მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილი გამომძიებლის დაკითხვა დასრულდა - რა განაცხადა სერგო შუბითიძის ადვოკატმა?
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილი გამომძიებლის დაკითხვა დასრულდა - რა განაცხადა სერგო შუბითიძის ადვოკატმა?

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 2020 წელს გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ყო­ფი­ლი გა­მომ­ძი­ებ­ლის სერ­გო შუ­ბი­თი­ძის მა­გის­ტრა­ტი მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე და­კი­თხვა დას­რულ­და.

ყო­ფილ გა­მომ­ძი­ე­ბელს და­კი­თხვის შემ­დეგ კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია, თუმ­ცა ად­ვო­კატ­მა მა­რი­ამ მაღ­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მის­მა დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა ყვე­ლა დას­მულ კი­თხვა­ზე ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხი გას­ცა.

"კი­თხვე­ბი და­ის­ვა ძი­რი­თა­დად ტე­ლე­ფონ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ასე­ვე, იმ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­ზეც უკვე ისა­უბ­რა გა­და­ცე­მა­ში. ის პი­რე­ბი და­სა­ხელ­და, რომ­ლებ­ზეც ისა­უბ­რა ეთერ­ში. ამ ეტაპ­ზე მეტ კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.ა

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რამ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა შე­საძ­ლო ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო და გა­მო­კი­თხვა­ზე გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი სერ­გო შუ­ბი­თი­ძე და­ი­ბა­რა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მომ­ძი­ე­ბელ სერ­გო შუ­ბი­თი­ძის მიერ „არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა არ­ცერ­თი ისე­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა, რომ­ლის შე­დე­გიც რა­ი­მე სა­ხის გავ­ლე­ნას მო­ახ­დენ­და პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნილ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე“.

ამას­თან, რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, შუ­ბი­თი­ძე გა­მო­ძი­ე­ბის პე­რი­ოდ­ში ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს გმს გან­ყო­ფი­ლე­ბის დე­ტექ­ტივ-გა­მომ­ძი­ებ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და.

ცნო­ბის­თვის, ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გარ­დაც­ვლი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მის ყო­ფილ­მა გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა, სერ­გო შუ­ბი­თი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ის არ სჯე­რა. შუ­ბი­თი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბაა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dato
15

არ სჯერა და ნუ სჯერა! თეთრიწყაროს რაიონის შსს განყოფილების რიგითი გამომძიებელის ნაბჟუტურალი საქმის არსს არ შეცვლის. ყველაფერი დაადგინა ექსპერტიზამ დიდი ხანია. აი, ასეთი იდიოტები და არაკაცები რომ ჰყავს შსს სამინისტროს სსისტემაში, რატო უარესს არ იკადრებენ!

მართლაც
13

გამომძიებელი ვიზას და თავშესაფარს მიიღებს აშშ-ში(ან ირლანდიაში) წასასვლელად, რასაც აქამდე ვერ აღწევდა. ოპოზიცია - საუკეთესო ვარიანტს ხელისუფლებისთვის წამოსაძახებლად. უბედური გოგოს მშობლები - კვლავ ხავსს წამოეკიდებიან, ეგების მათი უყურადღებობის გამო თვითმკვლელობის ტვირთი მოიცილონ ზურგიდან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილი გამომძიებლის დაკითხვა დასრულდა - რა განაცხადა სერგო შუბითიძის ადვოკატმა?

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილი გამომძიებლის დაკითხვა დასრულდა - რა განაცხადა სერგო შუბითიძის ადვოკატმა?

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2020 წელს გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილი გამომძიებლის სერგო შუბითიძის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა დასრულდა.

ყოფილ გამომძიებელს დაკითხვის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ადვოკატმა მარიამ მაღრაძემ განაცხადა, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ყველა დასმულ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა.

"კითხვები დაისვა ძირითადად ტელეფონთან დაკავშირებით და ასევე, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც უკვე ისაუბრა გადაცემაში. ის პირები დასახელდა, რომლებზეც ისაუბრა ეთერში. ამ ეტაპზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა ადვოკატმა.ა

შეგახსენებთ, რომ თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და გამოკითხვაზე გამომძიებელი სერგო შუბითიძე დაიბარა.

პროკურატურის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე გამომძიებელ სერგო შუბითიძის მიერ „არ ჩატარებულა არცერთი ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგიც რაიმე სახის გავლენას მოახდენდა პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილ გარემოებებზე“.

ამასთან, როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შუბითიძე გამოძიების პერიოდში ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გმს განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობას იკავებდა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. შუბითიძის განმარტებით, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა.