ავტორი:

კრემლიც დაიბომბა! - ის, რომ დრონებმა მოახერხეს შეღწევა მსოფლიოში ჰაერიდან ყველაზე დაცულ ტერიტორიაზე, რუსული საჰაერო თავდაცვის დიდ მინუსებზე ლაპარაობს

კრემლიც დაიბომბა! - ის, რომ დრონებმა მოახერხეს შეღწევა მსოფლიოში ჰაერიდან ყველაზე დაცულ ტერიტორიაზე, რუსული საჰაერო თავდაცვის დიდ მინუსებზე ლაპარაობს
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

30 წლის წინ, 1993 წლის მაისში, აფხაზეთის ომში, სოხუმის რუსული ავიაციის მიერ მორიგი დაბომბვისას ჩავიფიქრე - როდის მოვა დრო, რომ ბომბები ჰაერიდან თვით კრემლსაც დაეცეს-მეთქი...

და, აი, 2023 წლის 2-3 მაისის ღამეს რუსეთის ფედერაციის დედაქალაქის მოსკოვის ცენტრში, კრემლის ტერიტორიაზე აფეთქებების ხმა გაისმა და შავმა ღრუბელმა ცაში აიწია...

რუსეთის ოფიციალურმა პირებმა თავადვე აღიარეს, რომ კრემლზე ღამისეული შეტევა ორმა კამიკაძე-დრონმა განახორციელა, თუმცა რუსეთის სპეცსამსახურებმა რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ორივე ეს "უკრაინული “ დრონი ჩამოაგდეს და აფეთქებების შედეგად წარმოქმნილ ნამსხვრევებს კრემლის ტერიტორიაზე არავინ დაუზიანებიათო...

თავად ის ფაქტი, რომ კამიკაძე-დრონებმა მოახერხეს შეღწევა კრემლის, მსოფლიოში ჰაერიდან ყველაზე დაცული ტერიტორიის თავზე, უკვე რუსული საჰაერო თავდაცვის დიდ მინუსებზე ლაპარაობს, თუმცა რა გინდათ,1987 წლის 28 მაისს, 18 წლის მათიას რუსტმაც თავისი პატარა "სესნაც“ ხომ კრემლის წინ, წითელ მოედანზე დასვა...

რუსეთის მაღალჩინოსნები თავს იმით ინუგეშებენ, რომ პრეზიდენტი პუტინი თურმე ამ დროს კრემლში არ იმყოფებოდა და ნოვო-ოგარევოს რეზიდენციაში მუშაობდაო... გააგრძლეთ კითხვა