თბილისში, ვაზისუბანში მომხდარი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილში, რომელიც ნაწვიმარ გზაზე მოცურდა და ხევში გადავარდა, 5 ახალგაზრდა იმყოფებოდა, მათ შორის სამი გარდაიცვალა, ხოლო ორი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
გარდაცვლილები გიორგი ოსიპოვი, გიორგი ზანდარაშვილი და გიორგი გონაშვილი არიან. მათგან ორი - 19 წლის, ხოლო ერთი 20 წლის იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.