბით აძ­რობ­და ქა­ღალ­დის და­გორ­გლილ, სა­ბეჭდ მან­ქა­ნა­ზე და­ბეჭ­დილ კე­თილ სურ­ვი­ლებს კონ­სერ­ვის კო­ლო­ფი­დან 20 კა­პი­კად.

პა­რად­მოვ­ლი­ლებს შეგ­ვეძ­ლო შეგ­ვეს­ვა­ტა­რა­სის იმ­დე­ნი გა­ზი­ა­ნი, ფე­რა­დი წყა­ლი, რამ­დენ­საც ვი­სურ­ვებ­დით, ორ­მა­გი. თეთ­რად და­ფიფ­ქუ­ლი ვა­ნი­ლის­კრე­მი­ა­ნი "პონ­ჩი­კე­ბიც" იყო ბევ­რი. მერე ბა­ხუ­ლი­ეს უნი­ვერ­მა­ღის კი­ბის ქვეშ გვი­ყიდ­დენ ქა­ღალ­დის ძაფ­ზე ას­ხმულ ბუბ­ლი­კებს და ვბრუნ­დე­ბო­დით შინ.

პა­რა­დის რეკ­ვი­ზი­ტებს და ატ­რი­ბუ­ტებს კან­ტო­რის ეზო­ში და­ახ­ვა­ვებ­დენ, ავ­რო­რა­საც უცებ და­ფუნ­გავ­დნენ.

ბე­ბია კოლ­მე­ურ­ნე­ბის შე­ნო­ბის დამ­ლა­გე­ბე­ლი იყო და მას ევა­ლე­ბო­და რეკ­ვი­ზი­ტის გა­დარ­ჩე­ვა და და­ბი­ნა­ვე­ბა.

გარ­და­მა­ვა­ლი დრო­შა თავ­მჯდო­მა­რის კა­ბი­ნეტ­ში, ბე­ლა­დე­ბი­ა­ნი დიდი ტრას­ფა­რან­ტე­ბი პარ­ტი­ის მდივ­ნის ოთახ­ში, ზოგი სა­წყობ­ში..

რად­გან დრო­შე­ბი სა­მა­მუ­ლო წარ­მო­ე­ბის უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის აბ­რე­შუ­მის­გან იკე­რე­ბო­და გულ­მოდ­გი­ნედ გად­მო­არ­ჩევ­და და შინ მო­ქონ­და, გად­მო­აბ­რუ­ნებ­და, უკა­ნა მხრი­დან საბ­ნის პი­რე­ბად, ბა­ლი­შის მი­თე­ლე­ბად იყე­ნებ­და. აბ­რე­შუ­მის­ვე რუ­შებს მო­აც­ლი­და, და­არ­ღვევ­და, გა­რე­ცხავ­და და სი­ნა­ზე გა­ფენ­და ჩა­ამ­წკრი­ვებ­და. მე­ო­რე დღეს პა­რა­დი ჩვენს ეზო­ში გრძელ­დე­ბო­და:

"სო­ცი­ა­ლის­ტურ შე­ჯიბ­რე­ბა­ში გა­მარ­ჯვე­ბულ მე­აბ­რე­შუ­მეს ვა­შა­ა­ა­აა!!! "

"სო­ცი­ა­ლის­ტურ შე­ჯიბ­რე­ბა­ში გა­მარ­ჯვე­ბულ მე­ჩა­ი­ეს, ვა­შა­ა­ა­ა­ა­აა!!!"

"სო­ცი­ა­ლის­ტურ შე­ჯიბ­რე­ბა­ში გა­მარ­ჯვე­ბულ მე­ხი­ლე­ებს ვა­შა­ა­აა!!!.."

"ხუ­თწლე­დის გეგ­მის ათა­მა­გად გა­და­ჭარ­ბე­ბის­თვის ჩვენს მშრო­მე­ლებს ვა­შა­ა­ა­აა!!!"

" დი­დე­ბა სტა­ლინს, ლე­ნინს დი­დე­ბა ვა­შა­ა­ა­აა!!!!"

