მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაპოლი უნდა დატოვოს, მაშინ მიხვდებით, ვინ არის მეფე" - სერია A-ს პოსტერი, "კვარა" სამეფო გვირგვინით და განაწყენებული ნიგერიელები: რას წერენ ოსიმენის თანამემამულეები
"ნაპოლი უნდა დატოვოს, მაშინ მიხვდებით, ვინ არის მეფე" - სერია A-ს პოსტერი, "კვარა" სამეფო გვირგვინით და განაწყენებული ნიგერიელები: რას წერენ ოსიმენის თანამემამულეები

"ნა­პო­ლი“ იტა­ლი­ის სე­რია A-ს ჩემ­პი­ო­ნია. სკუ­დე­ტო გუნ­დმა ის­ტო­რი­ა­ში მე­სა­მედ მო­ი­პო­ვა, თუმ­ცა ბოლო 33 წე­ლი­წად­ში პირ­ვე­ლად. დი­ე­გო არ­მან­დო მა­რა­დო­ნას შემ­დეგ ნა­პო­ლი იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პირ­ვე­ლად გახ­და.

ეს წარ­მა­ტე­ბა რა თქმა უნდა, მწვრთნე­ლი­სა და მთლი­ა­ნი გუნ­დის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, თუმ­ცა ნე­ა­პო­ლუ­რი კლუ­ბის რი­გე­ბი მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით კაშ­კა­შებ­დნენ ქარ­თვე­ლი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია და ნი­გე­რი­ე­ლი ვიქ­ტორ ოსი­მე­ნი.

ქარ­თვე­ლე­ბი შე­საძ­ლოა, სუ­ბი­ექ­ტუ­რე­ბი ვართ კვა­რა­ცხე­ლი­ას მი­მართ, თუმ­ცა მის ფე­ნო­მე­ნა­ლურ სა­ფეხ­ბურ­თო ნიჭ­ზე წერს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, რი­გი­თი გულ­შე­მატ­კივ­რით და­წყე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თის ლე­გენ­დე­ბი­თა და ექ­სპერ­ტე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ცხა­დია, იტა­ლი­ე­ლებ­მა ის გან­სა­კუთ­რე­ბით შე­იყ­ვა­რეს.

სე­რია A-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი "ფე­ის­ბუქ­ზე“ პოს­ტერს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ჩანს სა­მე­ფო ტახ­ტზე მჯდო­მი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია ჩემ­პი­ო­ნის თა­სის გვერ­დით, ხოლო მე­ფის გვირ­გვინს მას ლე­გენ­და­რუ­ლი დი­ე­გო არ­მან­დო მა­რა­დო­ნა ად­გამს თავ­ზე.

“ნე­ა­პოლ­ში ახა­ლი მეფე დაგ­ვირ­გვინ­და“, - წე­რია ფო­ტოს აღ­წე­რა­ში.

ეს ფოტო ბოლო რამ­დე­ნი­მე სა­ა­თია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყვე­ლა­ზე გან­ხილ­ვა­დი პოს­ტია. ქარ­თვე­ლე­ბი სი­ხა­რუ­ლი­თა და სი­ა­მა­ყით აზი­ა­რე­ბენ, ალა­ი­ქე­ბენ და კო­მენ­ტა­რებს წე­რენ, თუმ­ცა პა­რა­ლე­ლუ­რად ასო­ბით ნი­გე­რი­ე­ლი აპ­რო­ტეს­ტებს ამ­გვარ პოს­ტერს და წე­რენ, რომ მსგავ­სი ფოტო არა კვა­რა­ცხე­ლი­ას, არა­მედ ვიქ­ტორ ოსი­მენს ეკუთ­ვნის.

  • ზო­გი­ერ­თი სე­რია ა-ს რა­სიზ­მშიც კი ადა­ნა­შა­უ­ლებს.

"ამ პოს­ტე­რის გამო სე­რია ა მე­ზი­ზღე­ბა და ვლო­ცუ­ლობ, რომ ოსი­მენ­მა ის და­ტო­ვოს“.

“ასე­თი ქცე­ვა არ შე­გე­ფე­რე­ბათ, ოსი­მენს იმი­ტომ ჩაგ­რავთ რომ ნი­გე­რი­ე­ლია, ეს უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბაა“

"ვიქ­ტორ­მა ნა­პო­ლი უნდა და­ტო­ვოს და მა­შინ მიხ­ვდე­ბით, ვინ იყო მეფე“

"ოსი­მე­ნის გა­რე­შე ნა­პო­ლი ვე­რა­ფერს მი­აღ­წევ­და“, - ასე­თი ში­ნარ­სი­საა ძი­რი­თა­დად ოსი­მე­ნის თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი. არი­ან ისე­თე­ბიც რომ­ლე­ბიც წე­რენ, რომ მსგავს პოს­ტერს ვიქ­ტო­რის­თვი­საც მო­ამ­ზა­დე­ბენ.

ქარ­თვე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ამ­შვი­დებს ნი­გე­რი­ე­ლებს და წერს, რომ რე­ა­ლუ­რად, კვა­რაც და ოსი­მე­ნიც "ნა­პო­ლის" საკ­ვან­ძო მო­თა­მა­შე­ე­ბი არი­ან და თან ისი­ნი მე­გობ­რო­ბენ.

"ხვი­ჩას რომ ჰკი­თხოთ, ვინ იმ­სა­ხუ­რებს მე­ფის ტი­ტულს, ვიქ­ტორს და­ა­სა­ხე­ლებს, ვიქ­ტორს თუ ჰკი­თხავთ, ის იტყვის, რომ "კვა­რაა" სა­უ­კე­თე­სო", - წერს ერთ-ერთი ქარ­თვე­ლი ფო­ტოს კო­მენ­ტა­რებ­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სვანსკი
0

ეხლა ნიგერიამ გამოყო ფეხი........

რატი
0

ოდიმენი მანდ იყო ხვიჩამდეც.და რა მერე?ხვიჩამდე რამე მოიგეს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ნაპოლი უნდა დატოვოს, მაშინ მიხვდებით, ვინ არის მეფე" - სერია A-ს პოსტერი, "კვარა" სამეფო გვირგვინით და განაწყენებული ნიგერიელები: რას წერენ ოსიმენის თანამემამულეები

"ნაპოლი უნდა დატოვოს, მაშინ მიხვდებით, ვინ არის მეფე" - სერია A-ს პოსტერი, "კვარა" სამეფო გვირგვინით და განაწყენებული ნიგერიელები: რას წერენ ოსიმენის თანამემამულეები

"ნაპოლი“ იტალიის სერია A-ს ჩემპიონია. სკუდეტო გუნდმა ისტორიაში მესამედ მოიპოვა, თუმცა ბოლო 33 წელიწადში პირველად. დიეგო არმანდო მარადონას შემდეგ ნაპოლი იტალიის ჩემპიონატის გამარჯვებული პირველად გახდა.

ეს წარმატება რა თქმა უნდა, მწვრთნელისა და მთლიანი გუნდის დამსახურებაა, თუმცა ნეაპოლური კლუბის რიგები მიმდინარე სეზონზე განსაკუთრებით კაშკაშებდნენ ქართველი ხვიჩა კვარაცხელია და ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენი.

ქართველები შესაძლოა, სუბიექტურები ვართ კვარაცხელიას მიმართ, თუმცა მის ფენომენალურ საფეხბურთო ნიჭზე წერს უამრავი ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რიგითი გულშემატკივრით დაწყებული ფეხბურთის ლეგენდებითა და ექსპერტებით დამთავრებული. ცხადია, იტალიელებმა ის განსაკუთრებით შეიყვარეს.

სერია A-ს ოფიციალური გვერდი "ფეისბუქზე“ პოსტერს აქვეყნებს, სადაც ჩანს სამეფო ტახტზე მჯდომი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონის თასის გვერდით, ხოლო მეფის გვირგვინს მას ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონა ადგამს თავზე.

“ნეაპოლში ახალი მეფე დაგვირგვინდა“, - წერია ფოტოს აღწერაში.

ეს ფოტო ბოლო რამდენიმე საათია სოციალურ ქსელში ყველაზე განხილვადი პოსტია. ქართველები სიხარულითა და სიამაყით აზიარებენ, ალაიქებენ და კომენტარებს წერენ, თუმცა პარალელურად ასობით ნიგერიელი აპროტესტებს ამგვარ პოსტერს და წერენ, რომ მსგავსი ფოტო არა კვარაცხელიას, არამედ ვიქტორ ოსიმენს ეკუთვნის.

  • ზოგიერთი სერია ა-ს რასიზმშიც კი ადანაშაულებს.

"ამ პოსტერის გამო სერია ა მეზიზღება და ვლოცულობ, რომ ოსიმენმა ის დატოვოს“.

“ასეთი ქცევა არ შეგეფერებათ, ოსიმენს იმიტომ ჩაგრავთ რომ ნიგერიელია, ეს უპატივცემულობაა“

"ვიქტორმა ნაპოლი უნდა დატოვოს და მაშინ მიხვდებით, ვინ იყო მეფე“

"ოსიმენის გარეშე ნაპოლი ვერაფერს მიაღწევდა“, - ასეთი შინარსისაა ძირითადად ოსიმენის თანამემამულეების კომენტარები. არიან ისეთებიც რომლებიც წერენ, რომ მსგავს პოსტერს ვიქტორისთვისაც მოამზადებენ.

ქართველების უმეტესობა ამშვიდებს ნიგერიელებს და წერს, რომ რეალურად, კვარაც და ოსიმენიც "ნაპოლის" საკვანძო მოთამაშეები არიან და თან ისინი მეგობრობენ.

"ხვიჩას რომ ჰკითხოთ, ვინ იმსახურებს მეფის ტიტულს, ვიქტორს დაასახელებს, ვიქტორს თუ ჰკითხავთ, ის იტყვის, რომ "კვარაა" საუკეთესო", - წერს ერთ-ერთი ქართველი ფოტოს კომენტარებში.