ავტორი:

მარიამ როინიშვილის სრულიად შეცვლილი იმიჯი: როგორ დაიკლო წონაში მომღერალმა - "უამრავი მავნებლური დიეტა მიცდია და ძალიან დიდი ზიანიც მიმიყენებია საკუთარი თავისთვის"

მარიამ როინიშვილის სრულიად შეცვლილი იმიჯი: როგორ დაიკლო წონაში მომღერალმა - "უამრავი მავნებლური დიეტა მიცდია და ძალიან დიდი ზიანიც მიმიყენებია საკუთარი თავისთვის"

ცნობილმა მომღერალმა მარიამ როინიშვილმა იმიჯი მნიშვნელოვნად შეიცვალა. მარიამმა წონაში შესამჩნევად დაიკლო, თმა მოკლედ შეიჭრა და ტუჩზე პირსინგი გაიკეთა. მარიამმა გადაწყვიტა "ინსტაგრამზე" საკუთარი გამომწერებისთვის წონაში კლების საიდუმლო გაემხილა. წერს, რომ ღამის კვება მთლიანად ამოიღო და უპირატესობას 18 საათიან დიეტას ანიჭებს. აქვე აღნიშნა, რომ ძალიან გაუჭირდა თმის მოკლედ შეჭრა, თუმცა თაყვანისმცემლებმა დაამშვიდეს, რომ ახალი იმიჯი გამორჩეულად უხდება.

- მარიამ რომელი დიეტით დაიკელი და როგორ ინარჩუნებ წონას?

- პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ 30 წლის რაც გავხდი, ძალიან ბევრი რამ შემეცვალა ორგანიზმში. თითქოს სხვანაირად რეაგირებს ჩემი სხეული ყველაფერზე. რითაც ადრე წონაში ვიმატებდი, ახლა პირიქით. სულ დაკვირვების პროცესში ვარ. ერთი რამ ნამდვილად ვიცი, რომ საღამოს კვების გაუქმება ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

მხოლოდ საკუთარი სხეულის შეცნობის შემდეგ დავიწყე სწორი კვება. უამრავი მავნებლური დიეტა მიცდია და ძალიან დიდი ზიანიც მიმიყენებია საკუთარი თავისთვის. ფიზიკური აქტივობით არ გამოვირჩევი, მაგრამ ფაქტია, რომ წონაში კლებაში და ლამაზი ფორმების მიღებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფიზიკურ აქტივობას.

- რამდენი კილო დაიკელი და რამდენ ხანში?

- სექტემბრიდან ძალიან ნელა დავიწყე წონაში კლება. ჩემს შემთხვევაში 18-საათიანი დიეტა ყველაზე ეფექტიანი აღმოჩნდა. დაახლოებით 7 კილოგრამი მაქვს დაკლებული. 76 კილოც ვყოფილვარ, 68-ც, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია 62 ან 63 ვიყავი. ამჟამად 56 კილო ვარ.

- რა არის შენი წარმატების ფორმულა?

- ვფიქრობ, რომ წარმატებასთან მხოლოდ თავდაუზოგავ შრომას მიჰყავხარ. და ისიც ძალიან მწამს, რომ ეს ჩვენი შრომა აუცილებლად დაფასდება.