ავტორი:

უმძიმესი ავარია ხონი-ქუთაისის გზაზე - შემთხვევას 31 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ორი ბავშვი მძიმედ დაშავდა

უმძიმესი ავარია ხონი-ქუთაისის გზაზე - შემთხვევას 31 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ორი ბავშვი მძიმედ დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხონი-ქუთაისის გზაზე მსხვერპლით დასრულდა. ადგილობრივების ცნობით, ავარიის შედეგად ახალგაზრდა, 31 წლის თეონა ბალანჩივაძე გარდაიცვალა, ხოლო ორი ბავშვი, რომლებიც, გარდაცვლილის ნათესავები არიან, მძიმედ დაშავდნენ და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.

როგორც ambebi.ge -ს ადგილობრივმა მცხოვრებმა უთხრა, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი, მიკრო ავტობუსს დაეჯახა.

შემთხვევა გუშინ მოხდა.