ხომ ბავ­შვო­ბა­აა და ხომ ტკბი­ლია მაგ­რამ აღა­რა­სო­დეს აღარ მინ­და გა­მე­ორ­დეს არა­ფე­რი მსგავ­სი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ერთი ჩან­თის ის­ტო­რია, ანუ რო­გორ მოხ­ვდა ზურა შე­ვარ­დნა­ძე გერ­მა­ნე­ლი ქალ­ბა­ტო­ნის ან­დერ­ძში

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვოოტ
1

ზორბე(რ)გი, როგორც სათაურში და ტექსტში წერია, ქართულ რეალობაში არ არსებობს... ვეჭვობ, არც გურულ და სკანდინავიურ მითოლოგიებში უნდა არსებობდეს... ზორბეგი - კი ბატონო...

ცნობად
21

სამწუხაროდ ცრუობთ ბატონო, მე 70-ის ვხდები და მე არ მოვსწრებივარ მსგავს სისულეებს, თქვენ ალბათ ბებია მოგიყვათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"ყველა უფროსი ქალი ხელაპყრობილი წყევლიდა ზორბერგ ნაცვალაძის ავტობუსში პარადის მომგონს..." - ზურა შევარდნაძის საცხრამაისო მოგონება

"ყველა უფროსი ქალი ხელაპყრობილი წყევლიდა ზორბერგ ნაცვალაძის ავტობუსში პარადის მომგონს..." - ზურა შევარდნაძის საცხრამაისო მოგონება

"გარდენია შევარდნაძის“ მფლობელი, ცნობილი მებაღე ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში იხსენებს, თუ როგორ ემზადებოდნენ მის ბავშვობაში 9 მაისის ასაღნიშნავად

ზურა შევარდნაძე:

"კოლმეურნეობის თავმჯდომარემ სოფლის საერთო კრებაზე გაანდო ეჭვი დაღლილ კოლმეურნეებს, რომ წინ ბედნიერება გველოდა, გარდამავალი დროშა მივიღეთ. ამიტომ საცხრამაისოდ სამზადისი ორი კვირით ადრე დაიწყეს, სოფლის ცენტრში სოკრატ შევარდნაძის ლურჯი ტრაქტორის გემ "ავრორად" გადაკეთებას შეუდგა კოლმეურნეობის მხატვარი თემურ ნინიძე ასისტენტებთან ერთად. შეღებილი ფანერებით, დროშებით, ალმებით მორთული ტრაქტორი, მარტო ბორბლების ნაწილი რომ უჩანდა დღესაც ზღაპარივით მახსოვს.

წინა დღეს ბრიგადირმა გრიშა სიხარულიძემ ჩამოუარა ჩვენს ბრიგადას, კიდევ ერთხელ, საბოოლოოდ და მკაცრად გაგვაფრთხილა, რომ იალონში სოფლის თემში ვიკრიბებით.

ბებია, ბულბულო, დუდანა, ეთერი, ნაზიე ინწკირველი, ლილიე ჭეიშვილი და ყველა უფროსი ქალი ხელაპყრობილი წყევლიდა ზორბერგ ნაცვალაძის ავტობუსში პარადის მომგონს, უფრო მორიდებულად და დაბალ ხმაზე კოლმეურნეობის თავმჯდომარეს, პარტიის მდივანს და ყველას ვისაც ხელი ერია მათ მოცდენასა და წამებაში.

მახარაძის ქუჩები ბევრი წითელი დროშით მორთული გვხვდებოდა, გადმოეფინათ აივნებზე, ბოძებზე, ხიდებზე..

რკინიგზის სადგურიდან დავიძრებოდით, "ავრორას" გემბანზე ჩაის პლანტაცია იყო გაშენებული და მოწინავე მკრეფავები, აგრონომები, მეაბრეშუმეები იდგნენ ზოგი იჯდა. თეატრის დიდი ბოძების წინ უშველებელი ტრიბუნები იყო კიდევ უფრო უშველებელი ბელადების სურათებით მორთული, პრეზიდიუმში უცხო კაცები და ერთი ორი ქალი იდგა, ხელს გვიქნევდენ და ძალით იცინოდნენ. პიონერხელმძღვანელი ჩვენც გვაძალებდა გაგვეცინა. თეატრის კიბეებზე უკრავდა ოზურგეთის სასულე ორკესტრი. ტრიბუნას რომ მივუახლოვდებოდით ვყვიროდით ვაშააააა, ვაშააააა, ვაშააააა, ვიჭაჭებოდით.. თუ გადავაჭარბებდით შემჩნევას მივიღებდით, რომ ეს მეტისმეტია და არ შეშვენის პიონერს ასე მოქცევა.

ჩვენს ავრორას უკან მოყვებოდა მახარაძის ყველა მოწინავე და ნაკლებადგამოჩენილი კოლმეურნეობის მორთული ტრაქტორები და მანქანები. იყო ორგანიზებული ღიზღიზი და რუზრუზი. ნატანების, ნარუჯის, ბაილეთის, შრომის და მეციტრუსეობით მდიდარი მეურნეობები და კოლმეურნეობები განსაკუთრებით მოინდომებდენ.

ამ დღეს მახარაძის ქუჩებში გამოიშლებოდა პალაჩი ჩაჩანის დიდი ფერადი ოჯახი და მთელი მახარაძის ციგნობა. დასდევდნენ მილიციელები მარა ქობულეთელი ნათესავებიც ეშველებოდენ და ისე მრავლდებოდენ უცებ და სხარტობდენ ვერავინ ერეოდა. ყიდიდნენ ფერად გასაშლელ ქაღალდის ყვავილებს, ფერად ვერცხლის ქაღალდში გამოხვეულ რეზინიან ბურთებს, საფშვიტინო ჩიტებს, კვასკვასა მამალოებს ფერადად შეღებილ ფარსმანდუკის თაიგულებს. გაპუტული მწვანე თუთიყუში მონდომებით აძრობდა ქაღალდის დაგორგლილ, საბეჭდ მანქანაზე დაბეჭდილ კეთილ სურვილებს კონსერვის კოლოფიდან 20 კაპიკად.

პარადმოვლილებს შეგვეძლო შეგვესვატარასის იმდენი გაზიანი, ფერადი წყალი, რამდენსაც ვისურვებდით, ორმაგი. თეთრად დაფიფქული ვანილისკრემიანი "პონჩიკებიც" იყო ბევრი. მერე ბახულიეს უნივერმაღის კიბის ქვეშ გვიყიდდენ ქაღალდის ძაფზე ასხმულ ბუბლიკებს და ვბრუნდებოდით შინ.

პარადის რეკვიზიტებს და ატრიბუტებს კანტორის ეზოში დაახვავებდენ, ავრორასაც უცებ დაფუნგავდნენ.

ბებია კოლმეურნების შენობის დამლაგებელი იყო და მას ევალებოდა რეკვიზიტის გადარჩევა და დაბინავება.

გარდამავალი დროშა თავმჯდომარის კაბინეტში, ბელადებიანი დიდი ტრასფარანტები პარტიის მდივნის ოთახში, ზოგი საწყობში..

რადგან დროშები სამამულო წარმოების უმაღლესი ხარისხის აბრეშუმისგან იკერებოდა გულმოდგინედ გადმოარჩევდა და შინ მოქონდა, გადმოაბრუნებდა, უკანა მხრიდან საბნის პირებად, ბალიშის მითელებად იყენებდა. აბრეშუმისვე რუშებს მოაცლიდა, დაარღვევდა, გარეცხავდა და სინაზე გაფენდა ჩაამწკრივებდა. მეორე დღეს პარადი ჩვენს ეზოში გრძელდებოდა:

"სოციალისტურ შეჯიბრებაში გამარჯვებულ მეაბრეშუმეს ვაშააააა!!! "

"სოციალისტურ შეჯიბრებაში გამარჯვებულ მეჩაიეს, ვაშააააააა!!!"

"სოციალისტურ შეჯიბრებაში გამარჯვებულ მეხილეებს ვაშაააა!!!.."

"ხუთწლედის გეგმის ათამაგად გადაჭარბებისთვის ჩვენს მშრომელებს ვაშააააა!!!"

" დიდება სტალინს, ლენინს დიდება ვაშააააა!!!!"

ხომ ბავშვობააა და ხომ ტკბილია მაგრამ აღარასოდეს აღარ მინდა გამეორდეს არაფერი მსგავსი.

წაიკითხეთ ასევე:

ერთი ჩანთის ისტორია, ანუ როგორ მოხვდა ზურა შევარდნაძე გერმანელი ქალბატონის ანდერძში