ავტორი:

ალა პუგაჩოვა კერძო თვითმფრინავით მოსკოვში ჩაფრინდა - რა გახდა პრიმადონას მოულოდნელი სტუმრობის მიზეზი?

ალა პუგაჩოვა კერძო თვითმფრინავით მოსკოვში ჩაფრინდა - რა გახდა პრიმადონას მოულოდნელი სტუმრობის მიზეზი?

ალა პუგაჩოვა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რუსეთიდან ემიგრაციაში წავიდა და ახლა ისრაელში ცხოვრობს, მოსკოვში ჩაფრინდა. ამის შესახებ TASS-ი პრიმადონას თანაშემწე ელენა ჩუპრაკოვაზე დაყრდნობით იტყობინება.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუგაჩოვა დომოდედოვოს აეროპორტში დაეშვა "კერძო თვითმფრინავით, ხმაურისა და აურზაურის გარეშე".

ოფიციალურად, მისი ვიზიტის მიზეზი არ არის დაკონკრეტებული, მაგრამ სავარაუდოდ, მომღერალი თავისი მეგობრის, დიზაინერის ვალენტინ იუდაშკინის ხსოვნის პატივსაცემად ჩავიდა, რომელიც გუშინ კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. ჩუპრაკოვამ აღნიშნა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, გეგმავს თუ არა პუგაჩოვა დიზაინერთან დამშვიდობებას.

იუდაშკინის დაკრძალვა 6 მაისს ტროეკუროვსკის სასაფლაოზე გაიმართება.

მანამდე მოდის დიზაინერი ვიაჩესლავ ზაიცევიც გარდაიცვალა, რის შემდეგაც პუგაჩოვამ სოციალურ ქსელებში მადლიერების პოსტი გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი საჯაროდ გამოვიდნენ უკრაინაში მიმდინარე ომის წინააღმდეგ. ამის გამო წყვილის მიმართ კრიტიკა არ დაიშურეს კოლეგებმა. გალკინი კი აგენტების სიაშიც კი მოხვდა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ პუგაჩოვამ და გალკინმა თავიანთი ცნობილი ციხე სოფელ გრიაზში გაყიდეს. მისი მფლობელი შოუმენი სტას ბარეცკი გახდა.

წაიკითხეთ ასევე: