კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს ეხმაურება, სადაც ის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად არის აღბეჭდილი. როგორც ოქიტაშვილი განმარტავს, ფოტო 2003 წელს არის გადაღებული.
"ეს სურათი, რომელსაც აქტიურად აფრიალებენ სოციალურ ქსელში, 2003 წელს არის გადაღებული. მაშინ ყველას გვჯეროდა, რომ ცვლილებების და პროგრესული ნაბიჯების გადადგმის დრო მოვიდა, მაშინ ბევრი ვუჭერდით მხარს ახალ ძალას, რომლის ლიდერიც მიშა გახდა.
ჩემი დისტანცირება და დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ზურაბ ჟვანია მოკლეს!ეს არც არასოდეს დამიმალავს, ასე რომ, გმადლობთ წარსულის "შეხსენებისათვის", ეს ფოტო არ მქონდა და ახლა შევინახავ - ისტორიაა" - წერს ოქიტაშვილი.