პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აბსოლუტურად მიუღებელია სიტუაცია უკრაინული სიმბოლიკის შებღალვასთან დაკავშირებით" - კასიანოვი ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევაზე
"აბსოლუტურად მიუღებელია სიტუაცია უკრაინული სიმბოლიკის შებღალვასთან დაკავშირებით" - კასიანოვი ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევაზე

აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია სი­ტუ­ა­ცია უკ­რა­ი­ნუ­ლი სიმ­ბო­ლი­კის შე­ბღალ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ი­ნის საქ­მე­თა დრო­ე­ბით­მა რწმუ­ნე­ბულ­მა ან­დრეი კა­სი­ა­ნოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ვა­კის პარკში უკ­რა­ი­ნის დრო­შა ჩა­მო­ხი­ეს.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნუ­ლი სიმ­ბო­ლი­კის შე­ბღალ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ეც­ნო­ბა უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და ქარ­თველ სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებ­თან მიმ­დი­ნა­რე­ობს თა­ნამ­შრობ­ლო­ბა დამ­ნა­შა­ვის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­სა­ცე­მად.

"ჩვენ ვაც­ნო­ბეთ უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და ასე­ვე, სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ჩვენ ვეც­დე­ბით, რომ დამ­ნა­შა­ვე აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნას მი­ცე­მუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში. ოფი­ცი­ა­ლუ­რი რე­აქ­ცია აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და კა­სი­ა­ნოვ­მა.

კა­სი­ა­ნოვ­მა დღეს სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძო­ლი გმი­რე­ბის პარკში სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძო­ლი გმი­რე­ბის ძეგლი ყვა­ვი­ლე­ბით შე­ამ­კო.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ გა­სუ­ლი წლის აპ­რი­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა უკ­რა­ი­ნე­ლი და ქარ­თვე­ლი გმი­რე­ბის სა­ხე­ლის უკ­ვდავ­სა­ყო­ფად.

"თქვენ კარ­გად იცით, რომ წინა წლის აპ­რი­ლი­დან ჩვენ ყვე­ლა­ნა­ირ ძა­ლის­ხმე­ვას ვი­ღებთ, რომ ქარ­თვე­ლი და უკ­რა­ი­ნე­ლი მე­ომ­რე­ბის გმი­რო­ბა იყოს სა­თა­ნა­დოდ და­ფა­სე­ბუ­ლი. ჩვენ წინა წლის აპ­რი­ლი­დან მივ­მარ­თავ­დით საკ­რე­ბუ­ლოს და სხვა შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს, რომ მომ­ხდა­რი­ყო ქარ­თვე­ლი და უკ­რა­ი­ნე­ლი გმი­რე­ბის სა­ხე­ლის უკ­ვდავ­ყო­ფა და მად­ლი­ე­რე­ბი ვართ, რომ კერ­ძო ინი­ცი­ა­ტი­ვით შევ­ძე­ლით ჩვე­ნი გმი­რე­ბის ხსოვ­ნის პა­ტი­ვის­ცე­მა, რომ­ლე­ბიც ახლა იცა­ვენ არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნას, არა­მედ მთელს ევ­რო­პას. ჩვენ ვა­მა­ყობთ იმით, რომ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­თან ერ­თად იბ­რძვი­ან მა­მა­ცი გმი­რი ქარ­თვე­ლე­ბი, რო­მელ­თა წი­ნა­შე ჩვენ ქედს ვიხ­რით. იმე­დი მაქვს, რომ ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა, ეს პარ­კი და ეს ძეგლი ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სტი­მულს მის­ცემს, რომ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს აქ უკ­რა­ი­ნე­ლი და ქარ­თვე­ლი გმი­რე­ბის ქუჩა იყოს“, - გა­ნა­ცხა­და კა­სი­ა­ნოვ­მა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვა­კის პარკში, უკ­რა­ი­ნის დრო­შა 7 მა­ისს ჩა­მო­ხი­ეს. "მთა­ვა­რი არ­ხის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირი, რო­მელ­მაც დრო­შა ჩა­მოხ­სნა, "ალტ-ინ­ფოს" ბა­ზა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი "კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რია.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
0

უკრაინის სიმბოლია უკრაინაში აფრიალეთ სანამ დრო გაქვთ. საქართველოში კი უკრაინის გაბრაზებული ელჩი რომ დაბრუნდება მაშინ აღმართეთ საელჩოზე მხოლოდ და არა ვაკის პარკში. ვავა უკრაინე 

asea es
57

რა არის აქ გასაკვირი რუსეთის მონები ეხლა რომ არიან საქართველოში. ამდენი მგონი საბჭოთაკავშირის დროს არიყვნენ. მთავრობაში 90 პროცენტი რუსეთის ჩექმის ქვეშ არიან!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"აბსოლუტურად მიუღებელია სიტუაცია უკრაინული სიმბოლიკის შებღალვასთან დაკავშირებით" - კასიანოვი ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევაზე

"აბსოლუტურად მიუღებელია სიტუაცია უკრაინული სიმბოლიკის შებღალვასთან დაკავშირებით" - კასიანოვი ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევაზე

აბსოლუტურად მიუღებელია სიტუაცია უკრაინული სიმბოლიკის შებღალვასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვაკის პარკში უკრაინის დროშა ჩამოხიეს.

მისივე ინფორმაციით, უკრაინული სიმბოლიკის შებღალვასთან დაკავშირებით ეცნობა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ქართველ სამართალდამცავ უწყებებთან მიმდინარეობს თანამშრობლობა დამნაშავის პასუხისგებაში მისაცემად.

"ჩვენ ვაცნობეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ასევე, სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით ჩვენ ვეცდებით, რომ დამნაშავე აუცილებლად იქნას მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ოფიციალური რეაქცია აუცილებლად იქნება“,- განაცხადა კასიანოვმა.

კასიანოვმა დღეს საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების პარკში საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების ძეგლი ყვავილებით შეამკო.

მან აღნიშნა, რომ გასული წლის აპრილიდან მოყოლებული ყველაფერი კეთდება უკრაინელი და ქართველი გმირების სახელის უკვდავსაყოფად.

"თქვენ კარგად იცით, რომ წინა წლის აპრილიდან ჩვენ ყველანაირ ძალისხმევას ვიღებთ, რომ ქართველი და უკრაინელი მეომრების გმირობა იყოს სათანადოდ დაფასებული. ჩვენ წინა წლის აპრილიდან მივმართავდით საკრებულოს და სხვა შესაბამის ორგანოებს, რომ მომხდარიყო ქართველი და უკრაინელი გმირების სახელის უკვდავყოფა და მადლიერები ვართ, რომ კერძო ინიციატივით შევძელით ჩვენი გმირების ხსოვნის პატივისცემა, რომლებიც ახლა იცავენ არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელს ევროპას. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად იბრძვიან მამაცი გმირი ქართველები, რომელთა წინაშე ჩვენ ქედს ვიხრით. იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა, ეს პარკი და ეს ძეგლი ადგილობრივ ხელისუფლებას სტიმულს მისცემს, რომ ერთ მშვენიერ დღეს აქ უკრაინელი და ქართველი გმირების ქუჩა იყოს“, - განაცხადა კასიანოვმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვაკის პარკში, უკრაინის დროშა 7 მაისს ჩამოხიეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, პირი, რომელმაც დროშა ჩამოხსნა, "ალტ-ინფოს" ბაზაზე დაფუძნებული "კონსერვატიული მოძრაობის" მხარდამჭერია.