კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წამლის არსებობამ სტიმული მისცა... ამბობს, ავტობუსში ახტომა აღარ დამჭირდებაო" -  ცხოვრება აქონდროპლაზიის დიაგნოზით და 13 წლის ნიკოლოზი, რომელიც ხალხმა "ნიჭიერით" გაიცნო
"წამლის არსებობამ სტიმული მისცა... ამბობს, ავტობუსში ახტომა აღარ დამჭირდებაო" -  ცხოვრება აქონდროპლაზიის დიაგნოზით და 13 წლის ნიკოლოზი, რომელიც ხალხმა "ნიჭიერით" გაიცნო

ეკა ჭონ­ქა­ძე 13 წლის ნი­კო­ლოზ ფი­ფი­ას დე­დაა. ის დღეს შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის თავ­გა­მო­დე­ბით იბ­რძვის, რო­მელ­საც აქონ­დროპ­ლა­ზი­ის დი­აგ­ნო­ზი აქვს. ეკა იმ მშო­ბელ­თა­გა­ნია, ვინც კვი­რა­ზე მე­ტია, რაც მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ას­თან ღა­მეს ათე­ნებს. ისი­ნი კან­ცე­ლა­რი­ას­თან დარ­ჩე­ნას მა­ნამ­დე გეგ­მა­ვენ, სა­ნამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მათი შვი­ლე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ პრე­პა­რატს არ და­ა­ფი­ნან­სებს.

Ambebi.ge ნი­კო­ლოზ ფი­ფი­ას ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბათ.

ეკა ჭონ­ქა­ძე:

- ნი­კო­ლო­ზი თბი­ლი­სის 64-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მეშ­ვი­დეკ­ლა­სე­ლია. პო­ზი­ტი­უ­რი, ხუ­მა­რა და მხი­ა­რუ­ლი ბი­ჭია. ქუ­ჩა­შიც რომ გა­დის, სულ ცეკ­ვა-ცეკ­ვი­თა და ხტუნ­ვით და­დის, მხი­ა­რუ­ლობს, ასე­თი ქცე­ვა არ ერი­დე­ბა. მისი გახ­სნი­ლო­ბა, სი­ლა­ღე ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის და ფსი­ქო­ლო­გის, ქალ­ბა­ტო­ნი ვე­რი­კოს დამ­სა­ხუ­რე­ბაა. როცა რა­ი­მე პრობ­ლე­მას ეჯა­ხე­ბა, მა­შინ­ვე ფსი­ქო­ლოგ­თან მი­დის. უჩე­მო­დაც ურე­კავს, ეწე­რე­ბა და შემ­დეგ უკვე ერ­თად წყვე­ტენ ამა თუ იმ პრობ­ლე­მას.

ძა­ლი­ან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ბი­ჭია. თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით პროგ­რა­მი­რე­ბას სწავ­ლობს, 7 წლის ძმას პატ­რო­ნობს, ზა­ფხულ­ში ცურ­ვა­ზე და­დი­ოდ­ნენ და ნი­კო­ლოზს დაჰ­ყავ­და. ასე­ვე ტან­ვარ­ჯიშ­ზეც ია­რეს. მზრუნ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნია, ძმის გა­რე­შე ერთ წუთი არ შე­უძ­ლია ყოფ­ნა. ძა­ლი­ან პატ­რო­ნობს. პა­ტა­რაც ასე­თი­ვეა...

მარ­ტო­ხე­ლა დედა ვარ, ამ ორ ბავ­შვს ვზრდი და ჩემს დას­თან ვცხოვ­რობთ, ჩვე­ნი სახ­ლი არ გვაქვს. გვეხ­მა­რე­ბა ჩემი სიძე, დის ქმა­რი,“ - გვე­უბ­ნე­ბა შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მის გამო მებ­რძო­ლი დედა, ეკა ჭონ­ქა­ძე.

- თა­ვად არ­სად მუ­შა­ობთ?

- სტი­ლის­ტი ვარ, სა­ლონ­ში ვმუ­შა­ობ. ჩემი სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში ბავ­შვე­ბი მარ­ტო არი­ან. დი­ლით სკო­ლა­ში მი­დი­ან, სკო­ლი­დან რომ ბრუნ­დე­ბი­ან, მი­რე­კა­ვენ. ერთი წუ­თით არ ვწყვეტ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ­თან კონ­ტაქტს. სახ­ლში მო­სუ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს ამე­ცა­დი­ნე­ბენ, მერე გა­სე­ირ­ნე­ბას ითხო­ვენ. რომ იტყვი­ან, ამა და ამ დროს ამო­ვალ­თო, არ არ­სე­ბობს, დათ­ქმულ დროს 5 წუ­თით გა­და­ა­ცი­ლონ და და­აგ­ვი­ა­ნონ.

- სა­ერ­თოდ, რო­დის და რო­გორ შე­ი­ტყვეთ, რომ ნი­კო­ლოზს აქონ­დროპ­ლა­ზია ჰქონ­და?

- ფეხ­მძი­მედ რომ ვი­ყა­ვი, რო­გორც წე­სია, „ექოს­კო­პი­ა­ზე“ დავ­დი­ო­დი, მაგ­რამ არას­დროს არა­ვის არა­ფე­რი უთ­ქვამს, რომ ნა­ყოფს რამე სჭირ­და. ნი­კო­ლო­ზა (დედა ასე ეძა­ხის შვილს. - ლ.ფ.) რკი­ნიგ­ზის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 2009 წლის 3 ოქ­ტომ­ბერს 8-თვი­ა­ნი გაჩ­ნდა. 50 სმ იყო და 2 კილო და 800 გრა­მი. ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მშო­ბი­ა­რო­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და და ნარ­კო­ზი გა­მი­კეთ­და, და­მა­ძი­ნეს. ბავ­შვს და­ბა­დე­ბი­დან სამ სა­ათ­ში ფილ­ტვე­ბი და­ე­ხუ­რა და სხვა კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ვერ ახ­სნეს ზუს­ტად მი­ზე­ზი, რა მოხ­და. ერთი თვე აპა­რატ­ზე შე­ერ­თე­ბუ­ლი მძი­მედ იყო. მე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ერთი კვი­რა გა­მა­ჩე­რეს. ბავ­შვს დე­და­ჩე­მი აკი­თხავ­და და მის მდგო­მა­რე­ო­ბას კი­თხუ­ლობ­და. ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ პა­თო­ლო­გი­უ­რი ბავ­შვია, მაგ­რამ ვერ ხსნიდ­ნენ, რა­ტომ იყო პა­თო­ლო­გი­უ­რი. ერთი თვის მერე იმ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოძ­ვრა... როცა რე­ა­ნი­მა­ცი­ი­დან პა­ლა­ტა­ში უნდა ჩა­მო­ეყ­ვა­ნათ, მას­თან შე­სახ­ვედ­რად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მო­ვემ­ზა­დე. გუ­ლის­ფან­ცქა­ლით ვე­ლო­დი პირ­ველ შვილ­თან შეხ­ვედ­რას, ერთი სული მქონ­და, რო­დის ვნა­ხავ­დი, ჩა­ვი­ხუ­ტებ­დი და მო­ვე­ფე­რე­ბო­დი. ბავ­შვი რომ მო­იყ­ვა­ნეს, ექი­მი მოჰ­ყვა და თან სტუ­დენ­ტე­ბი მო­ი­ყო­ლა. ნი­კო­ლო­ზი ჩემს თვალ­წინ გა­ა­შიშ­ვლეს, და­ი­წყეს მას­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა, წე­ლავ­დნენ. თით­ქოს რა­ღაც ექ­სპე­რი­მენტს ატა­რებ­დნენ, რა­საც მეც ვუ­ყუ­რებ­დი და ვე­რა­ფერს ვხვდე­ბო­დი, რა ხდე­ბო­და. მე არა­ვინ არა­ფერს მე­უბ­ნე­ბო­და. ბო­ლოს ვე­ღარ მო­ვით­მი­ნე და ვი­კივ­ლე, - გა­დით ყვე­ლა­ნი აქე­დან-მეთ­ქი და ბავ­შვი ხე­ლი­დან გა­მო­ვარ­თვი. ამ სა­ში­ნე­ლი ეპი­ზო­დის გამო ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, თით­ქოს ცხე­ლი წყა­ლი გა­და­მას­ხეს, - ძა­ლი­ან მძი­მე რამ მოხ­და... არ შე­იძ­ლე­ბა დე­დას ასე­თი ტრავ­მა მი­ა­ყე­ნო, არ გა­აფრ­თხი­ლო, საქ­მის კურ­სში არ ჩა­ა­ყე­ნო, რას აპი­რებ...

- სა­ბო­ლო­ოდ აქონ­დროპ­ლა­ზი­ის დი­აგ­ნო­ზი სად და ვინ დას­ვა?

- შე­სა­ბა­მი­სი ანა­ლი­ზი გა­უ­კეთ­და. დე­და­ჩემს უთხრეს, რომ ეს იქ­ნე­ბა პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ვერ გა­ივ­ლის, ვერ ილა­პა­რა­კებს. ეჭვი ჰქონ­დათ და­უ­ნის სინ­დრომ­ზეც. დე­და­ჩემს ისიც უთხრეს, რომ ახალ­გაზ­რდა დე­დაა, ყვე­ლა­ფე­რი წინ აქვს და ბავ­შვი კლი­ნი­კა­ში და­ტო­ვო­სო. ამას რო­გორ ვი­ზამ­დი?!

ნიკ­ლო­ზა ერთი თვე იყო პა­ლა­ტა­ში. მერე ჩემ­მა ექიმ­მა მა­მი­დაშ­ვი­ლებ­მა ირაკ­ლი რცხი­ლა­ძეს­თან და­მა­კავ­ში­რეს. ეს ადა­მი­ა­ნი ღმერ­თმა გა­მო­მიგ­ზავ­ნა. უჭ­კვი­ა­ნე­სია. მის­გან სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვე­ბი მი­ვი­ღე. შე­სა­ბა­მი­სი ანა­ლი­ზით და­უ­ნის სინ­დრო­მიც გა­მო­ი­რი­ცხა და მხო­ლოდ აქონ­დროპ­ლა­ზია დარ­ჩა. ირაკ­ლიმ მი­თხრა, გა­იზ­რდე­ბა, კარ­გად იქ­ნე­ბა, ირ­ბენს, ჭკვი­ა­ნი და გო­ნი­ე­რი ბიჭი იქ­ნე­ბა, იმა­ზე ადრე გან­ვი­თარ­დე­ბა, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვი, ოღონდ, მა­ნამ­დე გარ­კვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა მო­გი­წევ­სო... ზუს­ტად ასე მოხ­და, რო­გორც მი­თხრა.

