საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემიძლია სრულიად ნათლად და დარწმუნებით ვთქვა, ნატოს დღის წესრიგში საქართველო ძალიან მაღლა დგას" - აპატურაი
"შემიძლია სრულიად ნათლად და დარწმუნებით ვთქვა, ნატოს დღის წესრიგში საქართველო ძალიან მაღლა დგას" - აპატურაი

შე­მიძ­ლია სრუ­ლი­ად ნათ­ლად და დარ­წმუ­ნე­ბით ვთქვა, რომ ნა­ტოს დღის წეს­რიგ­ში სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­დღი­უ­რად ძა­ლი­ან მაღ­ლა დგას. ამის შე­სა­ხებ ნა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის თა­ნა­შემ­წემ უსაფრ­თხო­ე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვე­ბის სა­კი­თხებ­ში, ჯეიმ აპა­ტუ­რა­იმ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ნატო სა­ქარ­თვე­ლოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ზრდის.

“შე­მიძ­ლია სრუ­ლი­ად ნათ­ლად და დარ­წმუ­ნე­ბით ვთქვა, რომ ნა­ტოს დღის წეს­რიგ­ში სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­დღი­უ­რად ძა­ლი­ან მაღ­ლა დგას - საბ­ჭოს დო­ნე­ზე ყვე­ლა შეხ­ვედ­რა­ზე, რო­დე­საც ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, მათ შო­რის მე­ზობ­ლებ­ზე რუ­სე­თის ცუდი გავ­ლე­ნის კონ­ტექ­სტში. უკვე გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გავ­ზარ­დოთ, ამას ვა­კე­თებთ. ვიცი, რომ მი­დის სა­უ­ბა­რი, ამ გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პროგ­რა­მას მეტი ხორ­ცი შე­ეს­ხას.

რო­გო­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ენა იქ­ნე­ბა [ვილ­ნი­უ­სის სა­მიტ­ზე], რო­მე­ლიც ღია კა­რის პო­ლი­ტი­კას შე­ე­ხე­ბა, გულ­წრფე­ლად არ ვიცი. დო­კუ­მენ­ტის წი­ნას­წა­რი ვა­რი­ან­ტიც არ არის წარ­დგე­ნი­ლი, მაგ­რამ ნა­თე­ლია, ბუ­ქა­რეს­ტის [სა­მი­ტის] პი­რო­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ნა­ტოს წევ­რი გახ­დე­ბა, რჩე­ბა და ამის არა­ნა­ირ ცვლი­ლე­ბას არ ველი. ასე რომ, და­ვე­ლო­დოთ და ვნა­ხოთ რო­გო­რი ენა იქ­ნე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და აპა­ტუ­რა­იმ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თერჯოლელი
1

საქართველო მაღლა დგას,მაგრამ ნატოს კარებში ვერ შევდივართ,ქარს დაუკეტია და გასაღებიც ვერ იპოვნეს,დაკარგულა და გვეუბნებიან:სანამ არ ვიპოვნით მანამდე უნდა დაგველოდოთო,ჩვენც დაველოდოთ,იპოვნიან ალბათ,მითუმეტეს გასაღების პოვნისთვის ტენდერი ყოფილა გამოცხადებული.

მეცინება
1

აუჰ, რას მეუბნები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"შემიძლია სრულიად ნათლად და დარწმუნებით ვთქვა, ნატოს დღის წესრიგში საქართველო ძალიან მაღლა დგას" - აპატურაი

"შემიძლია სრულიად ნათლად და დარწმუნებით ვთქვა, ნატოს დღის წესრიგში საქართველო ძალიან მაღლა დგას" - აპატურაი

შემიძლია სრულიად ნათლად და დარწმუნებით ვთქვა, რომ ნატოს დღის წესრიგში საქართველო ყოველდღიურად ძალიან მაღლა დგას. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში, ჯეიმ აპატურაიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ნატო საქართველოსთან თანამშრომლობას ზრდის.

“შემიძლია სრულიად ნათლად და დარწმუნებით ვთქვა, რომ ნატოს დღის წესრიგში საქართველო ყოველდღიურად ძალიან მაღლა დგას - საბჭოს დონეზე ყველა შეხვედრაზე, როდესაც ჩართულობაზე ვსაუბრობთ, მათ შორის მეზობლებზე რუსეთის ცუდი გავლენის კონტექსტში. უკვე გადავწყვიტეთ, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა გავზარდოთ, ამას ვაკეთებთ. ვიცი, რომ მიდის საუბარი, ამ გაძლიერებული თანამშრომლობის პროგრამას მეტი ხორცი შეესხას.

როგორი პოლიტიკური ენა იქნება [ვილნიუსის სამიტზე], რომელიც ღია კარის პოლიტიკას შეეხება, გულწრფელად არ ვიცი. დოკუმენტის წინასწარი ვარიანტიც არ არის წარდგენილი, მაგრამ ნათელია, ბუქარესტის [სამიტის] პირობა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, რჩება და ამის არანაირ ცვლილებას არ ველი. ასე რომ, დაველოდოთ და ვნახოთ როგორი ენა იქნება”, - განაცხადა აპატურაიმ.