საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი თქვა
თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი თქვა

2020 წელს გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ყო­ფი­ლი გა­მომ­ძი­ებ­ლის სერ­გო შუ­ბი­თი­ძის გა­მო­კი­თხვა მა­გის­ტრა­ტი მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე მოხ­დე­ბა. რო­გორც მის­მა ად­ვო­კატ­მა, მა­რი­ამ მაღ­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სერ­გო შუ­ბი­თი­ძეს დღეს ჩვე­ნე­ბა არ მი­უ­ცია, რად­გან მისი სურ­ვი­ლია, რომ მა­გის­ტრა­ტი მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე უპა­სუ­ხოს გა­მო­ძი­ე­ბის შე­კი­თხვებს.

"ამ ეტაპ­ზე სერ­გო შუ­ბი­თი­ძეს ჩვე­ნე­ბა არ მი­უ­ცია, მას სა­სა­მარ­თლო­ში გა­მო­კი­თხა­ვენ. ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა და მისი სურ­ვი­ლი იყო, რომ მან ჩვე­ნე­ბა მის­ცეს უშუ­ა­ლოდ სა­სა­მარ­თლოს, მა­გის­ტრა­ტი მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე და იქ მოხ­დეს მისი გა­მო­კი­თხვა", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

თა­ვად სერ­გო შუ­ბი­თი­ძეს თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ მე­დი­ას­თან კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რამ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა შე­საძ­ლო ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო და გა­მო­კი­თხვა­ზე გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი სერ­გო შუ­ბი­თი­ძე და­ი­ბა­რა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მომ­ძი­ე­ბელ სერ­გო შუ­ბი­თი­ძის მიერ "არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა არ­ცერ­თი ისე­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა, რომ­ლის შე­დე­გიც რა­ი­მე სა­ხის გავ­ლე­ნას მო­ახ­დენ­და პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნილ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე“.

ამას­თან, რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, შუ­ბი­თი­ძე გა­მო­ძი­ე­ბის პე­რი­ოდ­ში ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს გმს გან­ყო­ფი­ლე­ბის დე­ტექ­ტივ-გა­მომ­ძი­ებ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და.

ცნო­ბის­თვის, ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გარ­დაც­ვლი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მის ყო­ფილ­მა გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა, სერ­გო შუ­ბი­თი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ის არ სჯე­რა. შუ­ბი­თი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბაა.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ვაახ
0

Რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, გამომძიებელი რომელიც საქმეს იძიებდა პროკურატურამ დაიბარა რომ გაერკვია რაში იყო საქმე და მივიდა და ჩვენება არ მისცა. Ესეთი რამ გაგიგიათ, ეგ ეგრედ წოდებული ყოფილი კიარა (მუსორია). Უნდა დასვან დეტექტორის სკამზე ადვოკატიც თვითონ და გაიგოს სალხმა ვინ მისცა დავალება და რამდენი გადაუხადეს ორთავეს. 

ტიტე
0

ეს ე.წ. გამომძიებელი ეხლავეა დასაჭერი,აქამდე დუმდა და არაფერს არ ამბობდა? ეხლა კეზერას ამბავის გადაფარვა უნდათ და ამიტომაა ასეთი აჟიოტაჟი.მოკლედ ბევრი ფულია გადახდილი ამ საქმის გაღვიძებაში.

ავტორი:

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი თქვა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი თქვა

2020 წელს გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილი გამომძიებლის სერგო შუბითიძის გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოხდება. როგორც მისმა ადვოკატმა, მარიამ მაღრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის პროკურატურაში სერგო შუბითიძეს დღეს ჩვენება არ მიუცია, რადგან მისი სურვილია, რომ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხოს გამოძიების შეკითხვებს.

"ამ ეტაპზე სერგო შუბითიძეს ჩვენება არ მიუცია, მას სასამართლოში გამოკითხავენ. ჩვენი მოთხოვნა და მისი სურვილი იყო, რომ მან ჩვენება მისცეს უშუალოდ სასამართლოს, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე და იქ მოხდეს მისი გამოკითხვა", - განაცხადა ადვოკატმა.

თავად სერგო შუბითიძეს თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და გამოკითხვაზე გამომძიებელი სერგო შუბითიძე დაიბარა.

პროკურატურის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე გამომძიებელ სერგო შუბითიძის მიერ "არ ჩატარებულა არცერთი ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგიც რაიმე სახის გავლენას მოახდენდა პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილ გარემოებებზე“.

ამასთან, როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შუბითიძე გამოძიების პერიოდში ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გმს განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობას იკავებდა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. შუბითიძის განმარტებით, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა.

ასევე იხილეთ: