Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინის ომბუდსმენმა ბრძანა, რომ აპირებს მიმართოს პენიტენციურ სამსახურს, რათა მიხეილ სააკაშვილის მონახულება შეძლოს" - გიული ალასანია
"უკრაინის ომბუდსმენმა ბრძანა, რომ აპირებს მიმართოს პენიტენციურ სამსახურს, რათა მიხეილ სააკაშვილის მონახულება შეძლოს" - გიული ალასანია

უკ­რა­ი­ნის ომ­ბუდსმენ­მა ბრძა­ნა, რომ აპი­რებს მი­მარ­თოს პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურს, რათა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბა შეძ­ლოს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დამ, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც უკ­რა­ი­ნის ომ­ბუდსმენ­სა და უკ­რა­ი­ნის რა­დის წევ­რებ­თან ვი­დე­ო­ჩარ­თვი­სას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლა.

რო­გორც გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, შეხ­ვედ­რა უკ­რა­ი­ნის ომ­ბუდსმე­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვით შედ­გა. ამას­თან, აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე კვლავ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სხვა ქვე­ყა­ნა­ში სამ­კურ­ნა­ლოდ გა­და­იყ­ვა­ნონ.

"შეხ­ვედ­რა უკ­რა­ი­ნის ომ­ბუდსმე­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვით შედ­გა. თემა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეა და გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ, რომ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც ომი აქვთ ქვე­ყა­ნა­ში, დროს პო­უ­ლო­ბენ, ჩემს შვილ­ზე ზრუნ­ვა არ შე­უ­წყვე­ტი­ათ. წარ­მო­ად­გი­ნეს თა­რი­ღე­ბი და ფაქ­ტე­ბი, რა მოხ­და, რო­გორ მოხ­და, რო­გორ იც­ვლე­ბო­და მისი გა­დაყ­ვა­ნა, სად იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი აღ­რი­ცხუ­ლი აქვთ. სა­უ­ბა­რი იყო, რომ გაგ­ზავ­ნი­ლია სტრას­ბურ­გში სა­ბუ­თე­ბი, ერ­თმა ლექ­ტორ­მა თქვა, იქ­ნებ და­მა­ტე­ბი­თი არ­ხე­ბი გა­ვა­ჩი­ნოთ, გავ­მიჯ­ნოთ იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხი და სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტის კო­ლე­გებ­თან და­ვამ­ყა­როთ ინი­ცი­ა­ტი­ვა, რა­ი­მე სხვა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მიზ­ნე­ბით შე­მო­ვი­ფარ­გლოთ. ძა­ლი­ან დიდი თა­ნაგ­რძნო­ბა იგ­რძნო­ბო­და. ბრძო­ლის პრო­ცეს­ში ყვე­ლა ჩაბ­მუ­ლია. ომ­ბუდსმენ­მა ბრძა­ნა, რომ აპი­რებს მი­მარ­თოს პე­ნი­ტენ­ცი­ურს, რათა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბა შეძ­ლოს. ის, რაც მან უკ­რა­ი­ნა­ში გა­ა­კე­თა, ძა­ლი­ან და­ფა­სე­ბუ­ლია. რა თქმა უნდა, უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ქვეყ­ნი­დან გა­იყ­ვა­ნონ", - აღ­ნიშ­ნა ალა­სა­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეᲗერი
0

რა ,,უნდა აზიაროს სიკვდილის წინ???? ობუდსმენია Თუ მამაო?? 

დავით123
0

"ბრძანა" მაგარი იყო 🤣🤣 ))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"უკრაინის ომბუდსმენმა ბრძანა, რომ აპირებს მიმართოს პენიტენციურ სამსახურს, რათა მიხეილ სააკაშვილის მონახულება შეძლოს" - გიული ალასანია

"უკრაინის ომბუდსმენმა ბრძანა, რომ აპირებს მიმართოს პენიტენციურ სამსახურს, რათა მიხეილ სააკაშვილის მონახულება შეძლოს" - გიული ალასანია

უკრაინის ომბუდსმენმა ბრძანა, რომ აპირებს მიმართოს პენიტენციურ სამსახურს, რათა მიხეილ სააკაშვილის მონახულება შეძლოს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომელმაც უკრაინის ომბუდსმენსა და უკრაინის რადის წევრებთან ვიდეოჩართვისას მიხეილ სააკაშვილის საკითხი განიხილა.

როგორც გიული ალასანიამ აღნიშნა, შეხვედრა უკრაინის ომბუდსმენის ინიციატივით შედგა. ამასთან, აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე კვლავ დაინტერესებულია მიხეილ სააკაშვილი სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაიყვანონ.

"შეხვედრა უკრაინის ომბუდსმენის ინიციატივით შედგა. თემა მიხეილ სააკაშვილი იყო. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და გაკვირვებული ვარ, რომ ადამიანებს, რომელთაც ომი აქვთ ქვეყანაში, დროს პოულობენ, ჩემს შვილზე ზრუნვა არ შეუწყვეტიათ. წარმოადგინეს თარიღები და ფაქტები, რა მოხდა, როგორ მოხდა, როგორ იცვლებოდა მისი გადაყვანა, სად იყო განთავსებული, ყველაფერი აღრიცხული აქვთ. საუბარი იყო, რომ გაგზავნილია სტრასბურგში საბუთები, ერთმა ლექტორმა თქვა, იქნებ დამატებითი არხები გავაჩინოთ, გავმიჯნოთ იურიდიული საკითხი და სხვა უნივერსიტეტის კოლეგებთან დავამყაროთ ინიციატივა, რაიმე სხვა ჰუმანიტარული მიზნებით შემოვიფარგლოთ. ძალიან დიდი თანაგრძნობა იგრძნობოდა. ბრძოლის პროცესში ყველა ჩაბმულია. ომბუდსმენმა ბრძანა, რომ აპირებს მიმართოს პენიტენციურს, რათა მიხეილ სააკაშვილის მონახულება შეძლოს. ის, რაც მან უკრაინაში გააკეთა, ძალიან დაფასებულია. რა თქმა უნდა, უკრაინული მხარე დაინტერესებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან გაიყვანონ", - აღნიშნა ალასანიამ.