Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აშშ-მა და საქართველომ ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ რესურსები ქვეყნის შიდა სწავლებებზე მიმართულიყო" - საელჩოს განცხადება "დამცველი 2023"-ზე
"აშშ-მა და საქართველომ ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ რესურსები ქვეყნის შიდა სწავლებებზე მიმართულიყო" - საელჩოს განცხადება "დამცველი 2023"-ზე

აშშ-ის სა­ელ­ჩო 2023 წელს სა­ქარ­თვე­ლოს­თან სამ­ხედ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­ში სა­ელ­ჩო აღ­ნიშ­ნავს, აშშ-მა და სა­ქარ­თვე­ლომ ერ­თობ­ლი­ვად გა­და­წყვი­ტა, რომ რე­სურ­სე­ბი ქვეყ­ნის შიდა, მრა­ვა­ლე­როვ­ნულ სწავ­ლე­ბებ­ზე ყო­ფი­ლუ­ყო მი­მარ­თუ­ლი.

"შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის ერ­თგუ­ლი რჩე­ბა და ერ­თობ­ლივ მუ­შა­ო­ბას გა­ნაგ­რძობს, რათა ორი­ვე ქვე­ყა­ნა გახ­დეს უფრო უსაფრ­თხო და და­ცუ­ლი. 2023 წელს შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი და სა­ქარ­თვე­ლო ერ­თობ­ლი­ვი სამ­ხედ­რო აქ­ტი­ვო­ბე­ბის ფარ­თო სპექტრის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას აგ­რძე­ლებს.

წელს შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი და სა­ქარ­თვე­ლო ერ­თობ­ლი­ვად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი არი­ან, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ზარ­დონ ურ­თი­ერ­თსა­სარ­გებ­ლო სწავ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის. ამ ძა­ლის­ხმე­ვის ფარ­გლებ­ში, ჩვენ ერ­თობ­ლი­ვად გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ რე­სურ­სე­ბი მივ­მარ­თოთ ქვეყ­ნის შიდა, მრა­ვა­ლე­როვ­ნულ სწავ­ლე­ბებ­ზე: „Agile Spirit” და „ღირ­სე­უ­ლი პარტნი­ო­რი” და მათ წარ­სულ წარ­მა­ტე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით, მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტი­ა­ნად გა­ვაძ­ლი­ე­როთ სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თთავ­სე­ბა­დო­ბა, მე­დე­გო­ბა და თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში, რო­მელ­საც სა­ელ­ჩო ავ­რცე­ლებს.

  • სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გუ­შინ აშშ-ის ევ­რო­პუ­ლი სარ­დლო­ბის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ მრა­ვა­ლე­როვ­ნულ სწავ­ლე­ბა “დამ­ცვე­ლი 2023”-ში სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­კი­თხის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა.

რო­გორც უწყე­ბა "დამ­ცვე­ლი 2023"-ში სა­ქარ­თვე­ლოს არ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ცნო­ბებ­ზე გან­მარ­ტავს, თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის მიზ­ნე­ბი­დან და ამო­ცა­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მთა­ვარ სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორ­თან აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­თა და მათი რე­კო­მენ­და­ცი­ით გა­და­წყდა, მეტი ძა­ლის­ხმე­ვა და რე­სურ­სე­ბი მი­მარ­თუ­ლი­ყო ისეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რივ სწავ­ლე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც უფრო მე­ტად ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნის გაზ­რდას, ნა­ტოს წევრ და პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­თან ურ­თი­ერ­თთავ­სე­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბას, გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას და პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბენდუქა
0

სალეჩომ გამოაცალა სალაპარაკო ჩვენ ჩახდილ ოპოზიციონერებს )))))

 

გამოვიდოდნენ ეხლა რიგ რიგობით და ათას სისულელეს შეთხზავდნენ თავიანთ ამპლუაში.

ორდე
0

აფსუს, რა თემა წაართვეს მეცოცხეებს "რუსულია, რუსულიას" საძახებლად!

ავტორი:

"აშშ-მა და საქართველომ ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ რესურსები ქვეყნის შიდა სწავლებებზე მიმართულიყო" - საელჩოს განცხადება "დამცველი 2023"-ზე

"აშშ-მა და საქართველომ ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ რესურსები ქვეყნის შიდა სწავლებებზე მიმართულიყო" - საელჩოს განცხადება "დამცველი 2023"-ზე

აშშ-ის საელჩო 2023 წელს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში საელჩო აღნიშნავს, აშშ-მა და საქართველომ ერთობლივად გადაწყვიტა, რომ რესურსები ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე ყოფილუყო მიმართული.

"შეერთებული შტატები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ერთგული რჩება და ერთობლივ მუშაობას განაგრძობს, რათა ორივე ქვეყანა გახდეს უფრო უსაფრთხო და დაცული. 2023 წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივი სამხედრო აქტივობების ფართო სპექტრის განხორციელებას აგრძელებს.

წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივად ორიენტირებული არიან, რომ მაქსიმალურად გაზარდონ ურთიერთსასარგებლო სწავლებები საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ რესურსები მივმართოთ ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე: „Agile Spirit” და „ღირსეული პარტნიორი” და მათ წარსულ წარმატებაზე დაყრდნობით, მაქსიმალურად ეფექტიანად გავაძლიეროთ საქართველოს ურთიერთთავსებადობა, მედეგობა და თავდაცვისუნარიანობა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს.

  • საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გუშინ აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ სწავლება “დამცველი 2023”-ში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის საკითხის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

როგორც უწყება "დამცველი 2023"-ში საქართველოს არ მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებზე განმარტავს, თავდაცვის ძალების მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აქტიური კომუნიკაციითა და მათი რეკომენდაციით გადაწყდა, მეტი ძალისხმევა და რესურსები მიმართულიყო ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ სწავლებებზე, რომლებიც უფრო მეტად ითვალისწინებენ საბრძოლო მზადყოფნის გაზრდას, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, გამოცდილების გაზიარებას და პროფესიული უნარების გაუმჯობესებას.