"წამალი ბავშვებს“ - ამ ლოზუნგით აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდამჭერმა აქციამ საქართველოს პარლამენტის წინ გადმოინაცვლა.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტის შეძენას სთხოვენ.
აღნიშნული მოთხოვნით მშობლების სიტყვით გამოსვლები იგეგმება.
აქციაში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებისა და ახლობლების გარდა, მონაწილეობენ სტუდენტები და საზოგადოების სხვა აქტიური წევრები, მათ შორის ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა ნაწილი.
ვიცი არაა ადვილი,მაგრამ მოვლენათა სიღრმეში თუ არ ჩაიხედეთ,24 საათი კი არა ,24 წელი მოგიწევთ მანდ დგომა !არსებული რეჟიმის საყრდენია ნაცმო და ქოცები-მოქკავშირის ორი ფრთა,ის კი კომკავშირია !სახელმწიფოს სისტემური მოწყობის აჯაფსანდალი, რომელსაც გულუა ნათელაშვილ შევარდნაძე სააკაშვილ ბურჯანაძე კობახიძის ფარატინა კონსტიტუცია ამაგრებს, მათი შეგნებული პროდუქტია და არა შეცდომა !ამ სისტემას ესენი და მათი მშობლები ,პაპებიც,დიდედებიც, ერთად ასი წელია ქმნიან !კარგად გამოიკვლიეთ, ვის უკავია მიკროფონები,ფესვები მოუსინჯეთ,რა ოჯახებიდან არიან ,საიდან მოვიდნენ ,ვისი რესურსით დადგნენ თქვენს სამართავად ტრიბუნაზე ,საით წაგიყვანენ -თავისკენ თუ ხალხისკენ !?არ არიან უბრალო ოჯახებიდან,ბრალეული ოჯახებიდან ბრძანდებიან ! აბა დაადებინეთ დაწერილი ხედვა დიქტატურის დემონტაჟის ,მომავლის გეგმა დაადებინეთ ნაწერი და განვიხილოთ ერთად ,დავჯდეთ მშვიდად წავიკითხოთ,გავიაზროთ და ვაკეთოთ მერე საკეთებელი ,მანდ რასა სჭედავთ,ახალ, "გავრილოვის" რევოლუციას ?ვარდებისამ რა მოგცათ ? 1991 წლისამ ? 1917-სამ ?!ახალი ქართული რევოლუცია იქნება ბოლო ქართული !თუ გგონიათ ,რომ იცით, როგორი საქართველო გინდათ,ნალაპარაკევი გადაიტანეთ ქაღალდზე ,გამოაქვეყნეთ მასიურად ,დე ხალხმა წაიკითხოს ,განიხილოს, აზრი წერილობითვე გამოთქვას და უმრავლესობით უმცირესობის აზრის გათვალისწინებით გადაწყვიტოს ლეგალურად ,კანონიერად და ლეგიტიმურად !ქუჩაში ,მიტინგზე,ემოციებისა და ხმაურის ფონზე საქართველოს მომავლის გადაწყვეტა არ მოიტანს მომავალს !
ღია კარს ამტვრევთ