სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გახშირდა ძაღლების სეირნობა საბელის ან ალიკაპის გარეშე, რასაც თან სდევს პრობლემები - მოქალაქეების დაკბენა" - რას გეგმავს ხელისუფლება?
"გახშირდა ძაღლების სეირნობა საბელის ან ალიკაპის გარეშე, რასაც თან სდევს პრობლემები - მოქალაქეების დაკბენა" - რას გეგმავს ხელისუფლება?

"ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“ ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, პარ­კებ­ში ან ღია სივ­რცე­ებ­ში ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლე­ბის ალი­კა­პის ან სა­ბე­ლის გა­რე­შე გა­სე­ირ­ნე­ბის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მე­ბი იზ­რდე­ბა.

  • რო­გორც გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, მაია ბი­თა­ძემ გა­ნა­ცხა­და, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა პარ­ლა­მენ­ტის წევრთა ინი­ცი­ა­ტი­ვით მომ­ზად­და.

"პარ­ლა­მენ­ტში მუ­შავ­დე­ბა ახა­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად მო­ა­წეს­რი­გებს ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ველ­თა პო­პუ­ლა­ცი­ის მარ­თვის სა­კი­თხებს. თუმ­ცა გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბას გარ­კვე­უ­ლი დრო სჭირ­დე­ბა, პარ­ლა­მენ­ტის წევრთა ინი­ცი­ა­ტი­ვით კა­ნონპ­რო­ექ­ტი მომ­ზად­და და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში ცვლი­ლე­ბა შევა. სა­კი­თხი ეხე­ბა ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის პარკში და ღია სივ­რცე­ში სე­ირ­ნო­ბას. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში საკ­მა­ოდ გახ­შირ­და ძაღ­ლე­ბის სე­ირ­ნო­ბა სა­ბე­ლის ან ალი­კა­პის გა­რე­შე, რა­საც ხში­რად თან სდევს პრობ­ლე­მე­ბი - ძაღ­ლე­ბის ჩხუ­ბი და პატ­რო­ნი­ა­ნი ძაღ­ლე­ბის მიერ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დაკ­ბე­ნა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს აკონ­ტრო­ლე­ბენ, ვფიქ­რობთ, რომ მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბა იმ­დე­ნად მცი­რეა, რომ იგი მე­პატ­რო­ნე­ე­ბის­თვის შე­მა­კა­ვე­ბელ ფაქ­ტორს არ წარ­მო­ად­გენს. მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრუ­ლია ორი პი­რო­ბა, რომ ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლი სა­სე­ირ­ნოდ უნდა გა­იყ­ვა­ნოს მე­პატ­რო­ნემ ალი­კა­პით ან სა­ბე­ლით და ხში­რია, რომ ამ პი­რო­ბე­ბის დაც­ვა არ ხდე­ბა. პარ­ლა­მენ­ტის წევრთა ინი­ცი­ა­ტი­ვით მომ­ზა­დე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტით, მოქ­მე­დი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მა, რომ­ლის ოდე­ნო­ბაც 20 ლარს შე­ად­გენს, 150 ლა­რამ­დე გა­იზ­რდე­ბა, რაც ვფიქ­რობთ, რომ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ეფექ­ტის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­მე­ო­რე­ბი­თი ქმე­დე­ბა 300 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მაია ბი­თა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, „ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“ ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტი ბი­უ­როს დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე და­რე­გის­ტრირ­და.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
`
0

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ დახმარების სურვილი გამოთქვა :)

მსაჯული
2

ეზოში უპატრონო ძაღლებს მიაქციეთ ყურადღება ჯერ, და მერე სახლის ძაღლებზე შემოიღეთ კანონი. უკუღმა ნუ კქკეთებთ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"გახშირდა ძაღლების სეირნობა საბელის ან ალიკაპის გარეშე, რასაც თან სდევს პრობლემები - მოქალაქეების დაკბენა" - რას გეგმავს ხელისუფლება?

"გახშირდა ძაღლების სეირნობა საბელის ან ალიკაპის გარეშე, რასაც თან სდევს პრობლემები - მოქალაქეების დაკბენა" - რას გეგმავს ხელისუფლება?

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტის თანახმად, პარკებში ან ღია სივრცეებში შინაური ბინადარი ცხოველების ალიკაპის ან საბელის გარეშე გასეირნებისთვის დაწესებული ადმინისტრაციული ჯარიმები იზრდება.

  • როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა, საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის წევრთა ინიციატივით მომზადდა.

"პარლამენტში მუშავდება ახალი კანონპროექტი, რომელიც მთლიანად მოაწესრიგებს შინაურ ბინადარ ცხოველთა პოპულაციის მართვის საკითხებს. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტის მიღებას გარკვეული დრო სჭირდება, პარლამენტის წევრთა ინიციატივით კანონპროექტი მომზადდა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება შევა. საკითხი ეხება შინაური ცხოველების პარკში და ღია სივრცეში სეირნობას. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ გახშირდა ძაღლების სეირნობა საბელის ან ალიკაპის გარეშე, რასაც ხშირად თან სდევს პრობლემები - ძაღლების ჩხუბი და პატრონიანი ძაღლების მიერ მოქალაქეების დაკბენა.

მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი უწყებები აღნიშნულ საკითხს აკონტროლებენ, ვფიქრობთ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, ჯარიმის ოდენობა იმდენად მცირეა, რომ იგი მეპატრონეებისთვის შემაკავებელ ფაქტორს არ წარმოადგენს. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია ორი პირობა, რომ შინაური ბინადარი ცხოველი სასეირნოდ უნდა გაიყვანოს მეპატრონემ ალიკაპით ან საბელით და ხშირია, რომ ამ პირობების დაცვა არ ხდება. პარლამენტის წევრთა ინიციატივით მომზადებული კანონპროექტით, მოქმედი ადმინისტრაციული ჯარიმა, რომლის ოდენობაც 20 ლარს შეადგენს, 150 ლარამდე გაიზრდება, რაც ვფიქრობთ, რომ შემაკავებელი ეფექტის მომტანი იქნება. ამასთანავე, ერთი წლის განმავლობაში განმეორებითი ქმედება 300 ლარით დაჯარიმდება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

ცნობისთვის, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა.

წაიკითხეთ ასევე: