პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაუჩინარებული ავსტრალიელი მეთევზის სხეულის ნაწილები ნიანგის მუცელში იპოვეს
გაუჩინარებული ავსტრალიელი მეთევზის სხეულის ნაწილები ნიანგის მუცელში იპოვეს

მე­გობ­რებ­თან ერ­თად თევ­ზა­ო­ბი­სას გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ავ­სტრა­ლი­ე­ლი მა­მა­კა­ცის სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბი ნი­ან­გის მუ­ცელ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. კე­ვინ დარ­მო­დი ბო­ლოს გა­სულ შა­ბათს, ჩრდი­ლო­ეთ ქუ­ინსლენ­დის შო­რე­ულ ნა­წილ­ში ნა­ხეს, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია, რო­გორც ნი­ან­გე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი.

ორ­დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ პო­ლი­ცი­ამ ორი დიდი ზო­მის ნი­ანგს ევ­თა­ნა­ზია გა­უ­კე­თა და ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბი იპო­ვა. მოკ­ლუ­ლი ნი­ან­გე­ბის სიგ­რძე 4.1 და 2.8 მეტ­რი იყო. ნი­ან­გე­ბი დარ­მო­დის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ად­გი­ლი­დან მო­შო­რე­ბით მოკ­ლეს. ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბი მხო­ლოდ ერთ ნი­ან­გში აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

გარ­დაც­ვლი­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არ არის, თუმ­ცა პო­ლი­ცი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ 65 წლის მა­მა­კა­ცის ძებ­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი ასე ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და.

მე­თევ­ზე­ებს არ და­უ­ნა­ხავთ, რო­გორ და­ესხნენ თავს მათ მე­გო­ბარს ნი­ან­გე­ბი, მაგ­რამ ყვი­რი­ლი გა­ი­გო­ნეს, რა­საც წყლის შხე­ფე­ბის ხმა მოჰ­ყვა. "გა­ვი­ქე­ცი, მაგ­რამ მისი არა­ნა­ი­რი კვა­ლი აღარ ჩან­და, მხო­ლოდ ფეხ­საც­მე­ლე­ბი იყო",- ყვე­ბო­და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მე­თევ­ზე ჯონ პა­ი­ტი.

ნი­ან­გე­ბი ავ­სტრა­ლი­ის ტრო­პი­კულ ჩრდი­ლო­ეთ­ში ბი­ნად­რო­ბენ, მაგ­რამ ისი­ნი ადა­მი­ა­ნებს თავს იშ­ვი­ა­თად ეს­ხმი­ან. ქუ­ინსლენდში 1985 წლის შემ­დეგ ეს მე­ცა­მე­ტე შემ­თხვე­ვაა.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

ეგაა ზუსტად თევზი თუ გინდა ფეხები სველი უნდა გქონდესო

?
23

გადარჩა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

გაუჩინარებული ავსტრალიელი მეთევზის სხეულის ნაწილები ნიანგის მუცელში იპოვეს

გაუჩინარებული ავსტრალიელი მეთევზის სხეულის ნაწილები ნიანგის მუცელში იპოვეს

მეგობრებთან ერთად თევზაობისას გაუჩინარებული ავსტრალიელი მამაკაცის სხეულის ნაწილები ნიანგის მუცელში აღმოაჩინეს. კევინ დარმოდი ბოლოს გასულ შაბათს, ჩრდილოეთ ქუინსლენდის შორეულ ნაწილში ნახეს, ტერიტორიაზე, რომელიც ცნობილია, როგორც ნიანგების საცხოვრებელი ადგილი.

ორდღიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ ორი დიდი ზომის ნიანგს ევთანაზია გაუკეთა და ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვა. მოკლული ნიანგების სიგრძე 4.1 და 2.8 მეტრი იყო. ნიანგები დარმოდის გაუჩინარების ადგილიდან მოშორებით მოკლეს. ადამიანის სხეულის ნაწილები მხოლოდ ერთ ნიანგში აღმოაჩინეს.

გარდაცვლილი ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის, თუმცა პოლიციამ განაცხადა, რომ 65 წლის მამაკაცის ძებნის სამუშაოები ასე ტრაგიკულად დასრულდა.

მეთევზეებს არ დაუნახავთ, როგორ დაესხნენ თავს მათ მეგობარს ნიანგები, მაგრამ ყვირილი გაიგონეს, რასაც წყლის შხეფების ხმა მოჰყვა. "გავიქეცი, მაგრამ მისი არანაირი კვალი აღარ ჩანდა, მხოლოდ ფეხსაცმელები იყო",- ყვებოდა ჟურნალისტებთან მეთევზე ჯონ პაიტი.

ნიანგები ავსტრალიის ტროპიკულ ჩრდილოეთში ბინადრობენ, მაგრამ ისინი ადამიანებს თავს იშვიათად ესხმიან. ქუინსლენდში 1985 წლის შემდეგ ეს მეცამეტე შემთხვევაა.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა