მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია ჩატარდა
თბილისში საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია ჩატარდა

სა­ქარ­თვე­ლოს და­ზღვე­ვის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბით და სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით თბი­ლის­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­და­ზღვე­ვო კონ­ფე­რენ­ცია XPRIMM ჩა­ტარ­და. კონ­ფე­რენ­ცი­ის მი­ზა­ნი და­ზღვე­ვის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი მიღ­წე­ვე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის, და­ზღვე­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­ხე­ო­ბის შე­მო­ღე­ბის წი­ნა­პი­რო­ბე­ბი­სა და მო­ლო­დი­ნე­ბის გან­ხილ­ვა იყო.

კონ­ფე­რენ­ცი­ას ეს­წრე­ბოდ­ნენ სტუმ­რე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს და­ზღვე­ვის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან და სა­და­ზღვე­ვო ასო­ცი­ა­ცი­ი­დან. კონ­ფე­რენ­ცი­ი­ა­ზე გა­ნი­ხი­ლეს და­ზღვე­ვის სფე­რო­ში სხვა ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, მათ შო­რის ავ­სტრი­ის, პო­ლო­ნე­თი­სა და თურ­ქე­თის მა­გა­ლით­ზე. და­ზღვე­ვის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, და­ვით ონოფ­რიშ­ვილ­მა დამ­სწრე­ებს სექ­ტო­რის მი­მო­ხილ­ვა და სექ­ტორ­ში არ­სე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი გა­აც­ნო და ბაზ­რის გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა­ზე ისა­უბ­რა.

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე შედ­გა ორი პა­ნე­ლუ­რი დის­კუ­სია, მათ შო­რის სა­და­ზღე­ვე­ვო ბაზ­რის პერ­სპექ­ტი­ვებ­სა და მძღო­ლის მე­სა­მე პი­რი­სად­მი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო პრო­დუქტზე, რო­მელ­შიც ალ­და­გის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, გი­ორ­გი ბა­რა­თაშ­ვი­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

„სა­ქარ­თვე­ლო ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნაა აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში, სა­დაც და­ზღვე­ვის ეს სა­ხე­ო­ბა არ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო დგამს ნა­ბიჯს წინ და უერ­თდე­ბა იმ გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებს, სა­დაც მძღო­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მე­სა­მე პი­რის წი­ნა­შე სა­ვალ­დე­ბუ­ლოა. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ ეს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად წა­ა­ხა­ლი­სებს და­ზღვე­ვის ინ­დუსტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბას და სა­ცა­ლო პრო­დუქ­ტე­ბის მოხ­მა­რე­ბა გა­იზ­რდე­ბა. დღე­ი­სათ­ვის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მხო­ლოდ 10%-ია და­ზღვე­უ­ლი, რაც გან­ვით­რე­ბულ ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით ძა­ლი­ან და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. გვჯე­რა, რომ სა­ვალ­დე­ბუ­ლო MTPL-ის შე­მო­ღე­ბა მომ­ხმა­რე­ბელს და­ა­ნა­ხებს და­ზღვე­ვის სი­კე­თეს და პრაქ­ტი­კუ­ლო­ბას,“- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ბა­რა­თაშ­ვილ­მა.

სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­ხე­ო­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო სა­და­ზღვე­ვო სფე­რო­ში არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს, მათ შო­რის და­ბა­ლი პე­ნეტ­რა­ცია და და­ზღვე­ვის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბე­ბის ნაკ­ლე­ბი მოხ­მა­რე­ბა, გა­და­ზღე­ვის მა­ღა­ლი ტა­რი­ფე­ბი და ა.შ.

გი­ორ­გი ბა­რა­თაშ­ვი­ლის თქმით, ალ­და­გი ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კვლავ ჯან­საღ პორ­ტფელ­სა და ან­დერა­ი­ტინ­გის მა­ღალ სტან­დარტზე და­ფუძ­ნე­ბულ ინ­დი­ვი­დუ­ლა­ურ მიდ­გო­მა­ზე, რაც კომ­პა­ნი­ის გრძელ­ვა­დი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვაა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

თბილისში საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია ჩატარდა

თბილისში საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია ჩატარდა

საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით და სადაზღვევო კომპანიების მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია XPRIMM ჩატარდა. კონფერენციის მიზანი დაზღვევის სფეროში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების, დაზღვევის სავალდებულო სახეობის შემოღების წინაპირობებისა და მოლოდინების განხილვა იყო.

კონფერენციას ესწრებოდნენ სტუმრები სხვადასხვა ქვეყნის სადაზღვევო კომპანიებიდან, საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურიდან და სადაზღვევო ასოციაციიდან. კონფერენციიაზე განიხილეს დაზღვევის სფეროში სხვა ქვეყნებში არსებული გამოცდილება, მათ შორის ავსტრიის, პოლონეთისა და თურქეთის მაგალითზე. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა დამსწრეებს სექტორის მიმოხილვა და სექტორში არსებული ტენდენციები გააცნო და ბაზრის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა.

კონფერენციაზე შედგა ორი პანელური დისკუსია, მათ შორის სადაზღევევო ბაზრის პერსპექტივებსა და მძღოლის მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის სავალდებულო პროდუქტზე, რომელშიც ალდაგის გენერალური დირექტორი, გიორგი ბარათაშვილი მონაწილეობდა.

„საქართველო ერთადერთი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც დაზღვევის ეს სახეობა არ არის სავალდებულო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დგამს ნაბიჯს წინ და უერთდება იმ განვითარებულ ქვეყნებს, სადაც მძღოლის პასუხისმგებლობა მესამე პირის წინაშე სავალდებულოა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვნად წაახალისებს დაზღვევის ინდუსტრიის განვითარებას და საცალო პროდუქტების მოხმარება გაიზრდება. დღეისათვის ავტომობილების მხოლოდ 10%-ია დაზღვეული, რაც განვითრებულ ქვეყნებთან შედარებით ძალიან დაბალი მაჩვენებელია. გვჯერა, რომ სავალდებულო MTPL-ის შემოღება მომხმარებელს დაანახებს დაზღვევის სიკეთეს და პრაქტიკულობას,“- განაცხადა გიორგი ბარათაშვილმა.

სავალდებულო სახეობასთან მიმართებაში საუბარი შეეხო სადაზღვევო სფეროში არსებულ გამოწვევებს, მათ შორის დაბალი პენეტრაცია და დაზღვევის სხვადასხვა სახეობების ნაკლები მოხმარება, გადაზღევის მაღალი ტარიფები და ა.შ.

გიორგი ბარათაშვილის თქმით, ალდაგი ფოკუსირებული იქნება კვლავ ჯანსაღ პორტფელსა და ანდერაიტინგის მაღალ სტანდარტზე დაფუძნებულ ინდივიდულაურ მიდგომაზე, რაც კომპანიის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივაა.

R