ევროკომისიამ ხუთ ქვეყანაში უკრაინული აგროპროდუქციის იმპორტი 5 ივნისამდე აკრძალა. ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
კერძოდ, შეზღუდვა უკრაინაში წარმოებული ოთხი სახეობის აგროპროდუქტს შეეხება - ხორბალს, სიმინდს, რაფსსა და მზესუმზირის თესლებს. იმპორტის აკრძალვა პოლონეთში, უნგრეთში, ბულგარეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში ამ პროდუქტებთან დაკავშირებული “ლოგისტიკური პრობლემების მოგვარებას” უკავშირდება.
შეზღუდვა ძალაში 2 მაისს შევა და 2023 წლის 5 ივნისამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში აღნიშნული პროდუქციის იმპორტი ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში იქნება შესაძლებელი, გარდა ჩამოთვლილი ხუთისა. ამავდროულად, მათი ტერიტორიის გავლით უკრაინული აგროპროდუქციის ტრანზიტი დაშვებული იქნება.
“პარალელურად ბულგარეთმა, უნგრეთმა, პოლონეთმა და სლოვაკეთმა ვალდებულება აიღეს, რომ ხორბალზე, სიმინდზე, რაფსსა და მზესუმზირის თესლებზე, ასევე უკრაინიდან მომავალ ნებისმიერ სხვა პროდუქციაზე ცალმხრივ შეზღუდვებს გააუქმებენ”, - წერია განცხადებაში.
ევროკომისია აღნიშნავს, რომ 5 ივნისს ვადის ამოწურვის შემდეგ იგი მზად იქნება პრევენციული ზომები გაახანგრძლივოს იქამდე, “სანამ განსაკუთრებული ვითარება გაგრძელდება.”
წარმოვიდგინოთ საქართველოს რო აუკრძალონ ისედაც მაჩანჩალა სიფკის მეურნეიბის ნაწარმის გაყიდვა.... ისევე რიგირც ჩაგრავენ ბალტიის ქვეყნებს უნგრეთს საბერძნეთს და არ უშვებენ მათ ბაზარზე ამ ქვეყნების პროდუქციას.მარტო ჩვენ გვგონია რომ ევრიკავშირი აგვაშენებს....
ანუ, ევროპა თავის ფერმერებს უფრთხილდება და ჩვენ ჩვენს ქვეყანას რომ გავუფრთხილდეთ არ გვაქვს უფლება და დანაშაულია?