სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ საქართველო რუსეთთან პოლიტიკურ თამაშებს გააგრძელებს, უნდა იცოდეთ, რომ ეს ქვეყანას ტერიტორიების დაკარგვად დაუჯდება" - სტეფან გრიგორიანი
"თუ საქართველო რუსეთთან პოლიტიკურ თამაშებს გააგრძელებს, უნდა იცოდეთ, რომ ეს ქვეყანას ტერიტორიების დაკარგვად დაუჯდება" - სტეფან გრიგორიანი

გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ი­სა და რე­გი­ო­ნუ­ლი კვლე­ვე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელს სტე­ფან გრი­გო­რი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, თუ სა­ქარ­თვე­ლო რუ­სეთ­თან პო­ლი­ტი­კურ თა­მა­შებს გა­აგ­რძე­ლებს, ეს ქვე­ყა­ნას ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­კარ­გვად და­უჯ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ მან "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა.

"იმის გამო, რომ სომ­ხურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი პრო­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბე­ბის ადა­მი­ა­ნია, პრე­მი­ერ ფა­ში­ნი­ან­საც მოუ­წია რუ­სეთ­თან გარ­კვე­უ­ლი თა­მა­შე­ბის წარ­მო­ე­ბა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ქვე­ყა­ნამ ტე­რი­ტო­რი­ე­ბიც და­კარ­გა, რა­საც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა. ძა­ლი­ან არ მინ­და, რომ ასე­თი სცე­ნა­რი სა­ქარ­თვე­ლო­შიც გან­მე­ორ­დეს.

თუ სა­ქარ­თვე­ლო რუ­სეთ­თან პო­ლი­ტი­კურ თა­მა­შებს გა­აგ­რძე­ლებს, უნდა იცო­დეთ, რომ ეს ქვე­ყა­ნას ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­კარ­გვად და­უჯ­დე­ბა. მოვ­ლე­ნა­თა ასე­თი სცე­ნა­რით გან­ვი­თა­რე­ბის უამ­რა­ვი სა­ბა­ბი არ­სე­ბობს, მაგ­რამ მთა­ვა­რი გახ­ლავთ ის, რომ რუ­სე­თი ვერ იტანს იმ ქვეყ­ნებს, სა­დაც დე­მოკ­რა­ტი­ის ხა­რის­ხი მა­ღა­ლია და სა­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბი არ­ჩევ­ნე­ბის გზით იც­ვლე­ბი­ან. ასე­თი რამ რუ­სეთ­ში არც პუ­ტინს და არც მის გა­რე­მოც­ვას არ და ვერ წარ­მო­უდ­გე­ნია. ჩვენ ეს უნდა გვეს­მო­დეს. ამი­ტომ რუ­სეთ­თან ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის თა­მა­შე­ბი ცუ­დად სრულ­დე­ბა.

ამის კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თია მოლ­დო­ვა. პრე­ზი­დენ­ტი სან­დუ და­ი­ღა­ლა რუ­სეთ­თან თა­მა­შე­ბით, მაგ­რამ, რუ­სეთს უარი არ უთ­ქვამს დნესტრის­პი­რეთ­ზე. ახლა მოლ­დო­ვამ მკა­ფი­ოდ და­სავ­ლუ­რი გზა აირ­ჩია. შე­უ­ერ­თდა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბულ ეკო­ნო­მი­კურ სან­ქცი­ებს, გა­ა­ძე­ვა რუსი დიპ­ლო­მა­ტე­ბი.

რუ­სეთ­თან თა­მა­შებს აზრი იმი­ტომ არ აქვს, რომ რუ­სე­თის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია სსრკ-ს ყო­ფი­ლი რეს­პუბ­ლი­კე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. იგი არ მა­ლავს თა­ვის მიზ­ნებს, რომ უნდა სსრკ-ს მსგავ­სი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შექ­მნა", - აცხა­დებს ის.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამიგო
0

...90-ის მეორე ნახევარში ვარ ნამყოფი სომხეთში მახსოვს: საბჭოთა სიმბოლიკები ხელუხლებელი იყო თითქმის ყველა! პოსტსაბჭოთა საქართველოსთან შედარებით სომხეთი წარსულში ჩარჩენილ საბჭოეთს მოგაგონებდათ! ...

ვა ტოოო ინჩეს
7

თქვენს პრობლემებს მიხეთეთ ცავატანე, პარდონ, სომხურის ცოდნაში მეტს ვერა ვქაჩამ :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

"თუ საქართველო რუსეთთან პოლიტიკურ თამაშებს გააგრძელებს, უნდა იცოდეთ, რომ ეს ქვეყანას ტერიტორიების დაკარგვად დაუჯდება" - სტეფან გრიგორიანი

"თუ საქართველო რუსეთთან პოლიტიკურ თამაშებს გააგრძელებს, უნდა იცოდეთ, რომ ეს ქვეყანას ტერიტორიების დაკარგვად დაუჯდება" - სტეფან გრიგორიანი

გლობალიზაციისა და რეგიონული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს სტეფან გრიგორიანის განცხადებით, თუ საქართველო რუსეთთან პოლიტიკურ თამაშებს გააგრძელებს, ეს ქვეყანას ტერიტორიების დაკარგვად დაუჯდება. ამის შესახებ მან "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში ისაუბრა.

"იმის გამო, რომ სომხურ საზოგადოებაში საკმაოდ ბევრი პრორუსული განწყობების ადამიანია, პრემიერ ფაშინიანსაც მოუწია რუსეთთან გარკვეული თამაშების წარმოება, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანამ ტერიტორიებიც დაკარგა, რასაც უამრავი ადამიანი შეეწირა. ძალიან არ მინდა, რომ ასეთი სცენარი საქართველოშიც განმეორდეს.

თუ საქართველო რუსეთთან პოლიტიკურ თამაშებს გააგრძელებს, უნდა იცოდეთ, რომ ეს ქვეყანას ტერიტორიების დაკარგვად დაუჯდება. მოვლენათა ასეთი სცენარით განვითარების უამრავი საბაბი არსებობს, მაგრამ მთავარი გახლავთ ის, რომ რუსეთი ვერ იტანს იმ ქვეყნებს, სადაც დემოკრატიის ხარისხი მაღალია და სადაც ხელისუფლებები არჩევნების გზით იცვლებიან. ასეთი რამ რუსეთში არც პუტინს და არც მის გარემოცვას არ და ვერ წარმოუდგენია. ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს. ამიტომ რუსეთთან ნებისმიერი ტიპის თამაშები ცუდად სრულდება.

ამის კლასიკური მაგალითია მოლდოვა. პრეზიდენტი სანდუ დაიღალა რუსეთთან თამაშებით, მაგრამ, რუსეთს უარი არ უთქვამს დნესტრისპირეთზე. ახლა მოლდოვამ მკაფიოდ დასავლური გზა აირჩია. შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს, გააძევა რუსი დიპლომატები.

რუსეთთან თამაშებს აზრი იმიტომ არ აქვს, რომ რუსეთისთვის მიუღებელია სსრკ-ს ყოფილი რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. იგი არ მალავს თავის მიზნებს, რომ უნდა სსრკ-ს მსგავსი გაერთიანების შექმნა", - აცხადებს ის.