Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიზნესმენ ვალერი გელაშვილს საკუთარ ეზოში მოწყობილი საგვარეულო აკლდამის გამო სასამართლოში უჩივლეს - "ჩემი მიცვალებულები არიან, ემოციურად ჩემთვის ამაზე ლაპარაკი მძიმეა"
ბიზნესმენ ვალერი გელაშვილს საკუთარ ეზოში მოწყობილი საგვარეულო აკლდამის გამო სასამართლოში უჩივლეს - "ჩემი მიცვალებულები არიან,  ემოციურად ჩემთვის ამაზე ლაპარაკი მძიმეა"

პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფილ წევ­რს, ბიზ­ნეს­მენ ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილს რამ­დე­ნი­მე წე­ლია მე­ზო­ბელ­თან დავა აქვს. მხა­რე­ებს შო­რის შე­თან­ხმე­ბა ვერა და ვერ შედ­გა, ამი­ტომ მე­ზო­ბელ­მა მას სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლა. რო­გორც ირ­კვე­ვა, მო­სა­მარ­თლემ მხა­რე­ებს მო­ლა­პა­რა­კე­ბის­თვის დრო კი­დევ მის­ცა. ამ და­ვის დე­ტა­ლებ­ზე ჩვენ ად­რეც ვწერ­დით. ნინო ნო­ზა­ძის სახ­ლი გე­ლაშ­ვი­ლის სახ­ლის გვერ­დი­თაა. პრობ­ლე­მა მე­ზობ­ლებს შო­რის მას შემ­დეგ გაჩ­ნდა, როცა ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­მა სა­კუ­თარ ეზო­ში ჯერ დედა დაკ­რძა­ლა, შემ­დეგ კი მა­მის და ბე­ბია-ბა­ბუ­ას ცხედ­რე­ბიც იქ გა­და­ას­ვე­ნა. მას ეზო­ში ერ­თგვა­რი საგ­ვა­რე­უ­ლო აკ­ლდა­მა აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. ამის მერე წლე­ბია ნო­ზა­ძე­ე­ბი მათი ეზოს მო­მიჯ­ნა­ვედ აკ­ლდა­მის გა­კე­თე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, რად­გან ამის გამო მათ შვილს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა. უფრო მე­ტიც, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რჩე­ვით ხა­შუ­რის და­ტო­ვე­ბაც მო­უხ­დათ. ნინო ნო­ზა­ძე 2021 წელს ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და:

"ჩემი შვი­ლის ოთა­ხი­დან ჩანს ეს საფ­ლა­ვე­ბი, სა­დაც 4 მიც­ვა­ლე­ბუ­ლია დაკ­რძა­ლუ­ლი. ვა­ლე­რიმ დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ეზო­ში გად­მო­ას­ვე­ნა წლე­ბის წინ გარ­დაც­ვლი­ლი მამა და ბე­ბია-პაპა. ახლა ხე­ლის გულ­ზე ჩანს მათი სა­საფ­ლაო. ბავ­შვს ში­შე­ბი და­ე­წყო, სულ სიკ­ვდილ­ზე სა­უბ­რობს. გან­სა­კუთ­რე­ბით ში­შე­ბი და­ე­წყო მას შემ­დეგ, რაც საფ­ლავ­თან რი­ტუ­ა­ლი ჩა­ა­ტა­რეს. ეს არ იყო მა­მა­ოს ლოც­ვა ან პა­რაკ­ლი­სის გა­დახ­და. დამ­კვრე­ლე­ბი მო­იყ­ვა­ნეს დოლ-გარ­მო­ნით, ადრე რომ ტარ­დე­ბო­და მსგავ­სი რი­ტუ­ა­ლი, ეს შემ­ზა­რა­ვი სა­ნა­ხა­ვი იყო, ამას უყუ­რა ბავ­შვმა და და­ე­წყო ში­შე­ბი. თან იც­ნობ­და ვა­ლე­რის დე­დას, სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა. სახ­ლში სვე­ლი წერ­ტი­ლი ქვე­ვით გვაქვს და რო­გორც კი მო­სა­ღა­მოვ­დე­ბა, ოთა­ხი­დან ვერ გა­დის, სულ სიკ­ვდილ­ზე ლა­პა­რა­კობს. ძნე­ლია შენი ფან­ჯრი­დან საფ­ლა­ვებს რომ უყუ­რებ. ბავ­შვმა და­კარ­გა ყვე­ლაფ­რის ინ­ტე­რე­სი, არ გა­მო­დის გა­რეთ, იძა­ხის გული მი­კან­კა­ლებს, ჩვენც მოვ­კვდე­ბი­თო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გო­რი ძნე­ლია ამის მოს­მე­ნა დე­დის­თვის... არ მინ­დო­და საქ­მე სა­სა­მარ­თლომ­დე მი­სუ­ლი­ყო, ამი­ტომ ვა­ლე­რის მივ­მარ­თეთ, ვთხო­ვეთ ამო­ა­შე­ნოს კე­დე­ლი ისე, რომ ჩვე­ნი სახ­ლი­დან არ გა­მოჩ­ნდეს მისი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი, მაგ­რამ კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი მი­ვი­ღეთ. შევ­ხვდი ხა­შუ­რის მერს, ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას და გა­ვარ­კვიე, რომ თვით­ნე­ბუ­რად აქვს აკ­ლდა­მა სახ­ლში მო­წყო­ბი­ლი. გარ­და ამი­სა, ჩვენ გვაქვს ჭა, რად­გან ქა­ლაქ­ში არ არის წყა­ლი და ჭას ვხმა­რობთ. ისიც არ ვი­ცით, რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა ამ წყლის და­ლე­ვა, ამი­ტომ და­სა­ლევ წყალს სულ ვყი­დუ­ლობთ... ჩვენ დაგ­ვა­ზი­ა­ნა იმით, რომ ბავ­შვს აქვს პრობ­ლე­მე­ბი. მან­ძი­ლი ჩვე­ნი სახ­ლი­დან იქამ­დე 30 ნა­ბი­ჯია, კა­ნო­ნით სა­საფ­ლაო როცა გა­ა­კე­თა, 300 მეტ­რით უნდა ყო­ფი­ლი­ყო და­შო­რე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი­დან, ეს კა­ნო­ნიც დარ­ღვე­უ­ლია... ტყუ­ი­ლია ისიც, რომ თით­ქოს დიდ თან­ხებს ვი­თხოვთ მის­გან, ვი­თხოვ ერ­თა­დერ­თს, რომ კე­დე­ლი ამო­ა­შე­ნოს. მან 7-8 სახ­ლი შე­ის­ყი­და ირ­გვლივ, ახლა ჩვენ მოგ­ვად­გა, ჩვე­ნი სახ­ლის შე­ძე­ნის შემ­დეგ ჩი­ხის მი­სა­კუთ­რე­ბაც უნდა და არა­ვინ ეყო­ლე­ბა მე­ზობ­ლად. არ ვყი­დი ამ სახ­ლს, რო­გორც ძვირ­ფა­სია მის­თვის მამა- პა­პი­სე­უ­ლი სახ­ლი, ასე­თი­ვე ძვირ­ფა­სია ჩემ­თვი­საც, აქ ვცხოვ­რობთ ჩვენც".

ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­მა ამის პა­სუ­ხად იმ­ჟა­მად ambebi.ge - სთან გა­ნა­ცხა­და:

"2016 წელს დე­და­ჩე­მი გარ­და­იც­ვა­ლა. მაგ სახ­ლსა და ჩემს სახ­ლს შო­რის სახ­ლი იდგა. მათი სახ­ლი­დან მო­შო­რე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 100 მეტ­რა­ში დე­და­ჩე­მის მშობ­ლე­ბი ჩა­ვას­ვე­ნე, თან გამ­წვა­ნე­ბით მაქვს ამოყ­ვა­ნი­ლი, თან ძირს მაქვს შავი ფი­ლე­ბი და­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მისი სახ­ლი­დან არა­ნა­ი­რად არ გა­მოჩ­ნდება. ბო­დი­ში და დე­და­ჩე­მი, მიც­ვა­ლე­ბუ­ლი ღამე არ ამო­დის საფ­ლა­ვი­დან და არ და­დის ეზო­ში. რა ფსი­ქო-ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი? ახლა იძა­ხი­ან კე­დე­ლი ამო­ა­შე­ნო­სო, როცა ვა­შე­ნებ­დი კე­დელს, მა­შინ არ ამა­შე­ნე­ბი­ნა, შე­ტა­ნი­ლი ჰქონ­და გან­ცხა­დე­ბა გამ­გე­ო­ბა­ში კე­დელს აშე­ნებ­სო და არ მომ­ცეს ამის უფ­ლე­ბა. შე­ი­ტა­ნონ სარ­ჩე­ლი სა­სა­მარ­თლო­ში. დიდი ხა­ნია ვე­უბ­ნე­ბი",- გვი­თხრა მა­შინ ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­მა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ეს დავა სა­სა­მარ­თლო­ში მი­ვი­და. ნინო ნო­ზა­ძის ინ­ტე­რესს ად­ვო­კა­ტი გი­ორ­გი ცო­ბე­ხია იცავს.

გი­ორ­გი ცო­ბე­ხია:

- პირ­ველ რიგ­ში გე­ტყვით, რომ გა­მო­ვი­თხო­ვეთ ინ­ფორ­მა­ცია, ჰქონ­და თუ არა ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილს ნე­ბარ­თვე­ბი ცხედ­რის გად­მოს­ვე­ნე­ბის და ასე­ვე საფ­ლა­ვის მო­წყო­ბის, აღ­მოჩ­ნდა, არც ერთი ნე­ბარ­თვა არ ჰქონ­და. ეს დაგ­ვი­დას­ტუ­რა ად­გი­ლობ­რივ­მა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა, ასე­ვე ისიც დაგ­ვი­დას­ტუ­რეს, რომ ნე­ბარ­თვე­ბი ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბო­და. ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კო­დექ­სის თა­ნახ­მად, სა­საფ­ლა­ოს მო­წყო­ბის სა­კი­თხებს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბი გა­ნი­ხი­ლა­ვენ და ამა­ზე გას­ცე­მენ შე­სა­ბა­მის თან­ხმო­ბას. გე­ლაშ­ვილ­მა ეს სრუ­ლი­ად უკა­ნო­ნოდ მო­ა­წყო. ამის შემ­დგომ მოვ­თხო­ვეთ მას მო­ე­წყო რა­ი­მე მსუ­ბუ­ქი კონ­სტრუქ­ცია, რომ ნო­ზა­ძე­ე­ბის სახ­ლის ფან­ჯრე­ბი­დან და აივ­ნი­დან ხე­დე­ბი არ ყო­ფი­ლი­ყო ხილ­ვა­დი და და­ე­ფა­რათ თა­ვი­ან­თი სა­საფ­ლაო. ამა­ზე უარი გან­გვი­ცხა­დეს და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში იმა­საც აცხა­დებ­დნენ, თით­ქოს ნო­ზა­ძე­ე­ბი მის­გან თბი­ლის­ში ბი­ნე­ბის ყიდ­ვას ითხოვ­დნენ. ეს არის სიც­რუე. ჩვენ ამ დრომ­დე ვი­თხოვთ მხო­ლოდ ხე­დის და­ფარ­ვას, მაგ­რამ ეს არ გა­ა­კე­თეს, ამი­ტომ მივ­მარ­თეთ სა­სა­მარ­თლოს.

რად­გან სარ­ჩე­ლით თა­ვი­სი ეზოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კონ­სტრუქ­ცი­ის აშე­ნე­ბას ვერ და­ვა­ვალ­დე­ბუ­ლებ­დით გე­ლაშ­ვილს, ამი­ტომ მო­ვი­თხო­ვეთ უკა­ნო­ნო სა­საფ­ლა­ოს დე­მონ­ტა­ჟი, იქვე შევ­თა­ვა­ზეთ მო­რი­გე­ბაც. მო­რი­გე­ბის პი­რო­ბა ისევ იყო მსუ­ბუ­ქი კონ­სტრუქ­ცი­ის მო­წყო­ბა და და­ვამ­თავ­რე­ბით და­ვას. რად­გან მო­რი­გე­ბა­ზე უარი თქვეს, ამის შემ­დეგ მომ­ზად­და სოც­მუ­შა­კის დას­კვნა, ფსი­ქო­ლო­გის დას­კვნა და და­დას­ტურ­და, რომ ამ ფაქ­ტით ნამ­დვი­ლად ზი­ან­დე­ბა არას­რულ­წლო­ვა­ნის ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. იმ­დე­ნად მძი­მე ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო, ფსი­ქო­ლო­გე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით ოჯა­ხი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ბავ­შვის­თვის შე­ეც­ვა­ლა გა­რე­მო. ფაქ­ტობ­რი­ვად, ამის გამო ხა­შუ­რი­დან თბი­ლის­ში გად­მო­სახ­ლდნენ. ბავ­შვს სკო­ლის გა­მოც­ვლა მო­უხ­და. ფსი­ქო­ლო­გე­ბი ურ­ჩევ­დნენ ტრავ­მის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბელ გა­რე­მოს მო­შო­რე­ბუ­ლიყ­ვნენ. არას­რულ­წლო­ვა­ნი ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, ხა­ტავ­და ადა­მი­ა­ნის ჩონ­ჩხებს, მძი­მე სუ­რა­თებს, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სიკ­ვდილ­თან.

ფსი­ქო­ლო­გის დას­კვნით, სა­საფ­ლა­ოს ხილ­ვის ფაქ­ტო­რი ბავ­შვში იწ­ვევს გა­ხან­გრძლი­ვე­ბულ სტრე­სულ მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­მელ­საც ვერ უმკლავ­დე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ, ეს ახ­დენს მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას. ამის შემ­დგომ მივ­მარ­თეთ სა­ხალ­ხო დამ­ცველს, მან დე­ტა­ლუ­რად შე­ის­წავ­ლა ეს საქ­მე და საკ­მა­ოდ მო­ცუ­ლო­ბი­თი დო­კუ­მენ­ტი შე­ად­გი­ნა. კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ხარ­ვე­ზი­დან გა­მომ­დი­ნა­რე თა­ვად სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ლე­ვან იო­სე­ლი­ან­მა მი­მარ­თა პარ­ლა­მენტს. აღ­ნიშ­ნავს, რომ: "კერ­ძო სა­საფ­ლა­ოს უნე­ბარ­თვოდ ან/და დად­გე­ნი­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დარ­ღვე­ვით მო­წყო­ბის პი­რო­ბებ­ში ეფექ­ტი­ა­ნი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის და რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის არარ­სე­ბო­ბა შე­უძ­ლე­ბელს ხდის სა­ხელ­მწი­ფოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, რომ მო­ახ­დი­ნოს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა და ძი­რი­თად თა­ვი­სუფ­ლე­ბა­თა დარ­ღვე­ვის პრე­ვენ­ცია და ითხოვს პარ­ლა­მენ­ტმა გა­ნი­ხი­ლოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრობ­ლე­მის სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე მო­წეს­რი­გე­ბის სა­კი­თხი, რათა გა­ნი­სა­ზღვროს კერ­ძო სა­საფ­ლა­ოს უნე­ბარ­თვოდ ან/და დად­გე­ნი­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დარ­ღვე­ვის მო­წყო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ეფექ­ტი­ა­ნი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის მე­ქა­ნიზ­მი, ხოლო, კერ­ძო სა­საფ­ლა­ოს უნე­ბარ­თვოდ ან/და დად­გე­ნი­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დარ­ღვე­ვის მო­წყო­ბის შემ­თხვე­ვა­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ იქ­ნეს შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის (ჯა­რი­მა, დე­მონ­ტა­ჟი ან სხვ.) ზო­მე­ბი".

კა­ნო­ნი რომ გვქო­ნო­და, არ მოგ­ვი­წევ­და სა­ერ­თოდ სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­მარ­თვა და უნე­ბარ­თვოდ სა­საფ­ლა­ოს მო­წყო­ბის­თვის მუ­ნი­ცი­პა­ლურ ორ­გა­ნოს ექ­ნე­ბო­და რე­ა­გი­რე­ბა. მუ­ნი­ცი­პა­ლურ­მა ორ­გა­ნომ ჩვენ გვი­თხრა, უნე­ბარ­თოთ კი არის ეს სა­მარ­ხი გა­კე­თე­ბუ­ლი, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ სა­მარ­თლებ­რი­ვად არ გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ამ სა­კი­თხზე რე­ა­გი­რე­ბი­სო, ამი­ტომ მივ­მარ­თეთ სა­სა­მარ­თლოს. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მრა­ვალ­გვერ­დი­ა­ნი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი პირ­და­პირ ზე­გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ამ სა­სა­მარ­თლო და­ვა­ზეც. ახლა პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ა­ში იხი­ლე­ბა ეს დავა. ვი­თხოვთ სა­საფ­ლა­ოს დე­მონ­ტაჟს, იუ­რი­დი­უ­ლად სხვა მოქ­მე­დე­ბას ვერ მო­ვი­თხოვ­დით. ამ ადა­მი­ა­ნებს აქვთ უფ­ლე­ბა ნორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში იცხოვ­რონ და თა­ვი­ანთ სახ­ლში იყ­ვნენ.

- ადრე ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გე­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი წე­სე­ბის დაც­ვით ჰქონ­და მო­წყო­ბი­ლი, აპი­რებ­და დიდი კედ­ლის ამო­შე­ნე­ბას და მა­შინ ამის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს ნო­ზა­ძე­ებ­მა...

- სა­მარ­ხე­ბი ყო­ველ­გვა­რი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე აქვს მას გა­კე­თე­ბუ­ლი. კე­დე­ლი არ ამო­ა­შე­ნე­ბი­ნეს იმი­ტომ, რომ ღო­ბის სი­მაღ­ლე უნ­დო­და გა­ე­ზარ­და ისე, რომ მზის სხი­ვი სა­ერ­თოდ და­ე­კარ­გა იმ ოჯა­ხის­თვის. იქაც, ნე­ბარ­თვა არ ჰქონ­და აღე­ბუ­ლი და პირ­და­პირ კე­თე­ბა და­ი­წყო. დავა მი­დის ერთ წელ­ზე მე­ტია პირ­ველ ინ­სტან­ცი­ა­ში. 4 სხდო­მა ჩა­ტარ­და, რო­მელ­საც ეს­წრე­ბო­და მისი ად­ვო­კა­ტი. სა­სა­მარ­თლომ მო­რი­გე­ბა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა, არა­და, ლა­მის ვეხ­ვე­წე­ბით მო­რი­გე­ბა­ზე...

და­ვუ­კავ­შირ­დით ბიზ­ნეს­მენ ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­საც, ის ად­რინ­დე­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მცი­რე კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გლა.

ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლი:

- რაღა უნ­დათ ამ ნო­ზა­ძე­ებს კი­დევ, ხომ შედ­გა შე­თან­ხმე­ბა. სა­სა­მარ­თლო­ში ვთქვით, რომ იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხე­ე­ბი უნდა დაგ­ვერ­გო, უარი თქვეს. ახლა კი­დევ 5-მეტ­რი­ან ფარ­დას ვა­კე­თებ მზის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის პა­ნე­ლე­ბის, იმ ად­გილს მთლი­ა­ნად დავ­ფა­რავ, რომ მათი აივ­ნი­დან არა­ფე­რი გა­მოჩ­ნდეს. სა­დაც ხე­ე­ბი უნდა და­მერ­გო, იქ გა­კეთ­დე­ბა და ეს უკე­თე­სად და­ფა­რავს ყვე­ლა­ფერს. უკე­თესს ვა­კე­თებ, სა­ერ­თოდ არა­ფე­რი გა­მოჩ­დე­ბა, ხე­ე­ბი ისე არ გა­იზ­რდე­ბა, რომ რა­ღაც მა­ინც არ გა­მოჩ­ნდე­სო, პა­ნე­ლე­ბი ჩამ­წკრი­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, სწო­რედ ახლა ვა­წყობ ამას. მა­ი­სის ბო­ლომ­დე გვაქვს სა­სა­მარ­თლოს­გან ამის­თვის დრო. მეტი რაღა უნ­დათ. ხე­ე­ბის დარ­გვის პრობ­ლე­მაც არ მაქვს, იმა­საც დავრგავ, ოღონდ დამ­შვიდ­ნენ. ხომ და­ი­ნა­ხეს, რომ უკვე სა­მუ­შა­ო­ებს ვა­ტა­რებთ, გა­თხრა მი­დის. ჩემს ად­ვო­კატს ვუ­თხა­რი, შე­უ­თანხდი რაც უნ­დათ იმა­ზე - მეთ­ქი და ის კეთ­დე­ბა. ისე იმ სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს ისი­ნი ვერ მო­ი­გებ­დნენ, მაგ­რამ მა­ინც შე­თან­ხმე­ბა­ზე წა­ვე­დი. და­წყე­ბუ­ლია და გა­კეთ­დე­ბა. აღარ მინ­და ამ თე­მა­ზე სა­ერ­თოდ ლა­პა­რა­კი, მეც ჩემს უბან­ში ცხოვ­რე­ბა მინ­და და მათ არ გა­მო­ვე­კი­დე­ბი არა­ფერ­ზე... შა­ბათ-კვი­რა ჩავ­დი­ვარ ხა­შურ­ში, სახ­ლში შევ­დი­ვარ და გა­მოვ­დი­ვარ, მა­გათ ეზო­ში და ფან­ჯრებ­ში არ ვი­წყებ ყუ­რე­ბას, ისიც არ ვიცი ხა­შურ­ში არი­ან თუ არა.

- ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ არა­კა­ნო­ნი­ე­რად გაქვთ მო­წყო­ბი­ლი სახ­ლში მშობ­ლე­ბის სა­საფ­ლაო და შე­სა­ბა­მი­სი ნე­ბარ­თვა არ გა­გაჩ­ნი­ათ.

- თქვენ­თან ადრე ვი­ლა­პა­რა­კე დე­ტა­ლუ­რად ამ სა­კი­თხზე. რა იყო არა­კა­ნო­ნი­ე­რი, ეს არა­კა­ნო­ნი­ე­რი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ისი­ნი ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლებ­დნენ. მიც­ვა­ლე­ბუ­ლებ­ზე ნუ მა­ლა­პა­რა­კებთ. ძა­ლი­ან გან­ვიც­დი ამ ამ­ბავს, რად­გან ჩემი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან და მძი­მეა ემო­ცი­უ­რად ჩემ­თვის ამა­ზე ლა­პა­რა­კი. რა არ ას­ვე­ნებთ, კი­დევ ვერ გა­მი­გია, მეტი საქ­მე არ აქვთ? ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი არ მინ­და, ყვე­ლა­ფერს აქვს სა­ზღვა­რი. ეს ტკი­ვილს მა­ყე­ნებს.

მისი ამ პო­ზი­ცი­ის მოს­მე­ნის შემ­დეგ ისევ და­ვუ­კავ­შირ­დით ნო­ზა­ძე­ე­ბის ად­ვო­კატს. ჩო­ბე­ხია ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია მას არ ჰქონ­და.

"ახლა თქვენ­გან მეს­მის ეს ამ­ბა­ვი პირ­ვე­ლად. მო­რი­გე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში ჯერ არ შემ­დგა­რა. არა­და, ასეთ დროს დგე­ბა მო­რი­გე­ბის აქტი. თუ ამას ისი­ნი შე­ას­რუ­ლე­ბენ, აქვე გი­დას­ტუ­რებთ, რომ ჩვენ ამას და­ვე­თან­ხმე­ბო­დით, მისი ად­ვო­კა­ტი არ დამ­კავ­ში­რე­ბია. ვიცი, რომ რა­ღა­ცე­ბი ამო­თხა­რეს, მაგ­რამ არა­ფე­რია სხვა გა­კე­თე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ხე­ე­ბის დარ­გვას, ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იყო მხო­ლოდ, მე გა­ვუგ­ზავ­ნე პა­სუ­ხი, რომ ჩვენ­თან უნდა შე­ე­თან­ხმე­ბი­ნათ ხე­ე­ბის ჯი­შე­ბი, რად­გან რაც თქვეს, ის ხე­ე­ბი ვერ და­ფა­რავ­და იქა­უ­რო­ბას. კი­დევ ერთხელ აქვე გი­ცხა­დებთ, რომ ისეთ მსუ­ბუქ კონ­სტრუქ­ცი­ას თუ მო­ა­წყო­ბენ, რო­მე­ლიც სრუ­ლად და­ფა­რავს ხედს, ეს მი­სა­ღე­ბია და რა თქმა უნდა, დავ­თან­ხმდე­ბით, თა­ნახ­მა ვიქ­ნე­ბით ამ მო­რი­გე­ბა­ზე.

მკითხველის კომენტარები / 99 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ია გიორგიძე
26

ხალხი პანთეონებში დადის, მონატრებში მინდა ის ცხედრთან ხელშესახებად,ცხოვრობენ სასაფლაობთან ახლოს და ბოლოსდაბოლოს მიწაში არიან და არა მიწის ზემოთ საინტერესოა თავისნთი გარდაცვლილების საფლავზე არ დადიან და არ დაყავთ ეგ ბავში?

თუ არ დაყავთ და არ იციან მიცვალებულის პატივისცემა ბრალიც მისი ყოფილა შვილის ფსიქოლოგიურად მოშლაში.

ნეტა მართლა რა აღარ ასვენებს ამ ხალხს, საკუთარ მიცვალებულებს ვინ სად დამარხვს:(

თათა
8

ღმერთო რა უნამუსობაა. მე კვირაში ერთხელ ჩავდივარ და თქვენ მის გვერდით იცხოვრეთო. ყოველდილით რომ გაიხედავ ფანჯრიდან და იქვე გვერდით მიცვალებულები გყავს , ძალიან ძნელია. განსაკუთრებით ღამით, ბავშვს კიარა დიდს შეეშინდება გარეთ გამოსვლა. და რა წესია ეზოში სასაფლაო არ მესმის.

ავტორი:

ბიზნესმენ ვალერი გელაშვილს საკუთარ ეზოში მოწყობილი საგვარეულო აკლდამის გამო სასამართლოში უჩივლეს - "ჩემი მიცვალებულები არიან, ემოციურად ჩემთვის ამაზე ლაპარაკი მძიმეა"

ბიზნესმენ ვალერი გელაშვილს საკუთარ ეზოში მოწყობილი საგვარეულო აკლდამის გამო სასამართლოში უჩივლეს - "ჩემი მიცვალებულები არიან,  ემოციურად ჩემთვის ამაზე ლაპარაკი მძიმეა"

პარლამენტის ყოფილ წევრს, ბიზნესმენ ვალერი გელაშვილს რამდენიმე წელია მეზობელთან დავა აქვს. მხარეებს შორის შეთანხმება ვერა და ვერ შედგა, ამიტომ მეზობელმა მას სასამართლოში უჩივლა. როგორც ირკვევა, მოსამართლემ მხარეებს მოლაპარაკებისთვის დრო კიდევ მისცა. ამ დავის დეტალებზე ჩვენ ადრეც ვწერდით. ნინო ნოზაძის სახლი გელაშვილის სახლის გვერდითაა. პრობლემა მეზობლებს შორის მას შემდეგ გაჩნდა, როცა ვალერი გელაშვილმა საკუთარ ეზოში ჯერ დედა დაკრძალა, შემდეგ კი მამის და ბებია-ბაბუას ცხედრებიც იქ გადაასვენა. მას ეზოში ერთგვარი საგვარეულო აკლდამა აქვს გაკეთებული. ამის მერე წლებია ნოზაძეები მათი ეზოს მომიჯნავედ აკლდამის გაკეთებას აპროტესტებენ, რადგან ამის გამო მათ შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა. უფრო მეტიც, სპეციალისტების რჩევით ხაშურის დატოვებაც მოუხდათ. ნინო ნოზაძე 2021 წელს ჩვენთან ინტერვიუში ამბობდა:

"ჩემი შვილის ოთახიდან ჩანს ეს საფლავები, სადაც 4 მიცვალებულია დაკრძალული. ვალერიმ დედის გარდაცვალების შემდეგ ეზოში გადმოასვენა წლების წინ გარდაცვლილი მამა და ბებია-პაპა. ახლა ხელის გულზე ჩანს მათი სასაფლაო. ბავშვს შიშები დაეწყო, სულ სიკვდილზე საუბრობს. განსაკუთრებით შიშები დაეწყო მას შემდეგ, რაც საფლავთან რიტუალი ჩაატარეს. ეს არ იყო მამაოს ლოცვა ან პარაკლისის გადახდა. დამკვრელები მოიყვანეს დოლ-გარმონით, ადრე რომ ტარდებოდა მსგავსი რიტუალი, ეს შემზარავი სანახავი იყო, ამას უყურა ბავშვმა და დაეწყო შიშები. თან იცნობდა ვალერის დედას, სერიოზული პრობლემები შეექმნა. სახლში სველი წერტილი ქვევით გვაქვს და როგორც კი მოსაღამოვდება, ოთახიდან ვერ გადის, სულ სიკვდილზე ლაპარაკობს. ძნელია შენი ფანჯრიდან საფლავებს რომ უყურებ. ბავშვმა დაკარგა ყველაფრის ინტერესი, არ გამოდის გარეთ, იძახის გული მიკანკალებს, ჩვენც მოვკვდებითო. წარმოიდგინეთ, როგორი ძნელია ამის მოსმენა დედისთვის... არ მინდოდა საქმე სასამართლომდე მისულიყო, ამიტომ ვალერის მივმართეთ, ვთხოვეთ ამოაშენოს კედელი ისე, რომ ჩვენი სახლიდან არ გამოჩნდეს მისი მიცვალებულები, მაგრამ კატეგორიული უარი მივიღეთ. შევხვდი ხაშურის მერს, ზედამხედველობას და გავარკვიე, რომ თვითნებურად აქვს აკლდამა სახლში მოწყობილი. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ჭა, რადგან ქალაქში არ არის წყალი და ჭას ვხმარობთ. ისიც არ ვიცით, რამდენად შეიძლება ამ წყლის დალევა, ამიტომ დასალევ წყალს სულ ვყიდულობთ... ჩვენ დაგვაზიანა იმით, რომ ბავშვს აქვს პრობლემები. მანძილი ჩვენი სახლიდან იქამდე 30 ნაბიჯია, კანონით სასაფლაო როცა გააკეთა, 300 მეტრით უნდა ყოფილიყო დაშორებული საცხოვრებელი ადგილიდან, ეს კანონიც დარღვეულია... ტყუილია ისიც, რომ თითქოს დიდ თანხებს ვითხოვთ მისგან, ვითხოვ ერთადერთს, რომ კედელი ამოაშენოს. მან 7-8 სახლი შეისყიდა ირგვლივ, ახლა ჩვენ მოგვადგა, ჩვენი სახლის შეძენის შემდეგ ჩიხის მისაკუთრებაც უნდა და არავინ ეყოლება მეზობლად. არ ვყიდი ამ სახლს, როგორც ძვირფასია მისთვის მამა- პაპისეული სახლი, ასეთივე ძვირფასია ჩემთვისაც, აქ ვცხოვრობთ ჩვენც".

ვალერი გელაშვილმა ამის პასუხად იმჟამად ambebi.ge - სთან განაცხადა:

"2016 წელს დედაჩემი გარდაიცვალა. მაგ სახლსა და ჩემს სახლს შორის სახლი იდგა. მათი სახლიდან მოშორებით, დაახლოებით 100 მეტრაში დედაჩემის მშობლები ჩავასვენე, თან გამწვანებით მაქვს ამოყვანილი, თან ძირს მაქვს შავი ფილები დადებული, რომელიც მისი სახლიდან არანაირად არ გამოჩნდება. ბოდიში და დედაჩემი, მიცვალებული ღამე არ ამოდის საფლავიდან და არ დადის ეზოში. რა ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზეა ლაპარაკი? ახლა იძახიან კედელი ამოაშენოსო, როცა ვაშენებდი კედელს, მაშინ არ ამაშენებინა, შეტანილი ჰქონდა განცხადება გამგეობაში კედელს აშენებსო და არ მომცეს ამის უფლება. შეიტანონ სარჩელი სასამართლოში. დიდი ხანია ვეუბნები",- გვითხრა მაშინ ვალერი გელაშვილმა.

როგორც ირკვევა, ეს დავა სასამართლოში მივიდა. ნინო ნოზაძის ინტერესს ადვოკატი გიორგი ცობეხია იცავს.

