ავტორი:

"როგორ გრძნობენ თავს შოიგუ და გერასიმოვი?" - უკრაინული მხარის პირველი გამოხმაურება კრემლის დაბომბვაზე: რა ინფორმაცია აქვთ მათ მომხდარზე?

"როგორ გრძნობენ თავს შოიგუ და გერასიმოვი?" - უკრაინული მხარის პირველი გამოხმაურება კრემლის დაბომბვაზე: რა ინფორმაცია აქვთ მათ მომხდარზე?

"კრემლზე ე.წ. ღამის თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა სერჰი ნიკიფოროვმა განაცხადა.

"კრემლზე ე.წ. ღამის თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, უკრაინის მფლობელობაში არსებული ყველა ძალა და საშუალება საკუთარი ტერიტორიის გათავისუფლებისკენ არის მიმართული, და არა სხვისაზე თავდასხმისკენ.

ცალკე გასაკვირია ტერორისტი სახელმწიფოს ფორმულირებები. ტერაქტი - ეს დნიპროში და უმანში განადგურებული სახლებია, ან რაკეტა რკინიგზის სადგურის რიგში კრამატორსკში და ბევრი სხვა ტრაგედია. ის კი, რაც მოსკოვში მოხდა, აშკარად 9 მაისისთვის ვითარების გამწვავებაა. მოსალოდნელი ხრიკი ჩვენი მოწინააღმდეგეებისგან,” - განაცხადა ნიკიფოროვმა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ანტონ გერაშენკოს განცხადებით, ინფორმაცია გაჩნდა, რომ კრემლის შენობაზე დრონი რუსმა პარტიზანებმა მოსკოვის რეგიონიდან გაუშვეს.

"კითხვები: 1. როგორ შეძლო დრონმა მოსკოვში განთავსებული ყველა საჰაერო თავდაცვის სისტემის გავლა? და როგორ გრძნობენ დღეს თავს რუსეთის საჰაერო თავდაცვის ხელმძღვანელი შოიგუ და გერასიმოვი? 2. გააუქმებს თუ არა რუსეთი 9 მაისს აღლუმს? თუ დაელოდებიან დრონს აღლუმის განმავლობაში?“, - დაწერა გერაშენკომ.

  • ცნობისთვის, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ კრემლზე შეტევა უპილოტო საფრენი აპარატებით სცადა. როგორც kommersant.ru წერს, ამის შესახებ განცხადება პუტინის პრესსამსახურში გაკეთდა. პრესსამსახურისვე თქმით: "რუსეთი იტოვეს შურისძიების უფლებას ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის“.

"ღამით კიევის რეჟიმმა რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე დარტყმა სცადა", - აცხადებენ კრემლში და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ თავდასხმის შედეგად ვლადიმერ პუტინი არ დაშავებულა, არ შეცვლილა მისი სამუშაო განრიგი და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

"თავდასხმაში ორი უპილოტო საფრენი აპარატი მონაწილეობდა. სამხედრო და სპეცსამსახურების მიერ სარადარო კონტროლის სისტემების დროული მოქმედებების შედეგად, ისინი ჩამოაგდეს. კრემლის ტერიტორიაზე ფრაგმენტების მიმოფანტვის შედეგად, მსხვერპლი და მატერიალური ზარალი არ ყოფილა“, - აცხადებენ პრესსამსახურში.

კრემლმა უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმა შეაფასა, როგორც დაგეგმილი ტერორისტული აქტი, რომელიც განხორციელდა 9 მაისის ღონისძიებებამდე, სადაც დაგეგმილია "უცხოელი სტუმრების დასწრება“.

წაიკითხეთ ასევე: