მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაავადებული ცხენის ხორცით დამზადებული პროდუქციის რეალიზაციისა და მომხმარებლის მოტყუების ბრალდებით საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში სამი პირი მისცა
დაავადებული ცხენის ხორცით დამზადებული პროდუქციის რეალიზაციისა და მომხმარებლის მოტყუების ბრალდებით საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში სამი პირი მისცა

სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­ში პრო­დუქ­ცი­ის დამ­ზა­დე­ბა-რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სა და მომ­ხმა­რებ­ლის მო­ტყუ­ე­ბის ფაქ­ტებ­ზე პა­სუ­ხის­გე­ბა­ში სამი პირი მის­ცა.

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­უ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხით 3-დან 5 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ე.ჯ. ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის­გან ყი­დუ­ლობ­და ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­შიშ, და­ა­ვა­დე­ბულ ცხე­ნის ხორცს, რო­მელ­საც კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვე­ტე­რი­ნა­რულ-სა­ნი­ტა­რუ­ლი სა­ვალ­დე­ბუ­ლო პრო­ცე­დუ­რე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით ამუ­შა­ვებ­და და ინა­ხავ­და თბი­ლის­ში მდე­ბა­რე ფაქ­ტობ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის ად­გილ­ზე. შემ­დგომ­ში მის მიერ ცხე­ნის ხორ­ცის რე­ა­ლი­ზა­ცია ხდე­ბო­და ბრალ­დე­ბულ დ.წ.-ზე, რო­მე­ლიც ცხე­ნის ხორცს აძ­ლევ­და და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის სა­ხეს და აწ­ვდი­და ბრალ­დე­ბულ დ.მ.-ს. ეს უკა­ნას­კნე­ლი კი თა­ვის მხრივ, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სის დარ­ღვე­ვით, მომ­ხმა­რე­ბელ­თა მო­ტყუ­ე­ბით ყიდ­და თბი­ლის­ში არ­სე­ბულ სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტში თით­ქოს­და სა­ქონ­ლის ხორ­ცის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის სა­ხით.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბი­დან და ბრალ­დე­ბულ­თა ფაქ­ტობ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის ად­გი­ლე­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლია სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გან­კუთ­ვნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით ცხე­ნის ხორ­ცი.

გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 198-ე მუხ­ლი­თა და 219-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 3-დან 5 წლამ­დე ვა­დით.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არაკაცების გვარ-სახელები გამოაცხადეთ
0

ეს არის სამგორის ბაზარი ! წითელი დახლი იქ დაგას გარეთ ! ამ გარეწრების გვარ-სახელები დაწერეთ , მაგათვე და მაგ გახრწნილების ოჯახებს აჭამეთ ეგ ხორცი ! 

მადლობა სამართალდამცველებს !
0

შეაგდეთ ყველა დამნაშავე , გაფუჭებული და უვარგისი ხორცით მოვაჭრე და გარეთ არ გამოახედოთ ათი წელი მაინც ! სამართალმა პური ჭამა !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

დაავადებული ცხენის ხორცით დამზადებული პროდუქციის რეალიზაციისა და მომხმარებლის მოტყუების ბრალდებით საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში სამი პირი მისცა

დაავადებული ცხენის ხორცით დამზადებული პროდუქციის რეალიზაციისა და მომხმარებლის მოტყუების ბრალდებით საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში სამი პირი მისცა

საგამოძიებო სამსახურმა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციისა და მომხმარებლის მოტყუების ფაქტებზე პასუხისგებაში სამი პირი მისცა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დანაშაული სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ე.ჯ. ფიზიკური პირებისგან ყიდულობდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ, დაავადებულ ცხენის ხორცს, რომელსაც კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარული სავალდებულო პროცედურების უგულებელყოფით ამუშავებდა და ინახავდა თბილისში მდებარე ფაქტობრივი საქმიანობის ადგილზე. შემდგომში მის მიერ ცხენის ხორცის რეალიზაცია ხდებოდა ბრალდებულ დ.წ.-ზე, რომელიც ცხენის ხორცს აძლევდა დამუშავებული პროდუქტის სახეს და აწვდიდა ბრალდებულ დ.მ.-ს. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ, კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, მომხმარებელთა მოტყუებით ყიდდა თბილისში არსებულ სავაჭრო ობიექტში თითქოსდა საქონლის ხორცისგან დამზადებული პროდუქტის სახით.

მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავაჭრო ობიექტებიდან და ბრალდებულთა ფაქტობრივი საქმიანობის ადგილებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი დიდი ოდენობით ცხენის ხორცი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლითა და 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.