გიორგი ცობეხია:

- პირველ რიგში გეტყვით, რომ გამოვითხოვეთ ინფორმაცია, ჰქონდა თუ არა ვალერი გელაშვილს ნებართვები ცხედრის გადმოსვენების და ასევე საფლავის მოწყობის, აღმოჩნდა, არც ერთი ნებართვა არ ჰქონდა. ეს დაგვიდასტურა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა, ასევე ისიც დაგვიდასტურეს, რომ ნებართვები ნამდვილად სჭირდებოდა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, სასაფლაოს მოწყობის საკითხებს მუნიციპალური ორგანოები განიხილავენ და ამაზე გასცემენ შესაბამის თანხმობას. გელაშვილმა ეს სრულიად უკანონოდ მოაწყო. ამის შემდგომ მოვთხოვეთ მას მოეწყო რაიმე მსუბუქი კონსტრუქცია, რომ ნოზაძეების სახლის ფანჯრებიდან და აივნიდან ხედები არ ყოფილიყო ხილვადი და დაეფარათ თავიანთი სასაფლაო. ამაზე უარი განგვიცხადეს და ჟურნალისტებთან ინტერვიუებში იმასაც აცხადებდნენ, თითქოს ნოზაძეები მისგან თბილისში ბინების ყიდვას ითხოვდნენ. ეს არის სიცრუე. ჩვენ ამ დრომდე ვითხოვთ მხოლოდ ხედის დაფარვას, მაგრამ ეს არ გააკეთეს, ამიტომ მივმართეთ სასამართლოს.

რადგან სარჩელით თავისი ეზოს ტერიტორიაზე კონსტრუქციის აშენებას ვერ დავავალდებულებდით გელაშვილს, ამიტომ მოვითხოვეთ უკანონო სასაფლაოს დემონტაჟი, იქვე შევთავაზეთ მორიგებაც. მორიგების პირობა ისევ იყო მსუბუქი კონსტრუქციის მოწყობა და დავამთავრებით დავას. რადგან მორიგებაზე უარი თქვეს, ამის შემდეგ მომზადდა სოცმუშაკის დასკვნა, ფსიქოლოგის დასკვნა და დადასტურდა, რომ ამ ფაქტით ნამდვილად ზიანდება არასრულწლოვანის ფსიქიკური მდგომარეობა. იმდენად მძიმე ემოციური მდგომარეობა იყო, ფსიქოლოგების რეკომენდაციით ოჯახი იძულებული გახდა ბავშვისთვის შეეცვალა გარემო. ფაქტობრივად, ამის გამო ხაშურიდან თბილისში გადმოსახლდნენ. ბავშვს სკოლის გამოცვლა მოუხდა. ფსიქოლოგები ურჩევდნენ ტრავმის მაპროვოცირებელ გარემოს მოშორებულიყვნენ. არასრულწლოვანი ისეთ მდგომარეობაში იყო, ხატავდა ადამიანის ჩონჩხებს, მძიმე სურათებს, რომელიც დაკავშირებულია სიკვდილთან.

ფსიქოლოგის დასკვნით, სასაფლაოს ხილვის ფაქტორი ბავშვში იწვევს გახანგრძლივებულ სტრესულ მდგომარეობას, რომელსაც ვერ უმკლავდება. საბოლოოდ, ეს ახდენს მის ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას. ამის შემდგომ მივმართეთ სახალხო დამცველს, მან დეტალურად შეისწავლა ეს საქმე და საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტი შეადგინა. კანონმდებლობის ხარვეზიდან გამომდინარე თავად სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მიმართა პარლამენტს. აღნიშნავს, რომ: "კერძო სასაფლაოს უნებართვოდ ან/და დადგენილი რეგულაციების დარღვევით მოწყობის პირობებში ეფექტიანი ზედამხედველობის და რეაგირების მექანიზმების არარსებობა შეუძლებელს ხდის სახელმწიფოს ვალდებულების შესრულებას, რომ მოახდინოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დარღვევის პრევენცია და ითხოვს პარლამენტმა განიხილოს წარმოდგენილი პრობლემის საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგების საკითხი, რათა განისაზღვროს კერძო სასაფლაოს უნებართვოდ ან/და დადგენილი რეგულაციების დარღვევის მოწყობის ფაქტთან დაკავშირებით ეფექტიანი ზედამხედველობის მექანიზმი, ხოლო, კერძო სასაფლაოს უნებართვოდ ან/და დადგენილი რეგულაციების დარღვევის მოწყობის შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნეს შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის (ჯარიმა, დემონტაჟი ან სხვ.) ზომები".

კანონი რომ გვქონოდა, არ მოგვიწევდა საერთოდ სასამართლოსთვის მიმართვა და უნებართვოდ სასაფლაოს მოწყობისთვის მუნიციპალურ ორგანოს ექნებოდა რეაგირება. მუნიციპალურმა ორგანომ ჩვენ გვითხრა, უნებართოთ კი არის ეს სამარხი გაკეთებული, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ სამართლებრივად არ გვაქვს შესაძლებლობა ამ საკითხზე რეაგირებისო, ამიტომ მივმართეთ სასამართლოს. სახალხო დამცველის მრავალგვერდიანი კვლევის შედეგები პირდაპირ ზეგავლენას მოახდენს ამ სასამართლო დავაზეც. ახლა პირველი ინსტანციაში იხილება ეს დავა. ვითხოვთ სასაფლაოს დემონტაჟს, იურიდიულად სხვა მოქმედებას ვერ მოვითხოვდით. ამ ადამიანებს აქვთ უფლება ნორმალურ გარემოში იცხოვრონ და თავიანთ სახლში იყვნენ.

- ადრე ჩვენთან ინტერვიუში გელაშვილი ამბობდა, რომ ყველაფერი წესების დაცვით ჰქონდა მოწყობილი, აპირებდა დიდი კედლის ამოშენებას და მაშინ ამის უფლება არ მისცეს ნოზაძეებმა...

- სამარხები ყოველგვარი ნებართვის გარეშე აქვს მას გაკეთებული. კედელი არ ამოაშენებინეს იმიტომ, რომ ღობის სიმაღლე უნდოდა გაეზარდა ისე, რომ მზის სხივი საერთოდ დაეკარგა იმ ოჯახისთვის. იქაც, ნებართვა არ ჰქონდა აღებული და პირდაპირ კეთება დაიწყო. დავა მიდის ერთ წელზე მეტია პირველ ინსტანციაში. 4 სხდომა ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდა მისი ადვოკატი. სასამართლომ მორიგება შემოგვთავაზა, არადა, ლამის ვეხვეწებით მორიგებაზე...

დავუკავშირდით ბიზნესმენ ვალერი გელაშვილსაც, ის ადრინდელისგან განსხვავებით, მცირე კომენტარით შემოიფარგლა.

ვალერი გელაშვილი:

- რაღა უნდათ ამ ნოზაძეებს კიდევ, ხომ შედგა შეთანხმება. სასამართლოში ვთქვით, რომ იმ ტერიტორიაზე ხეები უნდა დაგვერგო, უარი თქვეს. ახლა კიდევ 5-მეტრიან ფარდას ვაკეთებ მზის ელექტროენერგიის პანელების, იმ ადგილს მთლიანად დავფარავ, რომ მათი აივნიდან არაფერი გამოჩნდეს. სადაც ხეები უნდა დამერგო, იქ გაკეთდება და ეს უკეთესად დაფარავს ყველაფერს. უკეთესს ვაკეთებ, საერთოდ არაფერი გამოჩდება, ხეები ისე არ გაიზრდება, რომ რაღაც მაინც არ გამოჩნდესო, პანელები ჩამწკრივებული იქნება, სწორედ ახლა ვაწყობ ამას. მაისის ბოლომდე გვაქვს სასამართლოსგან ამისთვის დრო. მეტი რაღა უნდათ. ხეების დარგვის პრობლემაც არ მაქვს, იმასაც დავრგავ, ოღონდ დამშვიდნენ. ხომ დაინახეს, რომ უკვე სამუშაოებს ვატარებთ, გათხრა მიდის. ჩემს ადვოკატს ვუთხარი, შეუთანხდი რაც უნდათ იმაზე - მეთქი და ის კეთდება. ისე იმ სასამართლო პროცესს ისინი ვერ მოიგებდნენ, მაგრამ მაინც შეთანხმებაზე წავედი. დაწყებულია და გაკეთდება. აღარ მინდა ამ თემაზე საერთოდ ლაპარაკი, მეც ჩემს უბანში ცხოვრება მინდა და მათ არ გამოვეკიდები არაფერზე... შაბათ-კვირა ჩავდივარ ხაშურში, სახლში შევდივარ და გამოვდივარ, მაგათ ეზოში და ფანჯრებში არ ვიწყებ ყურებას, ისიც არ ვიცი ხაშურში არიან თუ არა.

- ადვოკატი აცხადებს, რომ არაკანონიერად გაქვთ მოწყობილი სახლში მშობლების სასაფლაო და შესაბამისი ნებართვა არ გაგაჩნიათ.

- თქვენთან ადრე ვილაპარაკე დეტალურად ამ საკითხზე. რა იყო არაკანონიერი, ეს არაკანონიერი რომ ყოფილიყო, ისინი ბოლომდე იბრძოლებდნენ. მიცვალებულებზე ნუ მალაპარაკებთ. ძალიან განვიცდი ამ ამბავს, რადგან ჩემი მიცვალებულები არიან და მძიმეა ემოციურად ჩემთვის ამაზე ლაპარაკი. რა არ ასვენებთ, კიდევ ვერ გამიგია, მეტი საქმე არ აქვთ? ამ თემაზე საუბარი არ მინდა, ყველაფერს აქვს საზღვარი. ეს ტკივილს მაყენებს.

მისი ამ პოზიციის მოსმენის შემდეგ ისევ დავუკავშირდით ნოზაძეების ადვოკატს. ჩობეხია ირწმუნება, რომ ეს ინფორმაცია მას არ ჰქონდა.

"ახლა თქვენგან მესმის ეს ამბავი პირველად. მორიგება სასამართლოში ჯერ არ შემდგარა. არადა, ასეთ დროს დგება მორიგების აქტი. თუ ამას ისინი შეასრულებენ, აქვე გიდასტურებთ, რომ ჩვენ ამას დავეთანხმებოდით, მისი ადვოკატი არ დამკავშირებია. ვიცი, რომ რაღაცები ამოთხარეს, მაგრამ არაფერია სხვა გაკეთებული. რაც შეეხება ხეების დარგვას, ეს შემოთავაზება იყო მხოლოდ, მე გავუგზავნე პასუხი, რომ ჩვენთან უნდა შეეთანხმებინათ ხეების ჯიშები, რადგან რაც თქვეს, ის ხეები ვერ დაფარავდა იქაურობას. კიდევ ერთხელ აქვე გიცხადებთ, რომ ისეთ მსუბუქ კონსტრუქციას თუ მოაწყობენ, რომელიც სრულად დაფარავს ხედს, ეს მისაღებია და რა თქმა უნდა, დავთანხმდებით, თანახმა ვიქნებით ამ მორიგებაზე.