დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე სერია A-ს ჩემპიონობა "ნაპოლის" ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა ერთად აღნიშნეს.
გაიმართა საზეიმო კონცერტი, რის შემდეგაც მოედანზე ფეხბურთელები გამოვიდნენ და ფანებისგან აპლოდისმენტები მიიღეს.
განსაკუთრებით ხმაურიანი იყო გულშემატკივარი ხვიჩა კვარაცხელიას გამოჩენისას. ქართველი ფეხბურთელი მარადონას სახელობის სტადიონზე საქართველოს დროშით გავიდა.
ცნობისთვის, სერია A-ს 35-ე ტურში "ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე "ფიორენტინას“ 1:0 სძლია. ვინიდან ნეაპოლურმა გუნდმა სკუდეტო 4 მაისს მოიპოვა და დღევანდელ მატჩს არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა, მწვრთნელმა სპალეტიმ გადახალისებული სასტარტო შემადგენლობა დააყენა, კვარაცხელია ტრავმირებული ლოსანოს ნაცვლად 45-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, რომელმაც თამაში გაამწვავა, გაახალისა და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანა.
სტუმრები პირველ ტაიმში უკეთ გამოიყურებოდნენ, ორი მომენტი შექმნეს და ორივეჯერ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე გოლინი. მოზეიმე არენაზე მასპინძლებს თითქოს მოტივაცია აკლდათ, უნიათოდ უტევდნენ და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
შეცვლაზე კვარცხელიას შემდეგ თამაშის სურათი შეიცვალა, ტემპმა მოიმატა, ზილენსკის მოპოვებული პენალტი ოსიმენმა ვერ გამოიყენა, შემდეგ ხვიჩა საჯარიმოში გონსალესმა წააქცია და ნიგერიელმა თერთმეტმეტრიანით თავისი გუნდი დააწინაურა და სიმეონემ შეცვალა.
შემდეგ შეხვედრას "ნაპოლი“ 14 მაისს გასვლაზე "მონცასთან“ ჩაატარებს.