ავტორი:

საქართველოში 2010 წელს 19 ათასი ტონა ხახვი მოიყვანეს, 2022 წელს კი მხოლოდ 5,5 ათასი - რა არის წარმოების ასე შემცირების მიზეზი და რამ გამოიწვია პროდუქტის რეკორდული გაძვირება?

საქართველოში 2010 წელს 19 ათასი ტონა ხახვი მოიყვანეს, 2022 წელს კი მხოლოდ 5,5 ათასი - რა არის წარმოების ასე შემცირების მიზეზი და რამ გამოიწვია პროდუქტის რეკორდული გაძვირება?

საქართველოში ხახვის წარმოება რეკორდულად დაბალ მაჩვენებელზეა. 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, ქვეყანამ მხოლოდ 5,5 ათასი ტონა ხახვი მოიყვანა, რაც 2006 წლიდან მოყოლებული (საქსტატის სტატისტიკის მიხედვით) ყველაზე მცირე რაოდენობაა. ყველაზე დიდი მოცულობით ხახვი საქართველოში 2010 წელს მოვიდა - 19 ათასი ტონა. მას შემდეგ კი წარმოება ფაქტობრივად, ყოველ წელს იკლებს.

სწორედ შემცირებული წარმოება, რასაც ასევე იმპორტის კლება მოჰყვა, გახდა იმის მიზეზი, რომ დღეს ბაზარზე ხახვის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა. თბილისის სასურსათო თუ ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებში 1 კილოგრამი ხახვის ფასი 5-8 ლარის ფარგლებში მერყეობს.

ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ვახტანგ ბეჟიტაშვილი "ბიზნესპრესნიუსთან“ ფასის მატების მიზეზად არასათანადოდ განვითარებულ ადგილობრივ წარმოებას ასახელებს. მისივე თქმით, "ჩვენგან განსხვავებით სხვა ქვეყნებს სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგია აქვთ“.

"ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ნაწილში იმპორტდამოკიდებულებას ორი მიზეზი აქვს. ერთის მხრივ, ადგილობრივი წარმოება არ არის სათანადო დონეზე და მეორეს მხრივ, რა მოსავალიც მოგვყავს სეზონიდან სეზონამდე ვერ აღწევს, რადგან შემნახველი მეურნეობები არ გაგვაჩნია. ამან უნდა უზრუნველყოს თვითკმარობა. აქედან გამომდინარე, პერიოდულად გვიწევს იმპორტით განსაკუთრებით დიდი მოცულობების შემოტანა. ამ ეტაპზე მოხდა ასეთი რამ, მეზობელმა ქვეყნებმა, (რუსეთი, აზერბაიჯანი,თურქეთი) საიდანაც ხახვი შემოგვქონდა ექსპორტის შეზღუდვა მოახდინეს, რადგან ბაზარზე შეიქმნა დეფიციტი, ამან გამოიწვია ფასების მატება. გააგრძელეთ კითხვა