ავტორი:

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გათვლით, მომდევნო 5 წელში 14 მილიონი სამუშაო ადგილი გაუქმდება - ხელოვნური ინტელექტის გარდა, კიდევ რა არის ამის მიზეზი?

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გათვლით, მომდევნო 5 წელში 14 მილიონი სამუშაო ადგილი გაუქმდება - ხელოვნური ინტელექტის გარდა, კიდევ რა არის ამის მიზეზი?

გლობალურ სამუშაო ბაზარს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დიდი შეფერხებები ელის, რადგან ეკონომიკა სუსტდება და კომპანიები ხელოვნური ინტელექტის მასობრივად გამოყენებას იწყებენ. ეს დასკვნა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმის მონაწილე 800-ზე მეტი კომპანიის გამოკითხვაზე დაყრდნობით გაკეთდა.

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმზე, რომელიც შვეიცარიაში იმართება, ითქვა, რომ დამსაქმებლები 2027 წლისთვის 69 მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას და 83 მილიონი პოზიციის გაუქმებას ელიან. ეს, საერთო ჯამში, 14 მილიონი სამუშაო ადგილის გაქრობას გამოიწვევს. ამ პერიოდში შრომის ბაზრის რყევას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, თუმცა მთავარი ფაქტორი ნელი ეკონომიკური ზრდა და ინფლაციაა.

ხელოვნური ინტელექტის დანერგვას, დადებითთან ერთად უარყოფითი გავლენაც ექნება. კომპანიებს ახალი თანამშრომლები დასჭირდებათ, რომლებიც მათ ხელოვნური ინტელექტის დანერგვასა და მართვაში დაეხმარებიან.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თანახმად, მონაცემთა ანალიტიკოსების და მეცნიერების, ტექნიკის სპეციალისტების და კიბერუსაფრთხოების ექსპერტების დასაქმება 2027 წლისთვის, საშუალოდ, 30%-ით გაიზრდება. მათივე პროგნოზით, 2027 წლისთვის, შესაძლოა, 26 მილიონით ნაკლები ადმინისტრაციული სამუშაო იყოს. მონაცემთა შეყვანის თანამშრომლები და აღმასრულებელი მდივნები, სავარაუდოდ, ყველაზე მეტად დაზარალდებიან.

გამოკითხული ორგანიზაციების თანახმად, ბიზნესთან დაკავშირებული ყველა ამოცანის 34%-ს უკვე მანქანები ასრულებენ.

"დღეს კომპანიები AI ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენების უნარებს უფრო მეტად აფასებენ, ვიდრე კომპიუტერულ პროგრამირებას", - ნათქვამია WEF-ის დასკვნაში.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა