ოკუპანტი ქვეყნის მიერ უკრაინაში საბრძოლველად დაქირავებული კერძო სამხედრო კომპანიის, "ვაგნერის" ლიდერი ევგენი პრიგოჟინი ემუქრება რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას, თუ მას საჭირო იარაღს არ მიაწვდიან, მის მებრძოლებს "ბახმუტიდან" გაიყვანს. ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) სპეციალისტებმა ახალ ანგარიშში განაცხადეს. პრიგოჟინი აგრძელებს კრემლის დარწმუნებას, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში თავდაცვაზე გადავიდნენ - ამბობენ ანალიტიკოსები.
ამასთან, ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთის სარდლობა საერთოდ არ ემზადება თავდასხმების მოსაგერიებლად.
"ომის შესწავლის ინსტიტუტის" თანახმად, პრიგოჟინი შიშობს, რომ რუსეთის პოზიციები ბახმუტის ხაზებს მიღმა კონტრშეტევებისგან დაუცველია. თუ ამ მხრივ ვითარება არ შეიცვლება, პრიგოჟინის თქმით, მის ჯარისკაცებს მოუწევთ ”უკან დაიხევა ან ბრძოლის ველზე სიკვდილი."
უკვე რამდენიმე თვეა, რაც ბახმუტი ოკუპანტების თავდასმებს იგერიებს. უახლესი ცნობით, ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან, სადაც უკრაინელი სამხედროები თავდაცვის ხაზს ინარჩუნებენ.
რუსეთი და უკრაინა ადრე, თუ გვიან, ასე, თუ ისე, ერთმანეთში მოგვარდებია. ჩვენ საკუთარ თავს მივხედოთ და ზედმეტად ნუ ვიჭაჭებით იმაზე, რაც სინამდვილეში საერთოდ არ გვეხება. დიახ, საერთოდ არ გვეხება და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რუსულ, უკრაინულ, თუ დასავლურ პროპაგანდას არის აყოლილი.
ეს ჰავლაბარი საიდან გამოჩნდა!! რას ბოდიალობს , ავლაბარი მართლაც მთლად ჭაობშია ეტყობა!!!!! გაუმარჯოს უკრაინას და ძირს რუსეთი.