სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული კოშმარი" მუშაობს ჩვენი ღირებულებებისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ" - ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი
"ქართული კოშმარი" მუშაობს ჩვენი ღირებულებებისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ" - ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი

ასე­თი შე­ფა­სე­ბა მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, მაგ­რამ საკ­მა­ოდ დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი. „ქარ­თუ­ლი კოშ­მა­რი“ მუ­შა­ობს ჩვე­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი მი­რი­ამ ლექსმა­ნი „ევ­რო­პე­ლი სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის პარ­ტი­ის“ გან­ცხა­დე­ბას, რო­მელ­მაც უნ­გრეთ­ში, „კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მოქ­მე­დე­ბის“ ყო­ველ­წლი­ურ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე (CPAC) სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სი­ტყვით გა­მოს­ვლა დაგ­მო.

მა­ნამ­დე „ევ­რო­პე­ლი სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის პარ­ტი­ამ“ გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ გმობს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის „კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მოქ­მე­დე­ბის“ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ მო­რიგ სხდო­მა­ზე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სტა­ტუ­სი შე­ა­ფა­სოს.

„პრე­მი­ერ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ქმე­დე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია და მას ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ოჯა­ხის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მიღ­მა აყე­ნებს. „ევ­რო­პე­ლი სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის პარ­ტი­ამ“ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მო­მა­ვალ სხდო­მა­ზე პარ­ტი­ა­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სტა­ტუ­სის შე­ფა­სე­ბა მოხ­დე­ბა. ეს ცხა­დია, აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნა­ბი­ჯია ღა­რი­ბაშ­ვი­ლის დღე­ვან­დე­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის შემ­დეგ“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია „ევ­რო­პე­ლი სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის პარ­ტი­ის“ ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის, კატი პი­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბი­სათ­ვის, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ „ევ­რო­პე­ლი სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის პარ­ტი­ა­ში“ ამ­ჟა­მად პარ­ტი­ის დამ­კვირ­ვე­ბე­ლი წევ­რის სტა­ტუ­სი აქვს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
3

ეს ჩვენი ლექსენის რამეა?

ინტრიგანი
4

,ქართულ ღირებულებას სოდომგომორი როდის აქეთ წარმოადგენს და ევროატლანტიკჯრ სივრცეში გაწევრიანება საზარბაზნე ხორცად და რუსეთისთვის საჩიჩხინო ჯოხად როდის აქეთაა საქართველოს მისწრაფება?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ქართული კოშმარი" მუშაობს ჩვენი ღირებულებებისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ" - ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი

"ქართული კოშმარი" მუშაობს ჩვენი ღირებულებებისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ" - ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი

ასეთი შეფასება მისასალმებელია, მაგრამ საკმაოდ დაგვიანებული. „ქართული კოშმარი“ მუშაობს ჩვენი ღირებულებებისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ განცხადებას, რომელმაც უნგრეთში, „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა დაგმო.

მანამდე „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ გმობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაში მონაწილეობას და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მორიგ სხდომაზე „ქართული ოცნების“ სტატუსი შეაფასოს.

„პრემიერ ღარიბაშვილის ქმედება მიუღებელია და მას ჩვენი პოლიტიკური ოჯახის ღირებულებების მიღმა აყენებს. „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხელმძღვანელობის მომავალ სხდომაზე პარტიაში „ქართული ოცნების“ სტატუსის შეფასება მოხდება. ეს ცხადია, აუცილებელი ნაბიჯია ღარიბაშვილის დღევანდელი ინტერვენციის შემდეგ“, - აღნიშნულია „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ ვიცე-პრეზიდენტის, კატი პირის განცხადებაში.

ცნობისათვის, „ქართულ ოცნებას“ „ევროპელი სოციალისტების პარტიაში“ ამჟამად პარტიის დამკვირვებელი წევრის სტატუსი აქვს.