ნი­კო­ლო­ზი დე­დას­თან და ძმას­თან ერ­თად

- ემო­ცი­უ­რად ამ ყვე­ლაფ­რის დაძ­ლე­ვა რთუ­ლი იყო, ხომ?

- სახ­ლში რომ მო­ვიყ­ვა­ნე, ოთახ­ში, სა­დაც მე და ჩემი შვი­ლი ვი­ყა­ვით, არა­ვის ვუშ­ვებ­დი, ჩა­კე­ტი­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ნელ-ნელა ვგრძნობ­დი, რომ სი­ტუ­ა­ცი­ას ვნებ­დე­ბო­დი. მერე ვი­ფიქ­რე, მე რომ დავ­ნებ­დე, ბავ­შვს რა ეშ­ვე­ლე­ბა-მეთ­ქი?! თავს შე­მო­ვუ­ძა­ხე, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ვამ­ხნე­ვებ­დი. ბავ­შვის ღუ­ღუ­ნი, მო­ცი­ნა­რი თვა­ლე­ბი ძა­ლას მაძ­ლევ­და. თუმ­ცა მა­ინც სულ შიშ­ში ვი­ყა­ვი - ამ და­ა­ვა­დე­ბა­ზე მუდ­მი­ვად ვკი­თხუ­ლობ­დი... ირაკ­ლიმ ისიც გა­მაფრ­თხი­ლა, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს სუნ­თქვის პრობ­ლე­მა აქვთ და ძილ­ში სუნ­თქვის რე­ჟი­მი არე­გუ­ლი­რეო. რო­გორც კი სუნ­თქვას შე­ა­ნე­ლებ­და, ყო­ველ ღამე წა­მოვ­დგე­ბო­დი და ვაღ­ვი­ძებ­დი... ასე­თი ში­შე­ბი მქონ­და. ეს წა­მა­ლი, რა­საც ვი­თხოვთ, 21-ე სა­უ­კუ­ნის მიღ­წე­ვაა. აღი­ა­რე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის მისი მი­ღე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი შვე­ბა იქ­ნე­ბა. მას­ზე 10 წელი მი­დი­ო­და კვლე­ვა. სხვა ქვეყ­ნებ­ში ამ დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე ბავ­შვებ­მა უკვე გა­მოს­ცა­დეს, უკ­მა­ყო­ფი­ლო არა­ვი­ნაა. მაგ­რამ ყვე­ლა­ნა­ი­რად დამ­ტკიც­და, რომ ამ წა­მალს მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო არ აღი­ა­რებს. ჯან­დაც­ვას არ სჯე­რა წამ­ლის ეფექ­ტუ­რი მოქ­მე­დე­ბის, მაგ­რამ ჩვენ მა­ინც ვიბ­რძვით. არ გავ­ჩერ­დე­ბით!

- რო­გო­რია ამ­ჟა­მად ნი­კო­ლო­ზის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა.

- გარ­და­ტე­ხის ასაკ­შია, კვი­რის­თა­ვი გა­მო­ე­წია და აწუ­ხებს, სა­ღა­მო­ო­ბით აუ­ტა­ნე­ლი წე­ლის ტკი­ვი­ლი აქვს, ამ­ბობს, ვე­ღარ ვხტუ­ნა­ობ, ვა­კონ­ტრო­ლებ, ისე არ დავ­ვარ­დე, რომ რამე მეტ­კი­ნო­სო. დიდ­ხანს ჯდო­მის შემ­დეგ კუ­დუ­სუ­ნის არე­ში ტკი­ვი­ლი აქვს. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ცოტა და­ძა­ბუ­ლია...

- ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, რო­გორც გა­ვი­გე, შე­სა­ნიშ­ნა­ვი მოს­წავ­ლეა?

- ფან­ტას­ტი­კუ­რი. გაკ­ვე­თი­ლებს 5 წუთ­ში, ერთი წა­კი­თხვით სწავ­ლობს, სხარ­ტად ით­ვი­სებს. ინ­გლი­სუ­რად გა­მარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კობს, რაც სკო­ლა­ში ის­წავ­ლა. სკო­ლა­ში­ვე ის­წავ­ლა ჩი­ნუ­რი, ჩი­ნე­ლე­ბი ას­წავ­ლი­ან და მო­ინ­დო­მა. საგ­ნე­ბი­დან ძა­ლი­ან უყ­ვარს ის­ტო­რია.

- ქუ­ჩა­ში, სკო­ლა­ში ბუ­ლინ­გის ობი­ექ­ტი ხომ არ ყო­ფი­ლა?

- სკო­ლა­ში თით­ქმის არა, ყვე­ლას უყ­ვარს. უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი ჰყავს. ისე, კი ყო­ფი­ლა არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა, როცა მისი და­ნახ­ვი­სას უთ­ქვამთ, - ნახე, ჯუჯა! ნახე, რამ­ხე­ლა თავი აქვს?!. ჩემი ოთახ­ში ჩა­კეტვის შემ­დეგ პირ­ვე­ლად გა­რეთ რომ გა­მო­ვიყ­ვა­ნე და მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვე­დით, მის და­ნახ­ვა­ზე აღ­მოხ­დათ ფრა­ზა - უი, რამ­ხე­ლა თავი აქვს? - კი­დევ იყო მსგავ­სი უტაქ­ტო შე­ძა­ხი­ლე­ბიც... ამის მერე ვთქვი, მე ნი­კო­ლო­ზი ხალ­ხს უნდა გა­ვაც­ნო, რად­გან არ იც­ნო­ბენ, რად­გან ვერ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს. მიზ­ნად და­ვი­სა­ხე, გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის­თვის მეთ­ქვა, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბიც არი­ან, რომ­ლებ­საც ახ­ლოს უნდა იც­ნობ­დნენ...

სამი წლი­დან თე­ატ­რში დამ­ყავ­და, მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლე­ში თე­ატ­რა­ლურ წრე­ზე და მე­ტყვე­ლე­ბა­ზე და­დი­ო­და. ამა­სო­ბა­ში ხალ­ხის ყუ­რა­დღე­ბას შე­ეჩ­ვია. კომ­პლექ­სი აღარ ჰქონ­და. ბაღ­ში კი იყო თა­ვი­დან პრობ­ლე­მა, რად­გან პა­ტა­რას ეძახ­დნენ, რა­ზეც ტი­რო­და. მერე მკი­თხა, მე სულ ასე ვიქ­ნე­ბიო? ვუ­პა­სუ­ხე, - ნი­კო­ლოზ, უნდა იცო­დე, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხარ და ვერ გა­იზ­რდე­ბი იმ­ხე­ლა, რამ­ხე­ლაც სხვე­ბი არი­ან. ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რნა­ი­რი ადა­მი­ა­ნი არ­სე­ბობს-მეთ­ქი და შემ­დეგ სხვა­დას­ხვა უნარ­შე­ზღუ­დუ­ლი ადა­მი­ა­ნიც ვაჩ­ვე­ნე... ამის მერე თა­ვის დი­აგ­ნო­ზი მშვი­დად მი­ი­ღო და თქვა, რომ ღმერ­თის სა­ჩუ­ქა­რია, ბედ­ნი­ე­რია და თუ რა­ღა­ცე­ბი მის ცხოვ­რე­ბა­ში უკე­თე­სა­დაც იქ­ნე­ბა, მა­გას არა­ფე­რი აჯო­ბებ­სო.

წამ­ლის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ რომ გა­ი­გო, სტი­მუ­ლი მი­ე­ცა... რა კარ­გია, დე­დი­კო, რომ ამ წამ­ლის მი­ღე­ბის შემ­დეგ ავ­ტო­ბუს­ში ახ­ტო­მა აღარ დამ­ჭირ­დე­ბა, ბა­რა­თის მი­დე­ბი­სას ხელს თა­ვი­სუფ­ლად ავ­წევ, ასე­ვე ლიფ­ტის ღი­ლა­კებ­საც მივ­წვდე­ბი და ქუ­ჩა­ში წყლის და­სა­ლე­ვად ახ­ტო­მაც აღარ დამ­ჭირ­დე­ბაო...

ეკა ჭონ­ქა­ძე აქ­ცი­ა­ზე, ფოტო: "პუბ­ლი­კა"

- ყველ­გან დაგ­ყავ­დათ, მაგ­რამ მა­სობ­რი­ვად მა­ინც პრო­ექ­ტში "ნი­ჭი­ე­რი" გა­მოჩ­ნდა. ყვე­ლა სიყ­ვა­რუ­ლით შეხ­ვდა და თა­ვიც შე­აყ­ვა­რა...

- კი, 2016 წელი იყო, 7 წლის ხდე­ბო­და, „ნი­ჭი­ერ­ში“ რომ გა­მო­ვი­და. სოფო ტო­რო­შე­ლი­ძე დაგ­ვეხ­მა­რა. ხალ­ხურ სიმ­ღე­რებს მღე­რო­და და ვუ­თხა­რი. მო­მიყ­ვა­ნეო, რომ მი­ვი­და, ცო­ცხა­ლი თა­ვით არ უმ­ღე­რა, გა­აპ­რო­ტეს­ტა და წა­მო­ვი­და. არ იმ­ღე­რა, მაგ­რამ იცეკ­ვა, მო­ე­წო­ნა ჟი­უ­რის და ხე­ლახ­ლა იბა­რე­ბე­ნო, - სო­ფომ მი­თხრა. ჰიპ-ჰოპი იცეკ­ვა. იმ პე­რი­ოდ­ში ისე­თი ბედ­ნი­ე­რი იყო, ქუ­ჩა­ში აჩე­რებ­დნენ, თბილ სი­ტყვებს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ. ამის მერე უფრო გა­იხ­სნა, ამო­ი­სუნ­თქა და სა­კუ­თა­რი თავი მე­ტად შე­იყ­ვა­რა.

- კარ­გია, რომ დიდი შრო­მის ფა­სად ამ­დე­ნი შე­ძე­ლით. ეს თქვე­ნი, რო­გორც ძლი­ე­რი ქა­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა... ამ ყვე­ლა­ფერს რო­გორ მო­ე­რი­ეთ, ამ­ხე­ლა პრობ­ლე­მა რო­გორ დაძ­ლი­ეთ?

- ეს უფრო ნი­კო­ლო­ზის დამ­სა­ხუ­რე­ბა მგო­ნია... ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც ძლი­ერ­მა დე­დობ­რივ­მა გრძნო­ბამ ქნა. ნი­კო­ლო­ზის ღი­მილ­მა და თბილ­მა თვა­ლებ­მა გა­და­მარ­ჩი­ნა. ისე­თი სით­ბო და და­დე­ბი­თი აურა მო­დი­ო­და, მა­შინ ვიგ­რძე­ნი და მივ­ხვდი, რა ნიშ­ნავს, იყო გიჟი დედა. ყვე­ლა დე­დას უყ­ვარს თა­ვის შვი­ლი, მაგ­რამ რო­დე­საც მას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შვი­ლი ჰყავს, ეს კი­დევ სხვა რა­მეა... წა­მალ­ზე რაც ხდე­ბა, ხომ ხე­დავთ და ამას­თან სა­ხელ­მწი­ფოს­გან არ გვაქვს არა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არ იღე­ბენ პენ­სი­ას? მათ სა­ხელ­მწი­ფო არ სთა­ვა­ზობს უფა­სო და მათ­თვის სა­ჭი­რო ვარ­ჯი­შებს, არც სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო მი­მარ­თუ­ლე­ბით აქვთ რა­ი­მე მხარ­და­ჭე­რა.

- მი­თხა­რით, რომ ნი­კო­ლოზს სამ­სა­ხუ­რის და­წყე­ბა უნ­დო­და იმის­თვის, რომ დაგ­ხმა­რე­ბო­დათ.

- ერთ-ერთ ბან­კში მი­ვი­და, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრშიც და სთხო­ვა სკო­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად - რო­გორც მოს­წავ­ლე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი და ვი­მუ­შა­ვებ, იქ­ნებ და­მა­საქ­მოთ, მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სი და­მი­ნიშ­ნო­თო. ხელი გა­და­უს­ვეს და უა­რით გა­მო­ის­ტუმ­რეს. მი­უ­ღე­ბე­ლია, კა­ნო­ნით შენი და­საქ­მე­ბა არ შეგ­ვიძ­ლი­აო. მერე მი­თხრა, ოჯა­ხებს ძაღ­ლე­ბის გა­სე­ირ­ნე­ბა­ში და­ვეხ­მა­რე­ბიო. დე­დი­კო, იმ ძაღ­ლებ­ში ხალ­ხს იმ­ხე­ლა ფული აქვთ გა­დახ­დი­ლი, რო­გორ ინ­დობ, თან დიდ ძაღ­ლებს ვერც მო­ე­რე­ვი-მეთ­ქი. მერე მი­თხრა, - ამ სამ­სა­ხუ­რებ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი რა­ტომ არ მუ­შა­ო­ბენ, არ გვენ­დო­ბი­ან და მი­უ­ღებ­ლე­ბი ვარ­თო? ამის მოს­მე­ნა ჩემ­თვის დიდი მო­რი­გი ტრავ­მა იყო... მერე მი­თხრა - მე­ო­რედ და­ბა­დე­ბის შან­სი რომ მქონ­დეს, დე­დად ისევ შენ აგირ­ჩევ­დიო... აი, ასე­თი ბი­ჭია ჩემი ნი­კო­ლო­ზა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -71
0

შევდივარ ამ ოჯახების ურთულეს მდგომარეობაში და სრულად ვიზიარებ მათ წუხილებს!

რა თქმა უნდა ყველანაირი შანსი უნდა გამოიყენონ ბავშვების გამოჯანმრთელობისათვის!!!

ღმერთმა ხელი მოუმართოდ!!

ამასთან ერთად მამაშვილურად ვთხოვ აქონ­დროპ­ლა­ზი­ის და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ბავშვების მშობლებს, რომ გასაგები მიზეზებით არსებული მათი აგრესიები არ გადაიტანონ ნებისმიერ სხვა ადამიანზე, მათ შორის ხელისუფლებაში მყოფ პირებზე.

დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მაქსიმალურად ყველაფერს გააკეთებენ თქვენი შვილებისათვის!

 

gurami
23

გვარს არ დავასახელებ, მილიარდები რომ აქვს და ქვეყნის ყვლეფას რომ აგრძელებს, რამდენიმე მილიონი რომ ამ ბავშვებისთვის გაიმეტოს, არ შეიძლება? ამაზონის ტყეები ხომ გადაარჩინეს, ახლა თავის ქვეყანას მიხედონ (რუსეთს არ ვგულისხმობ).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"წამლის არსებობამ სტიმული მისცა... ამბობს, ავტობუსში ახტომა აღარ დამჭირდებაო" -  ცხოვრება აქონდროპლაზიის დიაგნოზით და 13 წლის ნიკოლოზი, რომელიც ხალხმა "ნიჭიერით" გაიცნო

"წამლის არსებობამ სტიმული მისცა... ამბობს, ავტობუსში ახტომა აღარ დამჭირდებაო" -  ცხოვრება აქონდროპლაზიის დიაგნოზით და 13 წლის ნიკოლოზი, რომელიც ხალხმა "ნიჭიერით" გაიცნო

ეკა ჭონქაძე 13 წლის ნიკოლოზ ფიფიას დედაა. ის დღეს შვილის ჯანმრთელობისთვის თავგამოდებით იბრძვის, რომელსაც აქონდროპლაზიის დიაგნოზი აქვს. ეკა იმ მშობელთაგანია, ვინც კვირაზე მეტია, რაც მთავრობის კანცელარიასთან ღამეს ათენებს. ისინი კანცელარიასთან დარჩენას მანამდე გეგმავენ, სანამ ხელისუფლება მათი შვილებისთვის აუცილებელ პრეპარატს არ დააფინანსებს.

Ambebi.ge ნიკოლოზ ფიფიას ამბავს მოგიყვებათ.

ეკა ჭონქაძე:

- ნიკოლოზი თბილისის 64-ე საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელია. პოზიტიური, ხუმარა და მხიარული ბიჭია. ქუჩაშიც რომ გადის, სულ ცეკვა-ცეკვითა და ხტუნვით დადის, მხიარულობს, ასეთი ქცევა არ ერიდება. მისი გახსნილობა, სილაღე ტელევიზიების და ფსიქოლოგის, ქალბატონი ვერიკოს დამსახურებაა. როცა რაიმე პრობლემას ეჯახება, მაშინვე ფსიქოლოგთან მიდის. უჩემოდაც ურეკავს, ეწერება და შემდეგ უკვე ერთად წყვეტენ ამა თუ იმ პრობლემას.

ძალიან დამოუკიდებელი ბიჭია. თავისი ინიციატივით პროგრამირებას სწავლობს, 7 წლის ძმას პატრონობს, ზაფხულში ცურვაზე დადიოდნენ და ნიკოლოზს დაჰყავდა. ასევე ტანვარჯიშზეც იარეს. მზრუნველი ადამიანია, ძმის გარეშე ერთ წუთი არ შეუძლია ყოფნა. ძალიან პატრონობს. პატარაც ასეთივეა...

მარტოხელა დედა ვარ, ამ ორ ბავშვს ვზრდი და ჩემს დასთან ვცხოვრობთ, ჩვენი სახლი არ გვაქვს. გვეხმარება ჩემი სიძე, დის ქმარი,“ - გვეუბნება შვილის ჯანმრთელობის პრობლემის გამო მებრძოლი დედა, ეკა ჭონქაძე.

- თავად არსად მუშაობთ?

- სტილისტი ვარ, სალონში ვმუშაობ. ჩემი სამსახურში ყოფნის პერიოდში ბავშვები მარტო არიან. დილით სკოლაში მიდიან, სკოლიდან რომ ბრუნდებიან, მირეკავენ. ერთი წუთით არ ვწყვეტ დღის განმავლობაში მათთან კონტაქტს. სახლში მოსულები ერთმანეთს ამეცადინებენ, მერე გასეირნებას ითხოვენ. რომ იტყვიან, ამა და ამ დროს ამოვალთო, არ არსებობს, დათქმულ დროს 5 წუთით გადააცილონ და დააგვიანონ.

- საერთოდ, როდის და როგორ შეიტყვეთ, რომ ნიკოლოზს აქონდროპლაზია ჰქონდა?

- ფეხმძიმედ რომ ვიყავი, როგორც წესია, „ექოსკოპიაზე“ დავდიოდი, მაგრამ არასდროს არავის არაფერი უთქვამს, რომ ნაყოფს რამე სჭირდა. ნიკოლოზა (დედა ასე ეძახის შვილს. - ლ.ფ.) რკინიგზის საავადმყოფოში 2009 წლის 3 ოქტომბერს 8-თვიანი გაჩნდა. 50 სმ იყო და 2 კილო და 800 გრამი. ფიზიოლოგიური მშობიარობა არ შეიძლებოდა და ნარკოზი გამიკეთდა, დამაძინეს. ბავშვს დაბადებიდან სამ საათში ფილტვები დაეხურა და სხვა კლინიკაში გადაიყვანეს. ვერ ახსნეს ზუსტად მიზეზი, რა მოხდა. ერთი თვე აპარატზე შეერთებული მძიმედ იყო. მე საავადმყოფოში ერთი კვირა გამაჩერეს. ბავშვს დედაჩემი აკითხავდა და მის მდგომარეობას კითხულობდა. ეუბნებოდნენ, რომ პათოლოგიური ბავშვია, მაგრამ ვერ ხსნიდნენ, რატომ იყო პათოლოგიური. ერთი თვის მერე იმ მდგომარეობიდან გამოძვრა... როცა რეანიმაციიდან პალატაში უნდა ჩამოეყვანათ, მასთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოვემზადე. გულისფანცქალით ველოდი პირველ შვილთან შეხვედრას, ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი, ჩავიხუტებდი და მოვეფერებოდი. ბავშვი რომ მოიყვანეს, ექიმი მოჰყვა და თან სტუდენტები მოიყოლა. ნიკოლოზი ჩემს თვალწინ გააშიშვლეს, დაიწყეს მასზე დაკვირვება, წელავდნენ. თითქოს რაღაც ექსპერიმენტს ატარებდნენ, რასაც მეც ვუყურებდი და ვერაფერს ვხვდებოდი, რა ხდებოდა. მე არავინ არაფერს მეუბნებოდა. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ვიკივლე, - გადით ყველანი აქედან-მეთქი და ბავშვი ხელიდან გამოვართვი. ამ საშინელი ეპიზოდის გამო ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ცხელი წყალი გადამასხეს, - ძალიან მძიმე რამ მოხდა... არ შეიძლება დედას ასეთი ტრავმა მიაყენო, არ გააფრთხილო, საქმის კურსში არ ჩააყენო, რას აპირებ...

- საბოლოოდ აქონდროპლაზიის დიაგნოზი სად და ვინ დასვა?

- შესაბამისი ანალიზი გაუკეთდა. დედაჩემს უთხრეს, რომ ეს იქნება პატარა ადამიანი, რომელიც ვერ გაივლის, ვერ ილაპარაკებს. ეჭვი ჰქონდათ დაუნის სინდრომზეც. დედაჩემს ისიც უთხრეს, რომ ახალგაზრდა დედაა, ყველაფერი წინ აქვს და ბავშვი კლინიკაში დატოვოსო. ამას როგორ ვიზამდი?!

ნიკლოზა ერთი თვე იყო პალატაში. მერე ჩემმა ექიმმა მამიდაშვილებმა ირაკლი რცხილაძესთან დამაკავშირეს. ეს ადამიანი ღმერთმა გამომიგზავნა. უჭკვიანესია. მისგან სასარგებლო რჩევები მივიღე. შესაბამისი ანალიზით დაუნის სინდრომიც გამოირიცხა და მხოლოდ აქონდროპლაზია დარჩა. ირაკლიმ მითხრა, გაიზრდება, კარგად იქნება, ირბენს, ჭკვიანი და გონიერი ბიჭი იქნება, იმაზე ადრე განვითარდება, ვიდრე ჩვეულებრივი ბავშვი, ოღონდ, მანამდე გარკვეული სირთულეების დაძლევა მოგიწევსო... ზუსტად ასე მოხდა, როგორც მითხრა.

ნიკოლოზი დედასთან და ძმასთან ერთად

- ემოციურად ამ ყველაფრის დაძლევა რთული იყო, ხომ?

- სახლში რომ მოვიყვანე, ოთახში, სადაც მე და ჩემი შვილი ვიყავით, არავის ვუშვებდი, ჩაკეტილები ვიყავით. ნელ-ნელა ვგრძნობდი, რომ სიტუაციას ვნებდებოდი. მერე ვიფიქრე, მე რომ დავნებდე, ბავშვს რა ეშველება-მეთქი?! თავს შემოვუძახე, ფსიქოლოგიურად ვამხნევებდი. ბავშვის ღუღუნი, მოცინარი თვალები ძალას მაძლევდა. თუმცა მაინც სულ შიშში ვიყავი - ამ დაავადებაზე მუდმივად ვკითხულობდი... ირაკლიმ ისიც გამაფრთხილა, რომ ამ ადამიანებს სუნთქვის პრობლემა აქვთ და ძილში სუნთქვის რეჟიმი არეგულირეო. როგორც კი სუნთქვას შეანელებდა, ყოველ ღამე წამოვდგებოდი და ვაღვიძებდი... ასეთი შიშები მქონდა. ეს წამალი, რასაც ვითხოვთ, 21-ე საუკუნის მიღწევაა. აღიარებულია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. ამ ადამიანებისთვის მისი მიღება სერიოზული შვება იქნება. მასზე 10 წელი მიდიოდა კვლევა. სხვა ქვეყნებში ამ დიაგნოზის მქონე ბავშვებმა უკვე გამოსცადეს, უკმაყოფილო არავინაა. მაგრამ ყველანაირად დამტკიცდა, რომ ამ წამალს მხოლოდ საქართველო არ აღიარებს. ჯანდაცვას არ სჯერა წამლის ეფექტური მოქმედების, მაგრამ ჩვენ მაინც ვიბრძვით. არ გავჩერდებით!

- როგორია ამჟამად ნიკოლოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

- გარდატეხის ასაკშია, კვირისთავი გამოეწია და აწუხებს, საღამოობით აუტანელი წელის ტკივილი აქვს, ამბობს, ვეღარ ვხტუნაობ, ვაკონტროლებ, ისე არ დავვარდე, რომ რამე მეტკინოსო. დიდხანს ჯდომის შემდეგ კუდუსუნის არეში ტკივილი აქვს. ფსიქოლოგიურადაც ამ სიტუაციაში ცოტა დაძაბულია...

- ამ ყველაფრის ფონზე, როგორც გავიგე, შესანიშნავი მოსწავლეა?

- ფანტასტიკური. გაკვეთილებს 5 წუთში, ერთი წაკითხვით სწავლობს, სხარტად ითვისებს. ინგლისურად გამართულად ლაპარაკობს, რაც სკოლაში ისწავლა. სკოლაშივე ისწავლა ჩინური, ჩინელები ასწავლიან და მოინდომა. საგნებიდან ძალიან უყვარს ისტორია.

- ქუჩაში, სკოლაში ბულინგის ობიექტი ხომ არ ყოფილა?

- სკოლაში თითქმის არა, ყველას უყვარს. უამრავი მეგობარი ჰყავს. ისე, კი ყოფილა არაერთი შემთხვევა, როცა მისი დანახვისას უთქვამთ, - ნახე, ჯუჯა! ნახე, რამხელა თავი აქვს?!. ჩემი ოთახში ჩაკეტვის შემდეგ პირველად გარეთ რომ გამოვიყვანე და მაღაზიაში შევედით, მის დანახვაზე აღმოხდათ ფრაზა - უი, რამხელა თავი აქვს? - კიდევ იყო მსგავსი უტაქტო შეძახილებიც... ამის მერე ვთქვი, მე ნიკოლოზი ხალხს უნდა გავაცნო, რადგან არ იცნობენ, რადგან ვერ წარმოუდგენიათ, რომ ასეთი ადამიანი შეიძლება არსებობდეს. მიზნად დავისახე, გარშემომყოფებისთვის მეთქვა, რომ ასეთი ადამიანებიც არიან, რომლებსაც ახლოს უნდა იცნობდნენ...

სამი წლიდან თეატრში დამყავდა, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში თეატრალურ წრეზე და მეტყველებაზე დადიოდა. ამასობაში ხალხის ყურადღებას შეეჩვია. კომპლექსი აღარ ჰქონდა. ბაღში კი იყო თავიდან პრობლემა, რადგან პატარას ეძახდნენ, რაზეც ტიროდა. მერე მკითხა, მე სულ ასე ვიქნებიო? ვუპასუხე, - ნიკოლოზ, უნდა იცოდე, რომ განსხვავებული ხარ და ვერ გაიზრდები იმხელა, რამხელაც სხვები არიან. ცხოვრებაში ბევრნაირი ადამიანი არსებობს-მეთქი და შემდეგ სხვადასხვა უნარშეზღუდული ადამიანიც ვაჩვენე... ამის მერე თავის დიაგნოზი მშვიდად მიიღო და თქვა, რომ ღმერთის საჩუქარია, ბედნიერია და თუ რაღაცები მის ცხოვრებაში უკეთესადაც იქნება, მაგას არაფერი აჯობებსო.

წამლის არსებობის შესახებ რომ გაიგო, სტიმული მიეცა... რა კარგია, დედიკო, რომ ამ წამლის მიღების შემდეგ ავტობუსში ახტომა აღარ დამჭირდება, ბარათის მიდებისას ხელს თავისუფლად ავწევ, ასევე ლიფტის ღილაკებსაც მივწვდები და ქუჩაში წყლის დასალევად ახტომაც აღარ დამჭირდებაო...

ეკა ჭონქაძე აქციაზე, ფოტო: "პუბლიკა"

- ყველგან დაგყავდათ, მაგრამ მასობრივად მაინც პროექტში "ნიჭიერი" გამოჩნდა. ყველა სიყვარულით შეხვდა და თავიც შეაყვარა...

- კი, 2016 წელი იყო, 7 წლის ხდებოდა, „ნიჭიერში“ რომ გამოვიდა. სოფო ტოროშელიძე დაგვეხმარა. ხალხურ სიმღერებს მღეროდა და ვუთხარი. მომიყვანეო, რომ მივიდა, ცოცხალი თავით არ უმღერა, გააპროტესტა და წამოვიდა. არ იმღერა, მაგრამ იცეკვა, მოეწონა ჟიურის და ხელახლა იბარებენო, - სოფომ მითხრა. ჰიპ-ჰოპი იცეკვა. იმ პერიოდში ისეთი ბედნიერი იყო, ქუჩაში აჩერებდნენ, თბილ სიტყვებს ეუბნებოდნენ. ამის მერე უფრო გაიხსნა, ამოისუნთქა და საკუთარი თავი მეტად შეიყვარა.

- კარგია, რომ დიდი შრომის ფასად ამდენი შეძელით. ეს თქვენი, როგორც ძლიერი ქალის დამსახურებაა... ამ ყველაფერს როგორ მოერიეთ, ამხელა პრობლემა როგორ დაძლიეთ?

- ეს უფრო ნიკოლოზის დამსახურება მგონია... ყველაფერი მაინც ძლიერმა დედობრივმა გრძნობამ ქნა. ნიკოლოზის ღიმილმა და თბილმა თვალებმა გადამარჩინა. ისეთი სითბო და დადებითი აურა მოდიოდა, მაშინ ვიგრძენი და მივხვდი, რა ნიშნავს, იყო გიჟი დედა. ყველა დედას უყვარს თავის შვილი, მაგრამ როდესაც მას განსხვავებული შვილი ჰყავს, ეს კიდევ სხვა რამეა... წამალზე რაც ხდება, ხომ ხედავთ და ამასთან სახელმწიფოსგან არ გვაქვს არანაირი დახმარება, ეს ადამიანები არ იღებენ პენსიას? მათ სახელმწიფო არ სთავაზობს უფასო და მათთვის საჭირო ვარჯიშებს, არც სარეაბილიტაციო მიმართულებით აქვთ რაიმე მხარდაჭერა.

- მითხარით, რომ ნიკოლოზს სამსახურის დაწყება უნდოდა იმისთვის, რომ დაგხმარებოდათ.

- ერთ-ერთ ბანკში მივიდა, სავაჭრო ცენტრშიც და სთხოვა სკოლის პარალელურად - როგორც მოსწავლე რამდენიმე საათი და ვიმუშავებ, იქნებ დამასაქმოთ, მინიმალური ხელფასი დამინიშნოთო. ხელი გადაუსვეს და უარით გამოისტუმრეს. მიუღებელია, კანონით შენი დასაქმება არ შეგვიძლიაო. მერე მითხრა, ოჯახებს ძაღლების გასეირნებაში დავეხმარებიო. დედიკო, იმ ძაღლებში ხალხს იმხელა ფული აქვთ გადახდილი, როგორ ინდობ, თან დიდ ძაღლებს ვერც მოერევი-მეთქი. მერე მითხრა, - ამ სამსახურებში განსხვავებული ადამიანები რატომ არ მუშაობენ, არ გვენდობიან და მიუღებლები ვართო? ამის მოსმენა ჩემთვის დიდი მორიგი ტრავმა იყო... მერე მითხრა - მეორედ დაბადების შანსი რომ მქონდეს, დედად ისევ შენ აგირჩევდიო... აი, ასეთი ბიჭია ჩემი ნიკოლოზა.