ავტორი:

"ჰაერის ტემპერატურა სრულად გამოსულია კონტროლიდან" - უჩვეულოდ თბილი ზამთრის შემდეგ, ევროპა ანომალიურ სიცხეს ებრძვის

"ჰაერის ტემპერატურა სრულად გამოსულია კონტროლიდან" - უჩვეულოდ თბილი ზამთრის შემდეგ, ევროპა ანომალიურ სიცხეს ებრძვის

ხუთშაბათს, ესპანეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა აპრილის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დააფიქსირა, რომელიც ადგილობრივი დროით საღამოს 5 საათის შემდეგ, 38,7 გრადუს ცელსიუსს შეადგენდა.

სპეციალისტების აზრით, მიზეზი აფრიკიდან წამოსული თბილი ჰაერის მასებია, რასაც ქარის სიმცირე მოჰყვა და შედეგად სიცხე გაძლიერდა.

"ეს არ არის ნორმალური. ჰაერის ტემპერატურა სრულად გამოსულია კონტროლიდან“, - განუცხადა „ბიბისის“ ესპანეთის მეტეოსამსახურის წარმომადგენელმა, კაეტანო ტორესმა.

უჩვეულო სიცხის გამო, ესპანეთის სკოლებში შეცვალეს განრიგი, მადრიდის მეტრო უფრო ხშირად დადის, რათა ადამიანებს დიდხანს ლოდინი არ მოუწიოთ, ვადაზე ერთი თვით ადრე გაიხსნება საცურაო აუზებიც.

ანომალიურ სიცხეებს რამდენიმე ფაქტორით ხსნიან: სიცხე, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკიდან მოდის, ცხელ მასებს ევროპისკენ გადაისვრის. ამავდროულად, იბერიის ნახევარკუნძულზე მაღალი წნევის არეალი და შედეგად უღრუბლო ცა საშუალებას აძლევს მზის სხივებს, თავისუფლად გაათბოს ნიადაგი, რომელიც უკვე მშრალია და აორთქლების გამო სითბოს ვერ ამცირებს.

წლევანდელ სიცხეს წინ უძღოდა ხანგრძლივი გვალვა ესპანეთის ბევრ ნაწილში. მაგალითად, მდინარე გვადალკივირის აუზში წყალსაცავები მხოლოდ 25%-ით არის სავსე.

ოთხ რეგიონში გამოცხადებულია მაღალი "ნარინჯისფერი" საფრთხე.

წყალსაცავი საუ, რომელიც ბარსელონადან 100 კილომეტრში მდებარეობს. ნახევარი საუკუნის განმავლობაში ბარსელონაც და კატალონიის სხვა ქალაქებიც წყლით აქედან მარაგდებიან...წაიკითხეთ სრულად