ავტორი:

სეტყვა კახეთში - სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა

სეტყვა კახეთში - სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა

სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა.

სეტყვამ, რომელიც 10 წუთის მანძილზე გრძელდებოდა ზიანი მიაყენა სოფელ ნინიგორს, გელათსა და ცოდნისკარს.

მოსახლეობა აცხადებს, რომ სეტყვას ქარიც ახლდა.

"დაახლოებით 10 წუთი იყო სეტყვა და ქარი. ძირითადად ალუჩის ბაღებია დაზიანებული, ასევე საკარმიდამო ნაკვეთები”, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

სტიქიის შედეგად რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.