საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვაპირებ, ჩვენი პირადი ცხოვრება სხვებს გავუზიარო" - რატომ არ აქვეყნებს ევა მენდესი რაიან გოსლინგთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და რატომ არ ჩნდება წყვილი წითელ ხალიჩაზე ერთად?
"არ ვაპირებ, ჩვენი პირადი ცხოვრება სხვებს გავუზიარო" - რატომ არ აქვეყნებს ევა მენდესი რაიან გოსლინგთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და რატომ არ ჩნდება წყვილი წითელ ხალიჩაზე ერთად?

რა­ი­ან გოს­ლინ­გი ევა მენ­დესს ჯერ კი­დევ 2012 წელს შეხ­ვდა. ვარ­სკვლა­ვებ­მა ერ­თად ფილმზე "ად­გი­ლი ფიჭვნარ­ში" იმუ­შა­ვეს, რომ­ლის პრე­მი­ე­რა­ზეც უკვე წყვი­ლის სტა­ტუ­სით გა­მოჩ­ნდნენ. მათი რო­მა­ნი მსოფ­ლიო პრე­სა­ში აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. თუმ­ცა, ისი­ნი ამა­ზე არა­ფერს ამ­ბობ­დნენ. 2014 წელს პირ­ვე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი, ეს­მე­რალ­და შე­ე­ძი­ნათ, ორი წლის შემ­დეგ კი კი­დევ ერთი გო­გო­ნა - ამა­და.

სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტი, რომ ევა და რა­ი­ა­ნი პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ თით­ქმის არას­დროს სა­უბ­რო­ბენ და მათი წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე ერ­თობ­ლი­ვი გა­მო­ჩე­ნაც უიშ­ვი­ა­თე­სია. ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ბევ­რი ფო­ტოც კი არ აქვთ. ევა მენ­დე­სი და რა­ი­ან გოს­ლინ­გი უკვე 10 წე­ლია, ერ­თად ცხოვ­რო­ბენ, ორ შვილს ზრდი­ან და ძა­ლი­ან მკაც­რად აქვთ გან­სა­ზღვრუ­ლი, რომ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან და მე­დი­ას­თან თა­ვი­ანთ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე არა­ფე­რი თქვან.

მალე რა­ი­ან გოს­ლინ­გის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ფილ­მი "ბარ­ბი" გა­მო­ვა, რა­საც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. სხვა­თა შო­რის, გოს­ლინ­გი ბევ­რმა თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­მა გა­აკ­რი­ტი­კა და აღ­ნიშ­ნეს, რომ ეს მის­თვის არა­სე­რი­ო­ზუ­ლი როლი იყო. რო­გორც ცნო­ბი­ლია, პრე­მი­ე­რას ევა მენ­დე­სი არ და­ეს­წრე­ბა. გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი კი ფიქ­რობ­დნენ, რომ ახლა მა­ინც ნა­ხავ­დნენ წყვილს ერ­თად. ევამ გან­მარ­ტე­ბა "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­ა­კე­თა და და­წე­რა ისიც, თუ რა­ტომ არ აქ­ვეყ­ნებს რა­ი­ან­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს: "არ ვა­პი­რებ, ჩვე­ნი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა სხვებს გა­ვუ­ზი­ა­რო. ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას ძა­ლი­ან ვა­ფა­სებთ და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მხო­ლოდ იმ კად­რებს ვაქ­ვეყ­ნებ, რაც სა­ჯა­რო სივ­რცე­ში უკვე არ­სე­ბობს. ასე ბევ­რად კომ­ფორ­ტუ­ლია." - თქვა ევა მენ­დეს­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"არ ვაპირებ, ჩვენი პირადი ცხოვრება სხვებს გავუზიარო" - რატომ არ აქვეყნებს ევა მენდესი რაიან გოსლინგთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და რატომ არ ჩნდება წყვილი წითელ ხალიჩაზე ერთად?

"არ ვაპირებ, ჩვენი პირადი ცხოვრება სხვებს გავუზიარო" - რატომ არ აქვეყნებს ევა მენდესი რაიან გოსლინგთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და რატომ არ ჩნდება წყვილი წითელ ხალიჩაზე ერთად?

რაიან გოსლინგი ევა მენდესს ჯერ კიდევ 2012 წელს შეხვდა. ვარსკვლავებმა ერთად ფილმზე "ადგილი ფიჭვნარში" იმუშავეს, რომლის პრემიერაზეც უკვე წყვილის სტატუსით გამოჩნდნენ. მათი რომანი მსოფლიო პრესაში აქტიურად განიხილებოდა. თუმცა, ისინი ამაზე არაფერს ამბობდნენ. 2014 წელს პირველი ქალიშვილი, ესმერალდა შეეძინათ, ორი წლის შემდეგ კი კიდევ ერთი გოგონა - ამადა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ევა და რაიანი პირადი ურთიერთობის შესახებ თითქმის არასდროს საუბრობენ და მათი წითელ ხალიჩაზე ერთობლივი გამოჩენაც უიშვიათესია. ერთად გადაღებული ბევრი ფოტოც კი არ აქვთ. ევა მენდესი და რაიან გოსლინგი უკვე 10 წელია, ერთად ცხოვრობენ, ორ შვილს ზრდიან და ძალიან მკაცრად აქვთ განსაზღვრული, რომ ჟურნალისტებთან და მედიასთან თავიანთ ურთიერთობაზე არაფერი თქვან.

მალე რაიან გოსლინგის მონაწილეობით ფილმი "ბარბი" გამოვა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სხვათა შორის, გოსლინგი ბევრმა თაყვანისმცემელმა გააკრიტიკა და აღნიშნეს, რომ ეს მისთვის არასერიოზული როლი იყო. როგორც ცნობილია, პრემიერას ევა მენდესი არ დაესწრება. გულშემატკივრები კი ფიქრობდნენ, რომ ახლა მაინც ნახავდნენ წყვილს ერთად. ევამ განმარტება "ინსტაგრამზე" გააკეთა და დაწერა ისიც, თუ რატომ არ აქვეყნებს რაიანთან ერთად გადაღებულ ფოტოებს: "არ ვაპირებ, ჩვენი პირადი ცხოვრება სხვებს გავუზიარო. ჩვენს ურთიერთობას ძალიან ვაფასებთ და სოციალურ ქსელში მხოლოდ იმ კადრებს ვაქვეყნებ, რაც საჯარო სივრცეში უკვე არსებობს. ასე ბევრად კომფორტულია." - თქვა ევა მენდესმა.