ავტორი:

უმწვავესი მატჩი, კვარაცხელიას ბრძოლა, რომელიც უშედეგო გამოდგა - "ნაპოლის" ჩემპიონობა გადაიდო

უმწვავესი მატჩი, კვარაცხელიას ბრძოლა, რომელიც უშედეგო გამოდგა - "ნაპოლის" ჩემპიონობა გადაიდო

მას შემდეგ, რაც იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატ სერია A - ში "ნაპოლის" უახლოესი მდევარი, "ლაციო" ინტერთან" სტუმრად 3:1 დამარცხდა, ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს სკუდეტოს დღესვე, სარეკორდო დროით - 6 ტურით ადრე მოპოვების შესაძლებლობა მიეცა, რაც ნეაპოლელებმა ვერ გამოიყენეს. ისინი შინ "სალერნიტანას" მასპინძლობდნენ, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ "ნაპოლი" მოედანზე შემდეგი სასტარტო შემადგენლობით გაიყვანა:

მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, კიმ მინ ჯე, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, ზილენსკი, ლოსანო, კვარაცხელია, ოსიმენი.

ნეაპოლელებმა, ტრადიციულად, შეტევით დაიწყეს მატჩი. პირველივე წუთებზე მარჯვენა ფლანგიდან სწრაფი იერიშის შემდეგ ოსიმენს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მისი თავური დარტყმა არასწორი გამოდგა. მთელი ტაიმის განმავლობაში "ნაპოლი" უტევდა, აქტიური იყო ჩვენებურიც - მატჩის მიწურულს ხვიჩამ ჩვეული და შეუდარებელი დრიბლინგით რამდენჯერმე შეაღწია მეტოქის საჯარიმოში, თუმცა მისი აქტიურობის გოლით დაგვირგვინება ვერ მოხერხდა. პირველი ტაიმი ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმიც "ნაპოლის" შეტევებით დაუწყო. აქტიურობდა ხვიჩა კვარაცხელია. ნეაპოლელების გამუდმებული შეტევები 61-ე წუთზე გოლით დასრულდა. შეცვლაზე შემოსული რასპადორის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი, თავური დარტყმით "სალერნიტანას" კარში მატიას ოლივერამ გაგზავნა.

79-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას ჰქონდა რეალური შანსი მატჩის ანგარიში გაეზარდა, თუმცა ქართველის დარტყმული ოდნავ ასცდა მეტოქის კარს. 83-ე წუთზე "სალერნიტანას"ერთ-ერთი უიშვიათესი შეტევა მერეტის კარში დიას გოლით დასრულდა და ანგარიში გათანაბრდა. 86-ე წუთზე ხვიჩამ კიდევ ერთი სგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, მას მეკარემ აუღო. მეტოქემ "ნაპოლის" დიდ ზეწოლას მატჩის ბოლომდე გაუძლო, შედეგად მატჩი ფრედ დასრულდა. "ნაპოლის" გაჩემპიონება და დიდი ზეიმი გადაიდო.

  • გადავხედოთ"ნაპოლის" ისტორიას:

საფეხბურთო კლუბი "ნაპოლი" (იტალ. Società Sportiva Calcio Napoli). 1926 წლის 25 აგვისტოს ჩამოყალიბდა. ის ქვეყნის ჩემპიონი 2-ჯერ გახდა, ორჯერვე ბისი ტრიუმფი ლეგენდარულ არგენტინელს დიეგო მარადონს უკავშირდება.

ნეპოლელებმა სკუდეტო 1986-87, 1989-90 წლების სეზონებში მოიგეს.

გუნდი იტალიის თასის ექვსგზის, იტალიის სუპერთასის ორგზის და უეფა-ს თასის მფლობელია. 2016 წლის იანვარში უეფა-მ "ნაპოლი“ დაასახელა ევროპის მე-7 და იტალიის მე-2 საუკეთესო კლუბად.

  • კლუბის წარმატების თარიღები:

სერია A

ჩემპიონი ორჯერ: 1986–87, 1989–90

ვიცე-ჩემპიონი რვაჯერ: 1967–68, 1974–75, 1987–88, 1988–89, 2012–13, 2015–16, 2017–18, 2018–19

ბრინჯაოს პრიზიორი (თერთმეტჯერ): 1932–33, 1933–34, 1965–66, 1970–71, 1973–74, 1980–81, 1985–86, 2010–11, 2013–14, 2016–17, 2021–22

იტალიის თასი

თასის მფლობელი ექვსჯერ: 1961–62, 1975–76, 1986–87, 2011–12, 2013–14, 2019–20

ფინალისტი ოთხჯერ: 1971–72, 1977–78, 1988–89, 1996–97

იტალიის სუპერთასი თასის მფლობელი ორჯერ: 1990, 2014; ფინალისტიც ასევე ორჯერ: 2012, 2020

უეფა-ს თასი

თასის მფლობელი: 1989