33 წლიანი პაუზის შემდეგ "ნაპოლი" სერია A-ს გამარჯვებულია. გუნდმა ისტორიაში სკუდეტო მესამედ მოიპოვა. პოპულარული იტალიური გამოცემა, Corrieredellosport-ი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს.
ვნახოთ რას წერს გამოცემა:
"რთული საკითხია დაასახელო საუკეთესო, როდესაც ყველაფერი სწორი გზით მიდიოდა, სადაც ყველამ საკუთარი მაქსიმუმი გამოავლინა, თუმცა არაუშავს, ჩვენ ვიცით, ვინაა სეზონის მეფე (საუკეთესო ფეხბურთელი), დანარჩენებმა კი მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს გამარჯვებაში.
კვარაცხელია, მისი უდიდებულესობა MVP (სიტყვა-სიტყვით ყველაზე ღირებული მოთამაშე) - 10-ქულიანი სისტემიდან 10/10.
მისი საუკეთესოდ დასახელება ისეთივე მარტივია, როგორც მისი დრიბლინგები. ვფიქრობ, ხვიჩას ისტორია იმსახურებს "დისნეის" ანიმაციას, ერთ დროს იქ იყო ინსინიე, რომელიც წავიდა და დატოვა მარცხენა ფლანგი მოშიშვლებული, უიმედოდ. ჩამოვიდა ქართველი, რომელიც ბრწყინავდა ეროვნულ ნაკრებში, მაგრამ არ ვიცოდით მის მიღმა რა შეეძლო.
პირველივე ვარჯიშიდან კი ყველაფერი შეიცვალა, ჯუნტოლის "კვარასი" ეიმედებოდა, სპალეტი ბურთთან პირველივე შეხებისთანავე თვალებს იფშვნეტდა, გულშემატკივრები? მათ შეკითხვის დასმის დროც კი არ ჰქონიათ, რადგან ხვიჩამ სადებიუტო შეხვედრაში, 37-ე წუთზე პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა.... წაიკითხეთ ვრცლად - sportall.ge