პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა" - NDI-ის კვლევა
"ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა" - NDI-ის კვლევა

ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი­სა და CRRC-სა­ქარ­თვე­ლოს მიერ დღეს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი კვლავ მტკი­ცედ უჭე­რენ მხარს ევ­რო­კავ­შირ­თან ახლო პო­ლი­ტი­კურ (54 პრო­ცენ­ტი) და ეკო­ნო­მი­კურ (52 პრო­ცენ­ტი) თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, თუმ­ცა, ასე­თი მის­წრა­ფე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ქვეყ­ნის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­სა­წევ­რი­ა­ნებ­ლად საკ­მა­რისს არ აკე­თებს. ამის შე­სა­ხებ ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი.

რო­გორც NDI სა­ქარ­თვე­ლოს დი­რექ­ტორ­მა ალან გი­ლამ­მა აღ­ნიშ­ნა, ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მა­ღა­ლი მხარ­და­ჭე­რა ცხად­ყოფს, რომ ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცია მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ურ­ყე­ვი ნე­ბაა.

"სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ასე­თი მის­წრა­ფე­ბა სტი­მუ­ლი უნდა გახ­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­მო­ქა­ლა­ქო ლი­დე­რე­ბის­თვის, რათა მათ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის სა­პა­სუ­ხოდ იმოქ­მე­დონ.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ მთავ­რო­ბამ, პარ­ლა­მენ­ტმა და პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ებ­მა ერ­თმა­ნეთ­თან ითა­ნამ­შრომ­ლონ და ძა­ლის­ხმე­ვა მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისე­თი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე მი­მარ­თონ, რო­გო­რი­ცაა: სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი, სი­ღა­რი­ბე და ფა­სე­ბის ზრდა. ეს ქვე­ყა­ნა­ში ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სად­მი ნდო­ბის აღ­დგე­ნას შე­უ­წყობს ხელს. ვიწ­რო პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გის ნაც­ვლად, მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტულ სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ო­ბა და ამ გზით პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი­სად­მი ნდო­ბის აღ­დგე­ნა, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი წი­ნა­პი­რო­ბაა“,- აღ­ნიშ­ნა ალან გი­ლამ­მა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, NDI-ის კვლე­ვა­შია ნათ­ქვა­მია, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის 64 პრო­ცენ­ტი ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი­დან მათ ინ­ტე­რე­სებს არ­ცერ­თი არ წარ­მო­ად­გენს.

"უახ­ლე­სი კვლე­ვა ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მი­მართ მო­სახ­ლე­ო­ბის და­ბალ ნდო­ბა­ზეც მი­უ­თი­თებს. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის 64 პრო­ცენ­ტი ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი­დან მათ ინ­ტე­რე­სებს არ­ცერ­თი არ წარ­მო­ად­გენს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­საზ­რე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის მხარ­დამ­ჭერ­თა შო­რი­საც გა­მო­იკ­ვე­თა: "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­დამ­ჭერ­თა 14 პრო­ცენ­ტი და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის მხარ­დამ­ჭერ­თა 36 პრო­ცენ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ მათ ინ­ტე­რე­სებს არ­ცერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია არ წარ­მო­ად­გენს. პარ­ტი­ე­ბის მი­მართ სკეპ­ტი­კუ­რი გან­წყო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით, ახალ­გაზ­რდა ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში გა­მო­იკ­ვე­თა - მათ­გან მხო­ლოდ 15 პრო­ცენ­ტი ამ­ბობს, რომ ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია მა­ინც ეხ­მი­ა­ნე­ბა მათ ინ­ტე­რე­სებს. ამა­ვე კვლე­ვის თა­ნახ­მად, უმ­რავ­ლე­სო­ბის აზ­რით, პარ­ლა­მენ­ტი მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს არ პა­სუ­ხობს. მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხე­ვა­რი (49 პრო­ცენ­ტი) მი­იჩ­ნევს, რომ პარ­ლა­მენ­ტი არ იღებს კა­ნო­ნებს მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე. მე­ტიც, მხო­ლოდ მე­სა­მე­დი ამ­ბობს, რომ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო რე­გუ­ლა­რუ­ლად ეკონ­ტაქ­ტე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებს. და­ბო­ლოს, ყო­ვე­ლი მე­ო­რე მო­ქა­ლა­ქე (51 პრო­ცენ­ტი) ამ­ბობს, რომ არ­ცერთ ქარ­თულ ტე­ლე­არხს არ ენ­დო­ბა, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზრდაა 2019 წლის შემ­დეგ, როცა ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 20 პრო­ცენტს შე­ად­გენ­და“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ამას­თან, ნათ­ქვა­მია, რომ კვლე­ვის მო­ნა­ცე­მე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში მეტი ქა­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვილ­ზეც მი­უ­თი­თებს.

"ეს დას­ტუ­რია იმი­სა, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებს პო­ლი­ტი­კურ დის­კურ­სში და დღის წეს­რიგ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა სურთ. 2014 წელ­თან შე­და­რე­ბით, გაზ­რდი­ლია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა (48 პრო­ცენ­ტი­დან 56 პრო­ცენ­ტამ­დე) ვინც ფიქ­რობს, რომ ქალი და კაცი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ერ­თნა­ი­რად წარ­მო­ად­გე­ნენ მათ ინ­ტე­რე­სებს. ახლა ნაკ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნი (მხო­ლოდ 16 პრო­ცენ­ტი) მი­იჩ­ნევს, რომ კაცი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ქა­ლებ­ზე უკეთ წარ­მო­ად­გე­ნენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ პარ­ლა­მენ­ტში ქა­ლე­ბი­სა და კა­ცე­ბის თა­ნა­ბარ გა­და­ნა­წი­ლე­ბას სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი ემ­ხრო­ბა“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რო­გორც ალან გი­ლამ­მა გა­ნა­ცხა­და, კვლე­ვა ცხად­ყოფს, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებს სურთ მეტი ქა­ლის ხილ­ვა არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კა­ში, არა­მედ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ სხვა პო­ზი­ცი­ებ­ზეც. ამ მო­ნა­ცე­მებ­მა ბიძ­გი უნდა მის­ცეს პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს, რათა მო­სახ­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლის სა­პა­სუ­ხოდ ქალ­თა პო­ლი­ტი­კურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას შე­უ­წყონ ხელი.

ამას­თან, გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ NDI იკ­ვლევს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზრს, რათა და­ეხ­მა­როს და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებს, გა­ი­გონ და გა­დაჭ­რან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის პრობ­ლე­მა­ტუ­რი სა­კი­თხე­ბი ზუსტ, მი­უ­კერ­ძო­ე­ბელ და სტა­ტის­ტი­კუ­რად სწორ მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით.

"კვლე­ვის მი­ზა­ნია, ხელი შე­უ­წყოს ისე­თი პო­ლი­ტი­კი­სა და მმარ­თვე­ლო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, რო­მე­ლიც უფრო მე­ტად იქ­ნე­ბა მორ­გე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი ან­გა­რი­ში 17-23 მარ­ტის პე­რი­ოდ­ში ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ჩა­ტა­რე­ბულ, სა­ქარ­თვე­ლოს ზრდას­რუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით სა­ტე­ლე­ფო­ნო გა­მო­კი­თხვის შე­დე­გებს ემ­ყა­რე­ბა (ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­მოკ­ლე­ბით). მარ­ტში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვა 1032 დას­რუ­ლე­ბულ ინ­ტერ­ვი­უს მო­ი­ცავს. სა­შუ­ა­ლო ცდო­მი­ლე­ბის ზღვა­რი +/- 2 პრო­ცენ­ტია.

NDI-ის კვლე­ვა დიდი ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბის UK aid-ის ფი­ნან­სუ­რი ხელ­შე­წყო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. კვლე­ვა ჩა­ტა­რე­ბუ­ლია CRRC სა­ქარ­თვე­ლოს მიერ“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გუდუნა თუთაშხია
0

არ ვიცი,რა სურდა და რატომ სურდა დამკვეთს/შემსრულებელს,მაგრამ ამ კვლევით ერთი რამე გამოჩნდა,64% ფიქრობთ რო მათ ინტერესს არცერთი პარტია არ წარმოადგენს,ხოდა ლოგიკური კითხვა,36% მართავს 64%? იმ 36% არის ყველა პარტია ერთად და რა გამოდის,ყველა პარტია ერთად აღებული არის უმცირესობაში,თუმცა მართვის სადავეები,ფულად სახსრებზე წვდომა და ათასი პრივილეგია მათია. რა გამოდის იცით,36% ახდენს ოკუპირება ანექსიას დანარჩენი 64% და კიდევ გვაქვს განცდა,რომ ამ ქვეყანას მომავალი აქვს? ადრინდელი კვლევის შედეგებშიც ეს უნდობლობა 50-60% ფარგლებში იყო,დრო გადის და უნდობლობა იზრდება. ეს იცით რაზე მეტყველებს,იმაზე რო სუბარი და მაჭარაშვილი მართლები იყვნენ,ქართველი პოლიტიკოსები არ გამოხატავენ ქართველი ხალხის ნებას და ინტერესს,რაც ავტომატურად ნიშნავს,სხვა ქვეყნების ან პირების ინტერესის გამოხატვას,რაც აგენტობაა ჩვეულებრივი. წლების განმავლობაში,არცერთი პოლიტიკოსი არ ცდილობს,რომ ხალხის თვალში მარკები აიწიოს და რეიტინგი მოიმატოს,თუმცა პოლიტიკურ ველზე მაინც რჩებიან და ეს რანაირად ხდება? პოლიტიკაში დარჩენას ფული უნდა და ლოგიკური კითხვა,იმ პარტიას,რომლესაც ორი კაცი უჭერს მხმარს,ფული საიდან უნდა ქონდეს? სავარაუდო პასუხია,უცხოეთიდან ფინანსდებიან და ვინც აფინანსებს,მათი ინტერესაც ატარებენ და ამიტომაც ჰკიდიათ ქართველი ამომრჩევლის ინტერესები და არც არაფერს ცდილობენ. ტყუილია თუ მართალი ეს კვლევა ან ასახავს თუ არა სიმართლეს,არ ვიცი,თუმცა ბევრი დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა. ერთერთი დასკვნა ასეთია,ამ ქვეყანაში მართველობას არ ფლობს ქართველი ხალხი,ეს რო ასე არ იყოს,მაშინ 64% დაწერდნენ რო ვიღაცან მაინც ენდობაო.

ხო მართლა,ჩემი ზემოთ დაწერილი თუ არ მოგეწონებათ,რაც 64% გამოყვანით არის ნაკარნახევი და იმით რო გამოკითხულთა 64% არ ენდობა არცერთ პარტიას. თან იმას მიუთითებს,რომ მათი ურყევი არჩევანი არის ევროპა და ცოტა არაადეკვატურია,ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკურ ძალაზე ვისაც ენდობა,ხოლო ამ ჩამოუყალიბებელი ხალხის ურყევი ნება ყოფილა ევროპა,ეს რანაირად ჯდება? კანდიდატის სტატუსამდე ვიღაცამ ან რაღაცამ ხომ მიგიყვანა,ხოდა თუ თვლი რო არცერთი პოლიტიკური ჯგუფი არ წარმოადგენს შენს ინტერეს,ხოლო იმასაც ამბობს,რომ ევროპა არის ურყევი ნება,მაშინ ეს რანაირი ლოგიკა? თურმე ამ ქვეყნის უმრავლესობა არ ენდობა არცერთ პარტიას და უნდა ევროპა,ხოდა ევროპაში პუტინი შეგიყვანთ თუ... აგერ გუშინი,ევროპაში შეხვდერები ატარეს ქოცებმა,იმის წინ რუბლოვა-გირჩა და ტიტე იყვნენ,კიდევ ვიღაცეები დაბოდიალობენ იქეთ და ეგრე პოზიციონირებენ ეს ხალხი რო ევროპა უნდათ,ხოლო მათ თქვენ არ ენდობით ამ პარტიებს თუ პოლიტიკოსებს,ხოლო თქვენთვის სანდო ევროპის წარმომადგენლები ამ ხალხს ხვდებიან აქაც და იქაც,რას საუბრობენ თქვენ არ იცით და იქნება თქვენი ოკუპაცია უნდათ რუსებივით,იცით? არ იცით ბიძია,რადგან პოლიტიკოსებს არ ენდობით და თუ არ ედობით,მაშინ სიტყვაზე რანაირად უჯერებთ,რომ ევროპას ჩვენთვის კარგი უნდა? იქნებ არ უნდა,პირადად გითხრათ ვინმემ? მე არ ვიცი,შესაძლოა კარგიც უნდათ,რაც კვლევებით გამოჩნდა, არიც უნდობლობა იმ ხალხის,რომლებსაც ევროპელები ენდობიან და ხვდებიან,პარტნიორად აღიქვავენ,ხოდა თქვენ იმ ევროპელების სანდო ხალხს არ ენდობით,ხოლო თავად ევროპას კი,რატომ? მე ვიცი,რატომაც და რისთვსიაც,წარმოდგენა არ გაქვთ რეალურად რა არის ევროკავშირი და რას უნდა ველოდოთ მათგან,ვიღაცამ თქვა კაი რამეაო და თქვენც თუთიყუშებივით იმოერებთ. ქართველს არ ენდობი და ევროპელს კი,რანაირად გინდა მიგიღონ ევროპაში? ევროპაში იღებენ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს და ჩვენ ვართ კი დამოუკიდებლები? აგერ მოსახლეობის 64% არავის უჭერს მხარს და ეს რანაირი დამოიკდებლობა არის? მთავრობა და ვითომ მათი ოპონენტები სსრკ დროსაც იყო,თუმცა ხალხი მათაც არ უჭერდა მხარს,იცით რატომ? იმიტომ რო ისინი იყნენ მტრები,როგორც ეხლა არის პარტიების საქმე,იქაც ქართველბი იყვნენ სათავეში,თუმცა მართული ქართველები. მაშინ მოსკოვიდან იმართებოდნენ,ხოლო ეხლა ბრიუსელიდან ან ვაშინგტონიდან,სად არის აქ საქართველო?

dato
7

სისულელეა! ევროკავშირი და ნატო საქართველოსთვის პანაცეა არაა. ნატო, პირიქით, დამღუპველია ჩვენთვის. ამისთვის 2008 ში მაგრად მოგვხვდა და დაგვიშალეს სახელმწიფო. ვინ დაგვეხმარა, ნატო? აშშ? არავინ. ეს უნამუსო მანიპულატორები გამოკითხავენ 1500 კაცს მთელი ქვეყნის მასშტაბით და აქედან გამოქვთ „დასკვნები“ რას ფიქრობს ხალხი! არცერთ ნორმალურ ადამიანს არ სჯერა, რომ ნატოში მიგვიღებენ. ამას თავად ნატოს წესდება ეწინააღმდეგება. სტატუსი არ მოგვცეს კანდიდატის. ნებისმიერმა საქმიანმა ადამიანმა იცის, რომ რუსეთი ქართული ეკონომიკისთვის დიდი გასაღების ბაზარია, ასევე უკრაინა, მეზობელი ქვეყნები და შაუა აზიის რესპუბლიკები. ევროპის დიდი ბაზარი კი აქედან ჯერ ძალიან შორსაა, მერეც ის მონოპოლიზებულია საერთაშორისსო კომპანიების მიერ და ჩვენს წარმოებულ პროდუქციას იქ მიზერული ადგილის დაჭერა თუ შეუძლია. მხოლოდ მოსყიდული პოლიტელიტა გაჰყვირის ხალხს დასავლეთზე ჭკუა ეკეტება და მათ გარეძშე არსებობა ვერ წარმოუდგენიაო.. სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. ეს მარაზმი ამ ქვეყანაში თუარ დასრულდა, საქართველო გაქრება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა" - NDI-ის კვლევა

"ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა" - NDI-ის კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები კვლავ მტკიცედ უჭერენ მხარს ევროკავშირთან ახლო პოლიტიკურ (54 პროცენტი) და ეკონომიკურ (52 პროცენტი) თანამშრომლობას, თუმცა, ასეთი მისწრაფებების მიუხედავად, მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გასაწევრიანებლად საკმარისს არ აკეთებს. ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც NDI საქართველოს დირექტორმა ალან გილამმა აღნიშნა, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მაღალი მხარდაჭერა ცხადყოფს, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მოქალაქეების ურყევი ნებაა.

"საქართველოს მოსახლეობის ასეთი მისწრაფება სტიმული უნდა გახდეს პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერებისთვის, რათა მათ მოქალაქეების საჭიროებების საპასუხოდ იმოქმედონ.

აუცილებელია, რომ მთავრობამ, პარლამენტმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთთან ითანამშრომლონ და ძალისხმევა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ისეთი საკითხების მოგვარებაზე მიმართონ, როგორიცაა: სამუშაო ადგილები, სიღარიბე და ფასების ზრდა. ეს ქვეყანაში ინსტიტუტებისადმი ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს. ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის ნაცვლად, მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე მუშაობა და ამ გზით პოლიტიკური პარტიებისადმი ნდობის აღდგენა, დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა“,- აღნიშნა ალან გილამმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, NDI-ის კვლევაშია ნათქვამია, რომ მოქალაქეების 64 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიებიდან მათ ინტერესებს არცერთი არ წარმოადგენს.

"უახლესი კვლევა ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის დაბალ ნდობაზეც მიუთითებს. მოქალაქეების 64 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიებიდან მათ ინტერესებს არცერთი არ წარმოადგენს. აღნიშნული მოსაზრება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერთა შორისაც გამოიკვეთა: "ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 14 პროცენტი და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა 36 პროცენტი მიიჩნევს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს. პარტიების მიმართ სკეპტიკური განწყობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში გამოიკვეთა - მათგან მხოლოდ 15 პროცენტი ამბობს, რომ ერთი პოლიტიკური პარტია მაინც ეხმიანება მათ ინტერესებს. ამავე კვლევის თანახმად, უმრავლესობის აზრით, პარლამენტი მოსახლეობის საჭიროებებს არ პასუხობს. მოსახლეობის ნახევარი (49 პროცენტი) მიიჩნევს, რომ პარლამენტი არ იღებს კანონებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მეტიც, მხოლოდ მესამედი ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანო რეგულარულად ეკონტაქტება მოქალაქეებს. დაბოლოს, ყოველი მეორე მოქალაქე (51 პროცენტი) ამბობს, რომ არცერთ ქართულ ტელეარხს არ ენდობა, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა 2019 წლის შემდეგ, როცა ეს მაჩვენებელი 20 პროცენტს შეადგენდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, ნათქვამია, რომ კვლევის მონაცემები პოლიტიკაში მეტი ქალის მონაწილეობის სურვილზეც მიუთითებს.

"ეს დასტურია იმისა, რომ მოქალაქეებს პოლიტიკურ დისკურსში და დღის წესრიგში ცვლილებების შეტანა სურთ. 2014 წელთან შედარებით, გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობა (48 პროცენტიდან 56 პროცენტამდე) ვინც ფიქრობს, რომ ქალი და კაცი პოლიტიკოსები ერთნაირად წარმოადგენენ მათ ინტერესებს. ახლა ნაკლები ადამიანი (მხოლოდ 16 პროცენტი) მიიჩნევს, რომ კაცი პოლიტიკოსები ქალებზე უკეთ წარმოადგენენ მოქალაქეების ინტერესებს. აღსანიშნავია ისიც, რომ პარლამენტში ქალებისა და კაცების თანაბარ გადანაწილებას სულ უფრო მეტი ადამიანი ემხრობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც ალან გილამმა განაცხადა, კვლევა ცხადყოფს, რომ მოქალაქეებს სურთ მეტი ქალის ხილვა არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ გადაწყვეტილების მიმღებ სხვა პოზიციებზეც. ამ მონაცემებმა ბიძგი უნდა მისცეს პოლიტიკურ პარტიებს, რათა მოსახლეობის სურვილის საპასუხოდ ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას შეუწყონ ხელი.

ამასთან, გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავენ, რომ NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით.

"კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.

NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.