რუსული ძალები წუხელ უკრაინის ტერიტორიას Shahed-136/131-ის 26 დრონით დაესხნენ თავს, აქედან 21 უკრაინელებმა გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე ინფორმაციით, ირანული "კამიკაძე დრონები“ ჩრდილოეთის მიმართულებიდან (ბრიანსკის ოლქი) და სამხრეთიდან - აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან გაუშვეს.
ცნობისათვის, უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. მედიის ინფორმაციით, აფეთქებების ხმები ისმოდა კიევში.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლის, სერჰი ბრატჩუკის ინფორმაციით, კიევისა და ოდესის ოლქებში და ქალაქ დნეპრში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა.
ირანული კამიკაძე დრონი რუსეთს უჯდება 20000 ევრო, მისი გასანადგურებელი ჭურვი ამერიკას უჯდება 145000 დოლარი. ევროპა- რუსეთის შეთმულება ამერიკის წინააღმდეგ უკრაინაზე გავლით. აბა,რით ვერ არის ვერსია.
შოლცმა გერმანული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე არ იომოს უკრაინამო აბა რა თავში სახლელად უნდათ რაკეტები ვავა უკრაინე