მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატებმა პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართეს
თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატებმა პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართეს

გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტებ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რას საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თეს. ად­ვო­კა­ტე­ბი ასე­ვე, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შეც­ვლას და ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით მო­ი­თხო­ვენ.

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი არა­თუ ეჭვს ბა­დებს, არა­მედ, ადას­ტუ­რებს, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი მოკ­ლუ­ლია.

"ოფი­ცი­ა­ლუ­რად ვი­თხოვთ, რომ და­ი­წყოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ხელ­მე­ო­რედ გა­მო­ძი­ე­ბა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლის სტა­ტუ­სი მოკ­ლუ­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მა­მას მი­ე­ნი­ჭოს და ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­დეს და ჩა­ტარ­დეს ისე, რო­გორც სა­მარ­თლი­ან და ნორ­მა­ლურ კა­ნო­ნი­ერ ქმე­დე­ბას ახა­სი­ა­თებს.

ყვე­ლა­ფე­რი, რაც არ­სე­ბობს საქ­მე­ში და რაც ჩვენ მიერ იქნა მო­პო­ვე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბი­სას, არა­თუ ეჭვს ბა­დებს, პირ­და­პირ ადას­ტუ­რებს თა­მა­რის მკვლე­ლო­ბას. იგი­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი, ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ, რო­გორ ეძებ­და მოკ­ლუ­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლე­იშ­ვი­ლი გზას. ასე რომ, იმის მტკი­ცე­ბა, რომ გო­გომ 70 კმ თვით­მკვლე­ლო­ბის­თვის გა­ი­ა­რა, აბ­სურ­დია.

ასე მარ­ტი­ვად ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რი­გით მო­ქა­ლა­ქე ვერ გა­დად­გამ­და ასეთ ნა­ბიჯს, რომ ასე­თი მო­ცუ­ლო­ბის და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ე­დი­ნა. ამას ვერ ჩა­ი­დენ­და რი­გი­თი პი­როვ­ნე­ბა. ეს იყო კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, კარ­გად და­გეგ­მი­ლი და კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი,“ - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გარ­დაც­ვლი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მის ყო­ფილ­მა გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა, სერ­გო შუ­ბი­თი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბაა და მას თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ის არ სჯე­რა.

ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, პრო­კუ­რა­ტუ­რამ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა შე­საძ­ლო ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო და გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი სერ­გო შუ­ბი­თი­ძე გა­მო­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რა, თუმ­ცა შუ­ბი­თი­ძეს დღეს ჩვე­ნე­ბა არ მი­უ­ცია. ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, სერ­გო შუ­ბი­თი­ძის სურ­ვი­ლია, რომ მან გა­მო­ძი­ე­ბის კი­თხვებს მა­გის­ტრა­ტი მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე უპა­სუ­ხოს.

შე­გახ­სე­ნებთ, 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 2020 წლის 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, თეთ­რი­წყა­როს ტყე­ში, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა და საქ­მე და­ი­ხუ­რა.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლეო
0

მორიგი სკანდალი ამ გოგოს ირგვლივ ამ ნარკომანმა ადვოკატმა იშოვა საქმე.

ბაკარია
2

კიდევ ამ უნიჭო ადვოკატს უნდა ვუყუროთ და ვუსმინოთ ყველა არხზე?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატებმა პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართეს

თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატებმა პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართეს

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატებმა პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართეს. ადვოკატები ასევე, კვალიფიკაციის შეცვლას და ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიების დაწყებას მკვლელობის მუხლით მოითხოვენ.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმეში არსებული მასალები არათუ ეჭვს ბადებს, არამედ, ადასტურებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლულია.

"ოფიციალურად ვითხოვთ, რომ დაიწყოს პროკურატურამ ხელმეორედ გამოძიება, დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მოკლული თამარ ბაჩალიაშვილის მამას მიენიჭოს და ყველაფერი გაკეთდეს და ჩატარდეს ისე, როგორც სამართლიან და ნორმალურ კანონიერ ქმედებას ახასიათებს.

ყველაფერი, რაც არსებობს საქმეში და რაც ჩვენ მიერ იქნა მოპოვებული საგამოძიებო მოქმედებისას, არათუ ეჭვს ბადებს, პირდაპირ ადასტურებს თამარის მკვლელობას. იგივე ადგილობრივი მოსახლეობის ჩვენებები, ინფორმაციები, რომლებიც ადასტურებენ, როგორ ეძებდა მოკლული თამარ ბაჩალეიშვილი გზას. ასე რომ, იმის მტკიცება, რომ გოგომ 70 კმ თვითმკვლელობისთვის გაიარა, აბსურდია.

ასე მარტივად ჩვეულებრივი რიგით მოქალაქე ვერ გადადგამდა ასეთ ნაბიჯს, რომ ასეთი მოცულობის დანაშაული ჩაედინა. ამას ვერ ჩაიდენდა რიგითი პიროვნება. ეს იყო კარგად ორგანიზებული, კარგად დაგეგმილი და კარგად მომზადებული დანაშაული,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა და მას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

ამ განცხადების შემდეგ, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და გამომძიებელი სერგო შუბითიძე გამოკითხვაზე დაიბარა, თუმცა შუბითიძეს დღეს ჩვენება არ მიუცია. ადვოკატის განმარტებით, სერგო შუბითიძის სურვილია, რომ მან გამოძიების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხოს.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.

ასევე იხილეთ: