ქართველი მსახიობი და მოცეკვავე, ნანუკა სტამბოლიშვილი, რომელიც პოპულარულ თურქულ სერიალში, "სხვისი შვილი" მთავარ როლს ასრულებს, 33 წლის გახდა.
იქვე იმყოფებოდა ნანუკას პარტნიორი ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი, რომელმაც ქართველ მსახიობს დაბადების დღე მიულოცა და მასთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.
"საოცარი ენერგია გაქვს, ისეთი კარგი მეგობარი და პარტნიორი ხარ, ეს ძალიან ღირებულია ჩემთვის. მჯერა, რომ ცხოვრება ამ ყველაფერს დაგიბრუნებს. დაბადების დღეს გილოცავ, ძვირფასო ნანუკა. კარგია, რომ არსებობ, ძალიან გვიყვარხარ", - წერს "ინსტაგრამზე" ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი.