ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილმა მესამე მკურნალ ექიმზეც უარი თქვა" - "ვივამედის" კლინიკური დირექტორი

"მიხეილ სააკაშვილმა მესამე მკურნალ ექიმზეც უარი თქვა" - "ვივამედის" კლინიკური დირექტორი

თუ მკურნალი ექიმი ობიექტურ განცხადებას გააკეთებს და ობიექტურად ასახავს იმ მდგომარეობას, რაც მიხეილ სააკაშვილს აქვს, ეს მაშინვე გაღიზიანებასა და მკურნალობის გაგრძელებაზე უარის თქმას იწვევს, - ამის შესახებ „ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ექიმებს მუშაობა წარმოუდგენელი სტრესის ქვეშ უწევთ და მესამე პრეზიდენტმა უკვე მესამე მკურნალ ექიმზე თქვა უარი.

"უნდა ითქვას, რომ ექიმებს მუშაობა წარმოუდგენელი სტრესის ქვეშ უწევთ. ეს იმიტომ, რომ თუ მკურნალი ექიმი ობიექტურ განცხადებას გააკეთებს და ობიექტურად ასახავს იმ მდგომარეობას, რაც მიხეილ სააკაშვილს აქვს, ეს მაშინვე იწვევს გაღიზიანებასა და მკურნალობის გაგრძელებაზე უარის თქმას. ეს უკვე მესამე მკურნალი ექიმია, რომელზეც პაციენტმა უარი განაცხადა“, - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, ზურაბ ჩხაიძის თქმით, პაციენტის კლინიკური მიმდინარეობა არ შეცვლილა და პირღებინება კვების რაციონის უხეშმა დარღვევამ გამოიწვია.

როგორც ექიმმა აღნიშნა, „კრიტიკული პაციენტები ექიმს არ ირჩევენ“.

"რაც შეეხება მდგომარეობის კრიტიკულობას, მინდა გითხრათ, რომ კრიტიკული პაციენტები ექიმს არ ირჩევენ. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კლინიკური მიმდინარეობა ნამდვილად არ შეცვლილა და ორი დღეა, “ვივამედის” თანამშრომლებს ამის მტკიცება გვიწევს. დიახ, პირღებინება ნამდვილად ჰქონდა. ეს კვების რაციონის უხეში დარღვევით იყო გამოწვეული. კლინიკურად ახსნადია, თუ რა იყო პირღებინების მიზეზი. მე ქალბატონ გიულის დღესაც ვესაუბრე და ვთხოვე, რომ ის საკვები მოეტანა, რაც კვების პრობლემების პროვოცირებას არ გამოიწვევს”, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.