ავტორი:

დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც ნათესავ ქალს ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა

დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც ნათესავ ქალს ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ბ. ნათესავი ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 აპრილს, ბრალდებულმა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნათესავზე - 1986 წელს დაბადებულ მ.ბ.-ზე ფიზიკურად იძალადა.

თ.ბ.-მ ახალგაზრდა ქალს ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული თ.ბ. ცხელ კვალზე დააკავა.