პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზურა იტყუება! - ბატონი პრეზიდენტის გონების კარგვის ეპიზოდები რეგულარული ხასიათისაა" - გიორგი ჩალაძე
"ზურა იტყუება! - ბატონი პრეზიდენტის გონების კარგვის ეპიზოდები რეგულარული ხასიათისაა" - გიორგი ჩალაძე

ზურა ჩხა­ი­ძის და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ნა­რა­ტი­ვი ერთი და იგი­ვეა, ზურა იტყუ­ე­ბა! - ამის შე­სა­ხებ "მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად შექ­მნი­ლი შტა­ბის“ ხელ­მძღვა­ნელ­მა, გი­ორ­გი ჩა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა ექიმ ზუ­რაბ ჩხა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს გო­ნე­ბა არ და­უ­კარ­გავს.

ჩა­ლა­ძის თქმით, "ვი­ვა­მე­დის“ კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი, ზუ­რაბ ჩხა­ი­ძე სა­მარ­ცხვი­ნოდ იქ­ცე­ვა, ხოლო "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ აღარ დარ­ჩა სხვა სპი­კე­რი, "ასე­თი კო­მი­კუ­რი ფი­გუ­რა, რო­მელ­საც გა­მო­იყ­ვანს და ამ სი­სუ­ლე­ლე­ებს ილა­პა­რა­კებს“.

"ვხე­დავთ მის პო­ლი­ტი­კურ მო­მა­ვალს. ზუს­ტად იმ მე­სიჯ­ზეა დამ­ჯდა­რი, რა­ზეც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. სუს-ი მას რით აშან­ტა­ჟებს, ამა­ზე სა­უ­ბა­რი არ მსურს. ბა­ტო­ნი ზუ­რას ნათ­ქვამს ჩემ­თვის ნუ­ლის ფასი აქვს, რაც უნდა ის გა­ა­კე­თოს, სა­ერ­თოდ არ მა­დარ­დებს. რა­საც ზურა ამ­ბობს, იმა­ვეს იმე­ო­რე­ბენ, კა­ლა­ძე და სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტო­რე­ბი. მე მო­ვე­დი სხვა რა­მის სათ­ქმე­ლად. ბა­ტო­ნი პრე­ზი­დენ­ტის გო­ნე­ბის კარ­გვის ეპი­ზო­დე­ბი უკვე რე­გუ­ლა­რუ­ლი ხა­სი­ა­თი­საა. ეს არის ის, რაც და­წე­რი­ლი იყო სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის და სხვა ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნებ­ში, რომ ეს ასე მოხ­დე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, ამან უკვე რე­გუ­ლა­რუ­ლი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო. გუ­შინ, ასე­ვე ტკი­ვი­ლის მარ­თვის ცენ­ტრი­დან მიყ­ვა­ნი­ლი ჰყავ­დათ ბა­ტო­ნი გა­და­ბა­ძე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მა­ღა­ლი დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია და მისი შე­ფა­სე­ბი­თაც, პრო­ცე­სე­ბი არის ღრმად წა­სუ­ლი. მას გა­აჩ­ნია მწვა­ვე ოს­ტე­ო­ქო­რო­ზი, მწვა­ვე ართრო­ზი, ხერ­ხემ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა, რო­მე­ლიც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ჩა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვიდ­რე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გო­ნე­ბას იმგვა­რად და­კარ­გავს, რომ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­უქ­ცე­ვად სა­ხეს მი­ი­ღებს, ის ქვეყ­ნი­დან უნდა გა­ვი­დეს და ეს მალე უნდა მოხ­დეს.

"თუკი დაგ­ვი­ან­და და ქვეყ­ნი­დან გარ­დაც­ვლი­ლი პრე­ზი­დენ­ტის გაყ­ვა­ნა მოგ­ვი­წევს, ამას ძა­ლი­ან მძი­მე შე­დე­გი მოყ­ვე­ბა. სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი ის არის, რომ პრე­ზი­დენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა უა­რეს­დე­ბა, არა­ნა­ი­რად უმ­ჯო­ბეს­დე­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბი­დან ნე­ბის­მი­ე­რი გან­ცხა­დე­ბა, თუ ხე­ლის შეშ­ლა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ახა­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ, ნუ­ლის ფა­სია და ის პრე­ზი­დენ­ტის მკვლე­ლო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. სა­ჯა­რო­დაც შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ბა­ტო­ნი ზურა მო­ნა­წი­ლე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში. მის შთა­მო­მა­ვალს და­ა­მახ­სოვ­რდე­ბა, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის მკვლე­ლი ადა­მი­ა­ნი”, - გა­ნა­ცხა­და ჩა­ლა­ძემ.

მისი თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გო­ნე­ბის კარ­გვის შე­სა­ხებ სჯე­რა იმ ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან, რო­მე­ლიც თა­ვად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ცნო­ბის­თვის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ გუ­შინ გო­ნე­ბა და­კარ­გა, "ვი­ვა­მე­დის“ კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რი, ზუ­რაბ ჩხა­ი­ძე არ ადას­ტუ­რებს. რო­გორც ჩხა­ი­ძე აცხა­დებს, სა­ა­კაშ­ვილს გა­რეგ­ნუ­ლი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით არც რა­ი­მე სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა ეტყო­ბა.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დმა
3

ეს თუ ექიმია.ეს პაციეტს ვერ უმკურნალებს.ძველი ბიჭია

ნინორე
3

ჩალაძე რას უშვები ასეთს გიულის,გაუშლელი ვარდის კოკორს რომ დაამსგავსე.მიშა მამაძიას გეძახის?. რომ გამოვა მაინც დაიმალე. რა იცი რა ხდება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ზურა იტყუება! - ბატონი პრეზიდენტის გონების კარგვის ეპიზოდები რეგულარული ხასიათისაა" - გიორგი ჩალაძე

"ზურა იტყუება! - ბატონი პრეზიდენტის გონების კარგვის ეპიზოდები რეგულარული ხასიათისაა" - გიორგი ჩალაძე

ზურა ჩხაიძის და "ქართული ოცნების“ ნარატივი ერთი და იგივეა, ზურა იტყუება! - ამის შესახებ "მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად შექმნილი შტაბის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ჩალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ექიმ ზურაბ ჩხაიძის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილს გონება არ დაუკარგავს.

ჩალაძის თქმით, "ვივამედის“ კლინიკის დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე სამარცხვინოდ იქცევა, ხოლო "ქართულ ოცნებას“ აღარ დარჩა სხვა სპიკერი, "ასეთი კომიკური ფიგურა, რომელსაც გამოიყვანს და ამ სისულელეებს ილაპარაკებს“.

"ვხედავთ მის პოლიტიკურ მომავალს. ზუსტად იმ მესიჯზეა დამჯდარი, რაზეც "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. სუს-ი მას რით აშანტაჟებს, ამაზე საუბარი არ მსურს. ბატონი ზურას ნათქვამს ჩემთვის ნულის ფასი აქვს, რაც უნდა ის გააკეთოს, საერთოდ არ მადარდებს. რასაც ზურა ამბობს, იმავეს იმეორებენ, კალაძე და სხვა პოლიტიკური აქტორები. მე მოვედი სხვა რამის სათქმელად. ბატონი პრეზიდენტის გონების კარგვის ეპიზოდები უკვე რეგულარული ხასიათისაა. ეს არის ის, რაც დაწერილი იყო სახალხო დამცველის და სხვა ექსპერტების დასკვნებში, რომ ეს ასე მოხდებოდა. სამწუხაროდ, ამან უკვე რეგულარული ხასიათი მიიღო. გუშინ, ასევე ტკივილის მართვის ცენტრიდან მიყვანილი ჰყავდათ ბატონი გადაბაძე, რომელიც ძალიან მაღალი დონის პროფესიონალია და მისი შეფასებითაც, პროცესები არის ღრმად წასული. მას გააჩნია მწვავე ოსტეოქოროზი, მწვავე ართროზი, ხერხემლის დაზიანება, რომელიც დადასტურებულია“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

მისივე თქმით, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი გონებას იმგვარად დაკარგავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუქცევად სახეს მიიღებს, ის ქვეყნიდან უნდა გავიდეს და ეს მალე უნდა მოხდეს.

"თუკი დაგვიანდა და ქვეყნიდან გარდაცვლილი პრეზიდენტის გაყვანა მოგვიწევს, ამას ძალიან მძიმე შედეგი მოყვება. სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ პრეზიდენტის მდგომარეობა უარესდება, არანაირად უმჯობესდება და პოლიტიკური მიზნებიდან ნებისმიერი განცხადება, თუ ხელის შეშლა, "ქართული ოცნების“ ახალი წარმომადგენლების მიერ, ნულის ფასია და ის პრეზიდენტის მკვლელობას ემსახურება. საჯაროდაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბატონი ზურა მონაწილეობს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის საქმეში. მის შთამომავალს დაამახსოვრდება, როგორც პრეზიდენტის მკვლელი ადამიანი”, - განაცხადა ჩალაძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვის შესახებ სჯერა იმ ინფორმაციიდან, რომელიც თავად მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გუშინ გონება დაკარგა, "ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე არ ადასტურებს. როგორც ჩხაიძე აცხადებს, სააკაშვილს გარეგნული დათვალიერებით არც რაიმე სახის დაზიანება ეტყობა.

ასევე იხილეთ: