ჩვენ პუტინს თავს არ დავსხმივართ, ამას ტრიბუნალს დავუტოვებთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ის გამოეხმაურა მოსკოვის ცნობებს, რომ კიევის რეჟიმმა უპილოტო საფრენი აპარატით, კრემლზე, პუტინის რეზიდენციაზე იერიში სცადა.
"ჩვენ თავს არ ვესხმით არც პუტინს, არც მოსკოვს, ჩვენ ტერიტორიაზე ვიბრძვით, ჩვენ სოფლებსა და ქალაქებს ვიცავთ. იარაღის ამისთვისაც კი არ გვყოფნის… ასე რომ - პუტინს თავს არ დავსხმივართ, ამას [საერთაშორისო] ტრიბუნალს დავუტოვებთ" - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ბრძოლის ველზე რუსეთს გამარჯვებები არ აქვს და პუტინს აღარ შეუძლია რუსული საზოგადოების მოტივირება და ჯარისკაცების უბრალოდ ომში გაგზავნა, ამიტომ იგი დაინტერესებული, რომ უკრაინას რაღაც “დანაშაულები” დააბრალოს.
“რამე უეცარი უნდა აკეთოს: ხან “მკვლელობის მცდელობები,” ხან დრონები, ხან რაღაც “იხვები, რომლებმაც ისინი დაბომბეს.” ყოველდღიურად ამა თუ იმ ნაბიჯებს იგონებენ, მაგრამ ყველაფერი მარტივად გვარდება: არავის დაშინება არ არის საჭირო, არ არის იარაღის გამოყენება საჭირო, ჩვენი ტერიტორიიდან უნდა გახვიდეთ”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
წაიკითხეთ ასევე: